ma1kaიძულებულს მხდით ციფცის და ხუტას ნამოქმედარის სურათები დამადებინოთ.
დაფხრიწეს ყველაფერი.
მატრასი თივის ბულულს დაგვიმსგავსეს, ავეჯი ჩასაბარებელი გამიხადეს.
ჩემები "მაწანწალები" არიან.
ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, უსაფრთხოა მათი ღამით გარეთ გაშვება.
ხუტა კაი ტიპია, ჩვენ რომ ვიტყვით, დარბაისელია რა.
აი ციფცი არის რაღაც სასწაული.
ტყესთან ახლოს ვართ, სისხამ დილით ჩიტები შემოდიან ეზოს ბუჩქებზე, ეს კიდევ გაქანებული იჭერს და სახლში შემოაქვს.
მიგუდავს და მერე აპროწიალებს ხალიჩაზე, ითამაშებს ცოტა ხანი, მერე ხუტას მიუგდებს გასართობად.
მოვალთ სახლში და მოფენილია სახლი მკვდარი ჩიტებით და ბუმბულით.
ნამეტანი შემაწუხეს.
შუაღამისას მაღვიძებენ.
არადა რა ვქნა?
ციფცი პატარა კნუტი გავზარდე, ეს წრიპა შვილმა მომიყვანა, ქუჩაში ვიპოვე სალუტების ღამესო, ხუტა კიდევ თავშესაფარიდან წამოვიყვანეთ.
ისეთი გამხდარი და მშიშარა იყო, მეტი რომ არ შეიძლება.
კაცის ხმაზე კანკალი ეწყებოდა და გარბოდა.
ეტყობა სცემდნენ.
ნელნელა დავაყენეთ სწორ გზაზე.
გავხადეთ პატარა ლომი.
ზოგჯერ ისე მაბრაზებენ, მეთქი წავიყვან ტყეში და ორივეს იქ დავტოვებ, მაგრამ იმის გაფიქრებაც მზარავს, ხუტა "ყუას" რომ დაიწყებს და ციფცი კიდევ კნავილით აიკლებს იქაურობას.
პ.ს. მაგრა დავუმუღამე კატებს, მაგარი არსებები არიან.
გადავუღებ სურათებს ხვალ და გაჩვენებთ ორივეს.