/სერ ჰარი სუონსონი/
კატის კვებაკატები თავიანთი ფიზიოლოგიითა და ნივთიერებათა ცვლის ტიპით ხორცის მჭამელი ცხოველები არიან. ისინი მტაცებლები არიან, როგორც ქცევით, ისე კვების ხასიათით, ამიტომ მათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ საკვებთან დაკავშირებით:
-პირველი თავისებურება: ამინომჟავა არგინინზე მოთხოვნილება. ეს ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური ცილის შემადგენლობაში შედის;
-მეორე თავისებურება: ამინოსულფატმჟავა ტაურინზე მოთხოვნილება. საკვებში ტაურინის დეფიციტი იწვევს ნერვული და გულ-სისხლძრაღვთა სისტემის მოშლილობას, აგრეთვე აქვეითებს კატის გამრავლების უნარს. ტაურინი შედის თევზში (განსაკუთრებით ბევრია ვირთევზაში), საქონლის ხორცში, მცენარეულ პროდუქტში კი ტაურინი საერთოდ არ არის;
-მესამე თავისებურება_რაციონში ცხოველური ცხიმის არსებობის აუცილებლობაა, რადგანაც სწორედ ის შეიცავს არაქიდინის მჟავას, რომელიც კატისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უჯერ და ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს, ისინი როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვების შემადგენლობაში შედიან.
თუ საშუალება არ გაქვთ კატას ბალანსირებული საკვები მოუმზადოთ, შეგიძლიათ ის მშრალ საჭმელზე გადაიყვანოთ. ასეთი საკვები კატას, შეგიძლიათ, 1,5-2 თვიდან მისცეთ. არ შეიძლება ცხოველი ერთდროულად კვებოთ მშრალი და ნატურალური საკვებით. ასეთ კვებას შორის შუალედი მინიმუმ 6 საათი მაინც უნდა იყოს. ხარისხიანი მშრალი საკვების ნატურალურ საკვებთან ერთად ჭმევისას შესაძლოა, ფისოს გარკვეული ნივთიერებები ჭარბად მიაწოდოთ და ზოგიერთის ნაკლებობა გამოიწვიოთ, რის სედეგადაც ცხოველის ნივთიერებათა ცვლას დაარღვევთ. მშრალი საკვებით კვებისას დამატებით ვიტამინების მიცემა საჭირო არ არის.
ნატურალური კვება:1. საქონლის ხორცი გაყინული და მერე გამლღვალი_ (კნუტისთვის არა უმეტეს, 30 გრამისა, მოზრდილი კატისთვის_100-150 გრამი).შეგიძლია თ მისცეთ ყოველ დღე;
2. ქათმის ხორცი, მოხარშული, ძვლების გარეშე_შეიძლება ყოველ დღე. კნუტებისთვის უკეთესია ქათმის მკერდი. დაახლოებით 3,5 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ ქათმის ფეხები.
3. საქონლის ან ქათმის სუბპროდუქტები (გული, ფილტვი, ღვიძლის, თირკმელი და ა.შ.) მოხარშული_ თირკმელები და ფილტვები შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი რაოდენობით, თუმცა კატების უმეტესობას ისინი არ უყვარს. გული არა უმეტეს 1-ჯერ კვირაში. გაითვალისწინეთ, რომ ღვიძლის მიცემის შემდეგ ღია ფერის კატებს, შესაძლოა, ბეწვი გაუმუქდეთ.
4. თევზი_უკეთესია, თუ საერთოდ არ მისცემთ;
5. კვერცხის გული (ცილის მიცემა არ შეიძლება)_ უმი ან მოხარშული ან მარტო, ან ხაჭოსთან ერთად კვირაში 1-2-ჯერ.
6. რძე აუდუღარი ან ადუღებული (მხოლოდ 3 თვემდე კნუტებისთვის, რადგანაც მოზრდილი კატების უმეტესობა ცუდად ინელებს რძეს და შესაძლოა, ფაღართი გაუჩნდეს).
7. რძიანი ფაფები (3 თვემდე კნუტებისთვის): ზოგჯერ აძლევენ შვრიის ფაფას (ჰერკულესი) მცირე რაოდენობით.
8. რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, ბიოიოგურტი, ყველი, ნაღები (მცირე რაოდენობით)_ყველაფერი საშუალო ცხიმიანობის. შეგიძლიათ მისცეთ ყოველ დღე. ყველს აძლევენ უფრო 4-5 თვემდე კნუტებს, როგორც სასუსნავს ან ჯილდოს პატარა ნაჭრების სახით.
