მოგესალმებით მეგობრებო! გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!
თუ გახსოვთ, რაიონში მყავს კატა. შარშან კნუტიც ეყოლა:
კატები (post #41598730)მას მერე კნუტი გაიზარდა და ძალიან მოგვეჩვია, დედა კი დაუბრუნდა ბუნებას და გაველურდა
ეზოში აღარ ჩანდა ხოლმე. ახლა რომ აცივდა, ისევ დაიწყო ეზოში შემოსვლა, თუმცა ახლოს აღარ მოდის ადამიანებთან, გვერიდება, საჭმელს ჭამს და ღია საკუჭნაოში იძინებს ხოლმე ღამე. თუმცა, აგრესიული ქცევა, დუჟი ან რამე მსგავსი არ შემიმჩნევია, ვაკვირდებოდი რამდენიმე დღე.
შვილს დედასთან კი აქვს ახლო ურთიერთობა, არ მტრობენ ერთმანეთს, თუმცა შვილი ძალიან გაშინაურებულია. რაც აცივდა, სახლში ძინავს, შემოსასვლელი ოთახი აქვს დათმობილი. დღისით დადის ეზოში ჩვეულებრივ.
ოჯახის წევრებთანაც ყველასთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს როცა ჩავდივართ რაიონში, თბილი და მოსიყვარულე კნუტია. + კარგ კვებაზეა და ვიზუალურადაც მშვენივრად გამოიყურება. დანარჩენი, მამიდაჩემი ცხოვრობს იქ და იმას დედად აღიქვამს მგონი.
ერთადერთი, მე შარშან ძალიან დაკავებული წელი მქონდა და ვერ მოვიცალე, აცრები აქვს გასაკეთებელი. ფისო ახლა არის მიახლოებით 8 თვის.
აცრები როგორც მახსოვს უნდა კომპლექსური და ცოფის ხომ?
საყელური გავუკეთეთ ახალ წლებზე მაგრამ ვერ შეეგუა. 2 დღე ეკეთა და ვერ შეეგუა. მესამე დღეს ნერვოზი დაეწყო, ხან კისერს უსვამდა კარების კიდეს, ხან ფეხით ცდილობდა მოძრობას... მოკლედ, მესამე დღეს მოვხსენით საყელური.
შეიძლება ეს კონკრეტული საყელური არ მოეწონა და სხვას შეეგუოს?
+ მაინტერესებს, ტუალეტის ბურთულები რომელი სჯობს და სად ყიდულობთ? ზამთარში სახლში რომაა ღამე, მამიდაჩემს დილაობით თუ დააგვიანდა ჩასვლა და კარის გაღება, ისაქმებს ხოლმე სახლში, თხელი განიერი რკინის კოლოფი აქვს და შიგნით ქვიშას უყრის ხოლმე მამიდა. თუმცა, ქვიშა რადგან სველდება, მეორედ იქ აღარ შვება, გამოსაცვლელია ხოლმე ეგრევე.
ასევე, Purina კარგი საკვებია ხომ? დიდი ტომრებით რომ იყიდება, გუდვილში.
და ბოლოს, სტერილიზაცია როგორც წავიკითხე, უფრო უსაფრთხო პირველი მძუნაობის შემდეგ არისო და სჯობს დაველოდოთ სანამ პირველ შვილებს გააჩენს?
მოკლედ, დაგაყარეთ კითხვები
This post has been edited by Power_VANO on 5 Jan 2015, 18:00
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.