ისე კატის დღიურს ვერ დავეთანხმები...
აგერ ბატონო ჩემეული ვერსია...
ვერსია პირველი.
ჩემს მიერ მოშინაურებული მოუხეშავმა კატებმა გაიღვიძეს,
ყოველგვარი გრაციის და ეკონიური მოძრაობის გარეშე წამოემართნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს ჩემთვის საჭმლის გამოღება..
თვითონ რაღაც მცენარეული მიირთვეს, მოვეფრე საწყლებს, მათაც არ დაიშურეს ჩემთვის მოფერება..
ამის შემდეგ ეზოში გავედი სანდიროდ, ამ ხორცის ნაკლებობით დატანჯული ჩემი მოუხეშავი ოჯახისთვის დამატებითი საკვები რომ მეშოვა...
პირველი გემრიელი თაგუნია შემომეჭემა, მაგრამ მერე რომ გამახსნედა ჩემი საწყალი მოშიანურებული და მოუხეშავი ოჯახის წევრი, მეორე თაგუნა სახლში წავარბენინე...
არ ჭამა საწყალმა...
საღამოთი კიდევ ბევრი ვეფერე, მოვურჩინე ატკიებული სახსარი, ჩემთვის კი აქვს ხორცი, მაგრამ თვითონ მეშინია რამე არ მოუვიდეს...

ვერსია მეორე.
რაც ჩვენ კატები ახლად წარმოშობილი ცივილიზაციის დასაკვირვებლად დედამიწაზე გადმოვსახლდით(იხილეთ ნოეს სია, იქ კატები არ არის...

)
ეს მისია სულ უფრო რთული და სახიფათო მეჩვენება.. ცივილიზაციათა კონგრესს ჩვენი ანუ კატების მოხსენებების სიმრავლის მიუხედავად ჯერ ვერ გადაუწყვეტია ჰუმანიზმისკენ იხრება კაცობრიობა თუ აგრესიულია, კატების ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია ადამიანებით, მეორე კი ძალიან სკეპტიკურად უყურებთ. გაუგებარია ტექნოლოგიური განვითარებისას კაცობრიობა რატომ ვარდება შიგა და შიგ ჩიხში? რატომ ვერ აკეთებს ისეთ მარტივ მოწყობილობას როგორც ტელეპორტია, ან რატომ ვერ მიმხვდარა ელექტრომაგნტური სპექტრის რომელ სიხშირეს იყენებს მთელი გალაკტიკა, ან რას ჩაეჭიდა ამ სამგანზომილებიან რეალობას და ვერ აღიქვმას მულტივერსულ წყობას?
მე ერთ ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია მერგო, გამომგონებელს ვაკვირდები,
მეძახის ვგონებ, ტელეპატიური კავშირი უკვე გვაქვს და ამიტომ მშობლიური პლანეტიდან სასწრაფოდ ვტელეპორტირდები მის გარდერობში და იქიდან გამოვდივარ მთქნარებ ზმორებით, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წუთის წინ ამ გარდერობში შეიხედა და შიგ არ ვიყავი, ეხლა მაინც იჯერებს იმას, რომ უბრალოდ ვერ შემამჩნია და ჩემს ასე ვთქვათ საოცარ გამოჩენას საკუთარ უყურადღებობას აბრალებს, აბა საკუთარ თავზე ჭკვიანად და განვითარებულად ხომ არ მაღიარებს...

საჭმელი და წყალი დამისხა და გავიდა....
ჭამის შემდეგ წყლის პეშვით დალევა დავიწყე... მაინც გასული იყო...
მოულოდნელად შემობრუნდა, უხ ეს შემოქმედი ხალხი არასოდეს იქცევიან პროგრამულად და წამისწრო ამ ჩემს პეშვით სმაზე..
ვგონებ სახეზეც დამეტყო, რომ არ მინდოდა წაესწროთ...
ეხლა კი მართლა გახალისდა.. ის გარდერობი თუ მოიყრუა ამ პეშვით სმაზე მართლა მხიარული რეაქცია ჰქონდა..
ხოდა მომიწია გამეგრძელებინა პეშვით სმა და ამის შემდეგ სულ ასე ვაგრძელებ...
მე კატების იმ ფრთას ვეკუთვნი, რომელიც დედამიწიელების გალაკტიკის ხალხთა კონგრესში მიღებას ლობირებს..
ამის მოწინააღმდეგე ბევრია ეგრეთ წოდებულ ქუჩის კატებში... და ამ ჩემი შეხედულებებისთვის თვალი მომთხრა ზეტ13-მა...
(ადამიანებს კი ჰგონიათ დედლებისთვის ვჩხუბობთ...

)
დღეს სახლში ვბრუნდები...ეს ანტი დედამიწიელი კატები ლობისტებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მათი ქცევა უნდა დავარეპორტო კონგრესის სხდომაზე...
მეცოდება ჩემი დაკვირვების ობიექტი უჩემოდ, მაგრამ ახლაგზრდა და პერსპექტიულ ჩემს ვაჟიშვილს ვუტოვებ კონტაქტად....
ლაბორატორიის დამკვირვებელს ცალკე გამოვუგზავნი...
ბუძ1
This post has been edited by sulo on 6 May 2015, 23:26