ესე იგი გაბრაზებული ვარ, ცეცხლს ვაფრქვევ. სტუდენტი შემატენეს მეორე სემინარის ხელმძღვანელებმა. სტუდენტის, რომელიც თვალით არ მინახია, შუალედური ჩემთან არ დაუწერია, პრეზენტაცია ჩემთან არ ჩაუბარებია, პლუს სიაშიც არ მიწერია. ვისთანაც წერია ჯგუფში და ვისთანაც შეფასდა, ის არ უწერს, იმიტომ რომ დებილი სტუდენტია და ნაჩუქარი ქულები აქვს და თან მამა ჰყავს ისეთი, რომელთანაც საქმის დაჭერას ერიდება... და სად ხდება ეს? თსუ-ში... ვაჰმეეეე....
გაცოფებული ვარ : / ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, არა უშავს, ერთ-ერთმა "აიყვანეთო" და შემტენეს მე... დამაცადონ, მეორე სემესტრშიც ავიღებ სასემინარო ჯგუფს და ვაი, ვინც ჩემს სიაში არ იქნება, იმათი ფეხი არ იქნება. ლექტორის მიერ განსახორციებელი ზოგადი პროცედურები ვიცი უკვე და მარტოკაც შევიტან ქულებს. მეორე სემინარის ხელმძღვანელს ახლოსაც არ გავიკარებ
ეს სადა ვკვდები