9. ახალი ხაჭო_შეგიძლიათ აურიოთ არაჟანს ან კვერცხის უმ გულს. კნუტებს_3-4-ჯერ კვირაში, მოზრდილ კატებს_1-2-ჯერ კვირაში.
10. მარცვლეული: ჰერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა_1:2 -ზე პროპორციით არეული მოხარშულ ხორცთან. კვირაში რამდენჯერმე.
11. უმი ან მოხარშული ბოსტნეული: სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, პომიდორი, კიტრი (მცირე რაოდენობი) 1:2-ზე პროპორციით არეული მოხარშულ ხორცთან. რამდენჯერმე კვირაში, მარცვლეულთან მონაცვლეობით.
12. მწვანილი_გაღივებული ხორბალი. შეგიძლიათ ბალახი ფანჯრის რაფაზე გაზარდოთ (შვრიისგან ან ხორბლისგან). ქუჩიდან მოტანილი ბალახის ჭმევა არ შეიძლება!
კატების საჭმელში არ ყრიან მარილს და სანელებლებს, არ ატკბობენ!
საკვები უნდა იყოს ოდნავ თბილი ან ოთახის ტემპერატურის. არ შეიძლება ძალიან ცხელი ან ცივი საკვების მიცემა. კნუტისთვის განკუთვნილი საკვები წვრილად ქუცმაცდება, გულმოდგინებ შორდება ძვლები. ჯანმრთელი მოზრდილი კატის საკვებს პატარა ნაჭრებად ჭრიან. არ მისცეთ დიდი ნაჭრები!
1,5-2 თვის კნუტებს დღეში 5-ჯერ აჭმევენ ან საშუალებას აძლევენ ჭამოს მაშინ და იმდენჯერ, რამდენიც მოუნდება.
6 თვისთვის კვების რაოდენობას 3-მდე ამცირებენ.
8 თვის კნუტს მოზრდილი კატასავით დღეში 2-ჯერ აჭმევენ.
თუ გინდათ გყავდეთ გამაძღარი ცხოველი, რომელიც კარგად იზრდება და ვითარდება, ნუ შეუზღუდავთ საკვებს: კატები არასოდეს ჭამენ იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდებათ თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.
გახსოვდეთ! კატა მტაცებელია და არ არის ვალდებული ჭამოს ბორშჩი, მაკარონი ან კომბოსტოს სალათი. კატას საკუთარი რაციონი აქვს და თქვენ ეს უნდა გაითვალისწინოთ.
მზა საკვებიმზა საკვების გამოყენება უფრო მასახერხებელია, რადგანაც ასე ვაკეთებთ დროის ეკონომიას, ის ბალანსირებულია და კატა ყველა აუცილებელ ნივთიერებას რებულობს.
კატის კვება შეიძლება მშრალი და კონსერვირებული (მხოლოდ მოზრდილი ცხოველების!) საკვებით.
მშრალი საკვები უნდა იყოს ხარისხიანი სუპერ-პრემიუმ ან პრემიუმ კლასის:
მშრალი საკვები უნდა ავირჩიოთ პრემიუმ ან სუპერ პრემიუმ ხარისხის, კარგი ფირმების მიერ დამზადებული: Eukanuba, Hills, Nutro, Eagle Pack, Purina Pro Plan, Iams, Royal Canin .
8-10 თვემდე კნუტებს აჭმევენ სპეციალურად კნუტებისთვის გათვალისწინებულ მშრალ საკვებს და კონსერვებს.
მშრალი საკვები პირობითად იყოფა 3 ჯგუფად:
1. ძვირიანი, უმაღლესი ხარისხის საკვები;
2. კომერციული საკვები;
3. ყველაზე იაფი_ეკონომ კლასი.
ყველაზე იაფი ეკონომ კლასის საკვები ღირს. ეს არ არის სრულფასოვანი საკვები, ანუ ის არ შეიცავს კატისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას ოპტიმალურ დოზებში. ასეთი საკვების ათვისების ხარისხი მხოლოდ 70%-ია და ძირითადად იაფ მცენარეულ ცილას შეიცავს.
ეკონომ კლასისი საკვებს, როგორც წესი, საკმაოდ მიმზიდველი შეფუთვით უშვებენ. სხვადასხვა ფორმისა და ფერის გრანულები, როგორც წესი, მადისაღმძვრელად გამოიყურება. შეფუთვაზე ხშირად მომხიბვლელი წარწერაა_ქათმით, ინდაურით, კრევეტებით, ორაგულით და ა.შ. მაგრამ თუ საკვების შემადგენლობას ჩახედავთ, დაინახავთ, რომ ერთი მარკის სხვადასხვა საკვებს იდენტური შემადგენლობა აქვთ და ერთმანეთისაგან მხოლოდ არომატიზატორებით განსხვავდება.
კომერციული საკვები სრულფასოვანია, მაგრამ არა_სპეციალიზირებული. ეს სტანდარტული საკვებია, რომელიც სტანდარტულ კატაზეა გათვლილი. ის მხოლოდ 2 ჯგუფად იყოფა: კნუტებისთვის და კატებისთვის და არ ითვალისწინებს კატის აქტივობას, ტემპერამენტს, ჯიშს. საკვებისთვის მომხიბვლელი სუნის და გემოს მისაცემად მათ სხვადასხვა საღებავებს და არომატიზატორებს უმატებენ.
კომერციული საკვები შეიცავს საკმაო რაოდენობის მცენარეულ ცილას და მისი ათვისება 75%-ზე მეტი არ არის. კომერციული საკვები ეკონომზე უფრო ძვირი ღირს და როგორც წესი, ყოველთვის კარგად რეკლამირდება.
პრემიუმ კლასის საკვები_ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც შეიძლება თქვენს კატას აჭამოთ. ეს სრულფასოვანი, სპეციალიზირებული საკვებია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კატის მოთხოვნილებას ყველა საკვებ ნივთიერებაზე. პრემიუმ კლასისი საკვების გამოყენებისას ცხოველს არ სჭირდება დამატებით არანაირი საკვების და ვიტამინის მიცემა. ასეთი საკვების ათვისება 85% და მეტია და ის დიდი რაოდენობით ცხოველურ ცილას შეიცავს. მათში არასოდეს არ არის სოიოს ცილა, საღებავები და არომატიზატორები. სწორად არჩეული პრემიუმკლასის საკვები უზრუნველყოფს თქვენი კატის ჯანმრთელობას, შეუდარებელ გარეგნობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
კატებისთვის არ შეიძლება! (ნებისმიერ ასაკში)
1. თევზი საზიანოა კატის ჯანმრთელობისათვის. თევზის ცილა კარგად მოინელება, რასაც მივყავართ თირკმელების დატვირთამდე, რის გამოც ხშირად ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება. კატის რაციონში თევზის სიჭარბე იწვევს ორგანიზმში К ვიტამინის ნაკლებობას. ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა ცხადყო,რომ ძირითადად თევზზე დაფუძნებული დიეტა მოზრდილ კატებში К-ავიტამინოზს იწვევს, შედეგად კი ფერხდება სისხლის შედედება.
უმი თევზის დიეტა კატაში ოქსიდატურ სტრესს იწვევს_ეს ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჩნდება მჟანგავი თავისუფალი რადიკალები, რაც არღვევს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. ამასთან ერთად, ზოგიერთი თევზი (ძირითადად, მტკნარი წყლის) ხშირად არის ინფიცირებული პარაზიტული ჭიებით.
თუ ძალიან გინდათ თქვენს კატას თევზით გაუმასპინძლდეთ, აირჩიეთ ზღვის კარგი თევზი, არ მოხარშოთ და ნუ აჭმევთ თქვენს ფისოს 2 კვირაში 1 ჯერზე უფრო ხშირად.
2. ღორის ხორცი_ძალიან ცხიმიანია, მისი ცილა ადვილად მოინელება. შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული და რეაქტიული პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. გარდა ამისა, ღორის უმი ხორცი, უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ცხოველის ხორცი, შეიცავს პარაზიტული ჭიების კვერცხებს და დაავადების გამომწვევს, რომელიც საერთოა ღორებისთვის და კატებისთვის.
3. საქონლის ღვიძლი_ ღვიძლში დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ამიტომ მისი ხშირად საკვებად გამოყენება ნივთიერებათა ცვლის პროცესს არღვევს. უმმა ღვიძლმა, შესაძლოა, გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა.
4. დიდი რაოდენობით პური, ლობიო, ბარდა, სოიო, სიმინდი_ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ. მათი ჭამის მერე ცხოველს მეტეორიზმი და ნაწლავის კოლიკა აწუხებს.
5. ჩვენი საკვები, კონსერვები (განსაკუთრებით_მწნილები), ტკბილეული და ა.შ._ კატებს, შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა უცნაური ლტოლვა, მაგრამ არ არის აუცილებელი მათი წახალისება. პრინციპი ”რახან ჭამს, ე.ი. სჭირდება” იმდენად მისაღებია ცხოველების მიმართ, როგორც_ადამიანების. ჭარბი მარილი, სანელებლები, კონსერვანტები და ა.შ. კუჭის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებებს იწვევენ. დაფიქრდით, გიღირთ კი თქვენი კატის წუთიერი ბედნიერება მისი ჯანმრთელობის პრობლემებად. ზოგიერთი, ძალიან ჯანმრთელი კატა ასეთ საკვებს ადვილად ინელებს, ზოგიერთისთვის კი ერთი ნაჭერი ძეხვიც კი საკმარისია თირკმლის კოლიკის გამოსაწვევად. გიღირთ ექსპერიმენტების ტარება?
6. იაფი და ფართოდ რეკლამირებული საკვები. ასეთი საკვები ძალიან ცოტა სასარგებლო ნივთიერებას და ბევრ არომატიზატორს შეიცავს, ამიტომ კატა სიამოვნებით მიირთმევს მას. შედეგი კი დაავადებათა თაიგულია შარდკენჭოვანი დაავადებით დაწყებული მძიმე გასტრიტითა და დერმატოზებით დამთავრებული.
მაგ. მშრალი საკვები ”ვისკასი” (Whiskas) ჯანმრთელ კატაში იმდენად მაღლა სწევს კალციუმის ოქსალატის დონეს, რომ ეს 5-ჯერ უფრო მეტია იმ ზღურბლთან შედარებით, როცა კატის თირკმელებში კენჭების წარმოქმნა იწყება. (წყარო:Smith, B.H.E., Stevenson, A.E., Markwell, P.J. (1995) Effect of diet on relative super-saturations in feline urine. Proceedings of 2nd European Congress of the Federation of European Companion Animal Veterinary Associations pp 359 -360.) დაბალი ხარისხის საკვები, როგორც წესი, პატარა შეფუთვებით იყიდება, რადგანაც არ არის გათვლილი პროფსიონალებისათვის, რომლებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ტომრით იყიდონ საკვები თავისი საშენის კატებისთვის. იმისთვის, რომ კატამ ასეთი დაბალი ხარისხის საკვები ჭამოს, მასში არომარიზატორებს ურევენ, რაც იმდენად მიმზიდველია კატისთვის, რომ ნარკოტიკივით მოქმედებს მასზე. ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ საკვებს მიჩვეული კატა უარს ამბობს ხორცის ჭამაზეც კი.
7.ქათმის და თევზის ძვლები_მათ შიძლება დააზიანონ საყლაპავი და კუჭი, გააღიზიანონ ნაწლავი;
8. ცხვრის,ბატის, იხვის ხორცი_ზედმეტად ცხიმიანია;
9. შაქარი, შოკოლადი, ყველანაირი ტკბილეული_არღვევს ნივთიერებათა ცვლას, ასუსტებს იმუნიტეტს, ბეწვი ხდება მქრქალი, ვითარდება კბილების კარიესი. შოკოლადში შემავალი თეობრომინი კატებისთვის საწამლავია! ის ცხოველის მწვავე მოწამვლას და სიკვდილს იწვევს.
10. კარტოფილი. კატა ვერ ინელებს კარტოფილში შემავალ სახამებელს. კარტოფილი მისთვის აბსოლუტურად უსარგებლოა.
11. მარილი, სანელებლები_ამ ყველაფერს ორგანიზმისთვის ვნების მეტი არაფერი მოაქვს.
12. ადამიანისთვის განკუთვნილი წამლები და ვიტამინები_კატებს ორგანიზმში ნივთიერებათა თავისებური ბალანსი აქვს, ამიტომ ადამიანისათვის განკუთვნილი ვიტამინები მათთვის არ გამოდგება. თანაც, ადამიანისათვის განკუთვნილი ბევრი წამალი კატებში ძლიერ მოწამვლას იწვევს, მაგ. დასუსტებული კატა ერთმა ტაბლეტმა ნო-შპამ შეიძლება მოკლას.
კატის ბანაობაკატის ხშირი ბანაობა აუცილებელი არ არის. ბუნებამ ის ისედაც დააჯილდოვა ჯადოსნური ენით და უნარით, ისე გაილოკოს ბეწვი, რომ ერთი მშრალი ადგილიც არ დაიტოვოს. ამასთან, ყოველი ბანაობა შამპუნის გამოყენებით დროებით ართმევს მის ბეწვს ბუნებრივ დაცვას.
როდის უნდა დავბანოთ კატა:
-ბეწვში პარაზიტების გაჩენისას;
- ბეწვის მეტისმეტი დაბინძურებისას (როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური საშუალებებით);
-პროფილაქტიკისათვის.
რა უნდა გვახსოვდეს!
-თავი აარიდეთ ხშირ დაბანას, იმიტომ, რომ ცხიმის მოშორების გამო ქვეითდება კანისა და ბეწვის ბუნებრივი დაცვა;
-არასოდეს დაბანოთ გამაძღარი ცხოველი. საკვების მიღებიდან ბანაობამდე მინიმუმ 4 საათი უნდა იყოს გასული;
- გრძელბეწვიანი ფისოები ბანაობამდე კარგად დავარცხნეთ;
-არავითარ შემთხვევაში არ ჩააყოფინოთ ფისოს წყალში თავი.
რითი დავბანოთ კატა?არასოდეს დაბანოთ კატა ადამიანისათვის განკუთვნილი საპნით ან შამპუნით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ და კატას კანის განსხვავებული PH გვაქვს. ადამიანისათვის ის 3,5-4,5-ია, კატისთვის კი_3-დან 6-მდეა. ამიტომ, იმისთვის, რომ კატას ბეწვი და კანი არ გავუფუჭოთ, უმჯობესია, თუ სპეციალურ შამპუნებს გამოვიყენებთ.
კატებისთვის განკუთვნილი შამპუნები არიან მშრალები (პუდრის სახით), თხევადები და შამპუნი-სპრეები.
1. მშრალი შამპუნი_ეს ოქროს შუალედია დაბანისადმი კატის შიშსა და ძალით დავარცხნას შორის.
პუდრის დატანიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ ცხოველს ვარცხნიან და შამპუნი ჭუჭყთან ერთად შორდება. კარგი ხარისხის მშრალი შამპუნი თითქმის ისეთივე ეფექტურია, როგორც_თხევადი. ხარისხიანი მშრალი შამპუნის გამოყენების შემდეგ იოლდება დავარცხნაც. ასეთი შამპუნი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ, რადგანაც ის არ აშრობს კანს და არ აზიანებს ბეწვის დამცავ ცხიმოვან გარსს.
2. შამპუნი-სპრეი_მისი გამოყენება მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, რა შემთხვევაშიც მშრალი შამპუნის გამოყენებაა კარგი. თანაც ის ცხოველის ბეწვის დროებით ანტისეპტიკურ დაცვასაც უზრუნველყოფს. შამპუნ-სპრეის პარფიუმის სუნი უფრო მძაფრი აქვს, ვიდრე მშრალ შამპუნს. მისი გამოყენების შემდეგ გრძელი ბეწვი ადვილად ივარცხნება.
3. თხევადი შამპუნი_კარგი ხარისხის შამპუნი არა მარტო ჭუჭყს აშორებს, არამედ კატის ბეწვს რბილს და აბრეშუმისებრს ხდის. თხევადი შამპუნები უფრო სპეციალიზირებული. ისინი შეიზლება იყოს ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო, ბეწვის აბურდვის საწინააღდეგო და ა.შ. მაგრამ ეფექტურობის მიუხედავად თხევადი შამპუნის გამოყენება წელიწადში მარტო2-3-ჯერ შეიძლება, რადგანაც მათი ხშირი ხმარებისას ირღვევა ქონის ჯირკვლების მუშაობა. თხევადი შამპუნი გამოიყენეთ მაშინ, როცა თქვენს ფისოს ბეწვი ძალიან დაესვრება. კოსმეტიკური მიზნებისთვის მშრალი შამპუნის გამოყენება ჯობია.
კატების სტერილიზაცია/კასტრაციასტერილიზაცია არის ძუ კატისთვის სასქესო ჯირკვლების (საკვერცხეების) ამოჭრა რეპროდუქტიული ორგანოს (საშვილოსნოს) ამოჭრის გარეშე. შესაძლებელია კატის (ორივე სქესის) კასტრირებაც_ეს გულისხმობს ყველა რეპროდუქტიული ორგანოს ამოცლას.
რეკომენდირებულია, რომ ყველა ცხოველს, რომელიც არ არის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი და არ გამოიყენება გამრავლებისთვის ჩაუტარდეს კასტრაცია/სტერილიზაცია.
ეს ოპერაცია დადებითად მოქმედებს ცხოველზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც. ოპერაციის შემდეგ ცხოველები ხდებიან უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები. ზოგჯერ კასტრაცია ყველაზე ეფექტური მეთოდია ცხოველის აგრესიულობის მოსათოკად. სქესობრივ სიმწიფემდე კასტრირებული ცხოველები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ”ბავშვურ” ხასიათს.
ფიზიკური კანმრთელობის მხრივ განვიხილოთ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე.
ხვადი კატები: კატები აღარ კნავიან, აღარ გარბიან ქუჩაში და აღარ ნიშნავენ ოთახს. სახლში აღარ დგას კატისთვის სპეციფიური სუნი. გარდა ამისა, კატებში ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა იმუნოდეფიციტი და ლეიკოზი კასტრირებულ კატებში იშვიათად გვხვდება, რადგანაც ამ დაავადებების გამომწვევი ჩხუბის დროს მიყენებული იარებით გადადის.
ძუ კატები: ყველამ, ვისაც არასტერილიზებულ კატასთან ქონია საქმე, იცის რა კოშმარად იქცევა ცხოვრება,როცა კატას მძუნაობა ეწყება: ის განუწყვეტლივ კნავის და სახლში ყველაფერს ნიშნავს. თუ კატას შეაჯვარებთ, 2 თვის მერე ახალი პრობლემა გაჩნდება: რა უყოთ პატარა კნუტებს. კარგ ოჯახში კნუტის გასხვისება საკმაოდ რთული საქმეა. ამიტომ, ჯობია, თავიდანვე ჰუმანურად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა და კატას სტერილიზაცია გაუკეთოთ.
ძუ კატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ადრეული სტრილიზაციის გამო სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირების შესახებ, მაგრამ არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ პირველი მძუნაობის მერე ჩატარებული სტერილიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ამ რისკს.
რაც შეეხება ბევრად გვიან ჩატარებულ სტერილიზაციას, ის სრულად გამორიცხავს პიომეტრას. კატები სიცოცხლისათვის საშიში ამ დაავადებით ძალიან ხშირად ავადობენ და ამ დროს საჭირო ხდება საშვილოსნოს სასწრაფოდ ამოღება.
თუ ფიქრობთ, რომ კასტრაცია/სტერილიზაცია ბუნების საქმეში ჩარევა და არჰუმენური საქციელია, დაფიქრდით. იმით, რომ თქვენ ცხოველები სახლში წაიყვანეთ და თვითონ წყვეტთ, როდის გააჩინოს კნუტები და როდის_არა, უკვე ”ერევით ბუნების საქმეებში”. უკვე მოუწყვეთ ცხოველს მისთვის უჩვეულო სასიცოცხლო პირობები. კატისთვის ბუნებრივი იქნებოდა ყოველი მძუნაობის შემდეგ მაკეობა, წელიწადში 1-2-ჯერ კნუტების გაჩენა და 5-10 წლის ასაკში სიკვდილი. ეს სიტუაცია კატის პატრონების უმეტესობისათვის მიუღებელია. დამეთანხმეთ, რომ რეგულარულად ძლიერი და დაუკმაყოფილებელი სქესობრივი მოთხოვნილების განცდა ცხოველისთვის ბევრად უფრო არაბუნებრივია, ვიდრე პატრონთან ერთად მშვიდი ცხოვრება ამ სურვილის გარეშე.
ხვადი კატების კასტრაციისთვის ოპტიმალური ასაკია 7-9 თვე_ტერიტორიის მონიშვნის დაწყებამდე ან აგრესიის გაჩენამდე.
ძუ კატებისთვის_პირველ მძუნაობამდე, ანუ 5-7 თვის ასაკში. ზოგიერთი ვეტერინარი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში კატის ენდოკრინული სისტემა და თირკმელები ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა და ამჯობინებს ოპერაცია პირველი მძუნაობის დამთავრების შემდეგ ჩაატაროს. უმეტეს შემთხვევებში, ძუ კატებს სტერილიზაცია/კასტრაციას 8 თვიდან 1 წლის ასაკამდე უტარებენ.
მოკლედ კასტრაცია/სტერილიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ:დადებითი:
-კასტრირებული და სტერილიზებული ცხოველები ისე ძლიერ აღარ განიცდიან გამრავლების შესაძლებლობის არარსებობას. მათ აღარ აწუხებთ გამრავლების ინსტიქტი, ამიტომ არც თვითონ იტანჯებიან და არც პატრონს ტანჯავენ.
-არასტერილიზებულ/კასტრირებულ კატას ყურადღება უნდა მიაქციო, რომ არ მოხდეს დაუგეგმავი მაკეობა. ამ ოპერაციით ერთხელ და სამუდამოდ წყდება ეს პრობლემა;
-ძუ კატები მძუნაობისას, ხვადები კი_მუდმივად , ხშირად, უკონტროლოდ ნიშნავენ ტერიტორიას, რის გამოც სახლში უსიამოვნო სუნი დგება. კასტრაცია ამ პრობლემასაც წყვეტს;
-კასტრირებული ან სტერილიზებული ცხოველები ნაკლებ აგრესიულები არიან და იშვიათად ერთვებიან ორთაბრძოლებში თანამოძმეებთან;
-კასტრირებული/სტერილიზებული ცხოველები არ გარბიან სახლიდან. გამრავლების ინსტიქტის არარსებობა არ უბიძგებს მათ ქუჩისკენ, ისინი არ ხტებიან ფანჯრიდან და აივნიდან. პირიქით, ცხოველები უფრო ძლიერად ეჯაჭვებიან პატრონს;
-სტერილიზებულ კატებს სასქესო და გამომყოფი სისტემების დაავადებების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ;
უარყოფითი:
-ზოგადი ანესთეზია, კანის საფარისა და კუნთების დაზიანება ოპერაციის დროს. ყველა კატას ერთნაირად ვერ გადააქვს ნარკოზი, ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბური, შეიძლება, დაჩირქდეს და მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს.
-სტერილიზებულ კატებს აქვთ მიდრეკილება ჭარბი წონისადმი, თუმცა ამის თავიდან არიდება შესაძლებელია თუ გამოიყენებთ სპეციალურ საკვებს.
-ზრდის დამთავრებამდე კასტრაციისას კატა ზრდას აგრძელებს და ჩვეულებრივზე რამდენადმე დიდი იზრდება.
საქართველოში კატის სტერილიზაცია/კასტრაცია 50-დან 80 ლარამდე ღირს.
წყარო:
http://vet-clinic.ru/index.php?link=18&st=84&type=3&lang=1/http://www.murlyki.ru/care/bathing.htmlhttp://www.bkvet.ru/wissen_entmannungსაპირფარეშოს ქვიშა - ხარისხი/რაოდენობასაპირფარეშოსთვის უკეთესი იქნება გრანულებიანი წვიშა, მაგალითად Cats Purr, კარგად იწოვს, არ დგება სუნი. ჩაყარეთ საპირფარეშოში ისე, რომ ზედაპირი მთლიანად იყოს დაფარული. გასუფთავების დროს ამოიღეთ მხოლოდ მოსაქმებული ქვიშა და შემდეგ ახალი დაამატეთ.
ჭიებისაგან თავდაცვაამისთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს, ყველაზე კარგი საშუალება ჭიების მოშორების არის ”დრონტალი” - ვეტერინარი ურჩევს დოზას და წამლის მიცემის შორის შუალედებს. დრონტალის მიცემა შეიძლება ჭამის დროს, თუ გამოარჩევს კორმისგან და არ შეჭამს, გაუღეთ პირი და დამტვრეული წამალი ჩაუყარეთ პირში, შემდეგ დაუხურეთ და დაელოდეთ რომ გადაყლაპოს, ხშირად იტყუება და არ ყლაპავს, როგორც კი გაიხედავთ სხვა მხარეს, გადმოყრის პირიდან.
კარგი ვეტ.კლინიკები/ვეტერინარების საკონტაქტო ნომრები
ზოოპარკის ვეტერინარი ალიკა 577 425 936
მარიამ ჩხიკვიშვილი 555275507
ვახტანგ მამალაძე 599 515 597
პაატა ჩხეიძე 577 476 297
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ლინკი:http://forum.ge/?f=72&showtopic=34613226
* * *
წინა თემის ლინკი:
კატები
--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”