Mrs.aravinმე სხვა ჯიშები მყავს, სამონადირეო ძღლების გამოფენები ცალკე იმართება, ეგ ვისგანაც იყიდე, წესით იმან უნდა დაგაკვალიანოს.
გლდანში ტარება თუ არ იქნება პრობლემა, მანდ შემიძ₾ია კარგი ვეტერინარი გირჩიო, ჩვენ მანდ გვყავს, ძლიან კარგია!
ხილს და ბოსტნეულს მე როცა ვჭამ ან ჩემი ქმარი, ერთი ნაჭერი მე, ერთი - შენ - ამ პრინციპით ერთად ვჭამთ-ხოლმე
ერთერთს ჩემსას მწვანილიც კი ისე უყვარს, რომ ვარჩევ მწვანილს, მომისკუპდება ხოლმე იქ და ვაძლევ რამდენიმე ღერს
ცანცარს შეეგუე, თითქოს პატარა ბავშვი გყავს სახლში, ცელქობენ ხოლმე...
ზრდასრულ ჭკვიან და ნიჭიერ ძაღლს ითვლება, რომ 3-5 წლის ბავშის ინტელექტი აქვს,
ამიტომ ისე უნდა მიუდგე,როგორც ბავშვს...
ვერც მარტო დატოვებ დიდი ხნით და ვერც ენდობი, რომ რამე სისულელეს არ გააკეთებს.
ხშირად ელაპარაკე, სიტყვებს იმახსოვრებენ, თნაც აზრიანად <3
რასაც აჭმევ ან გაუკეთებ ან გააკეთებინებ, ყველა სიტყვა გაუმეორე-ხოლმე...
სათამაშოები არ გამოულიო, თორემ სკამებს და მაგიდებს დაღრღნის,
განსაკუთრებით მოსწონთ ძველი, ნამდვილი ტყავის ფეხსაცმელი,
თოკით თუ ჩამოუკიდებ რამეზე, რომ იქანაოს, კარგად ერთობიან ხოლმე.
გაუფრთხილდი, დენის მავთულებს, კაბელებს, ტელევიზორის, მაცივრის, კომპის,
ღეჭვა იციან და აუცილებლად მკაცრად დასაჯე მაგის გამო, რომ აღარასდროს მიეკაროს,
რადგან დიდი შანსია რომ დენმა დაარტყას.
ეგ ყველაფერი ზემოთ უნდა ასწიო, რომ ვერ მისწვდეს.
ასევე, სანამ კბილებს არ მოიცვლის, დაბლა რაც მელაგა ყველაფერი კარადების თავზე მქონდა შემოლაგებული,
ფეხსაცმელიდან დაწყებული ნაგვის ურნით დამთვრებული.
ასევე ვანა-ტუალეტში არ შეგეპარის და საყოფაცხოვრებო ქიმია არ დაგიღეჭოს...ეგენიც ზემოთ ან კარადაში გადამალე...
ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებით გიყვები, რაც ჩემს ლეკვებს გაუკეთებიათ
თუ რამე გამახსენდება, ან რამე დაგაინტერესებს დაგიწერ...ხო იცი, არ დამეზარება

ხო, სანამ ყველა აცრა არ გაუკეთდება, არავითრ შემთხვევაშ გარეთ არ გაიყვანო, ძლიან არის მოდებული ენტერიტი და შეიძლება ვერ გადაიტანოს...
ხო, კიდევ, ძლიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენჯერაც დაუძახებ და შენთნ მოვა, იმდენჯერ უნდა მოეფერო და დააჯილდოვო!
ანუ პატრონთნ მისვლა უნდა ასოცირდებოდეს კარგთნ - მოფერებასთნ და გემრიელობასთნ.
არასოდეს არ დაუძხო და რომ მოვა არ დასაჯო!
პატრონთნ მოსვლა ძლიან მნიშვნელოვანია მერე, გარეთ გაყვანას რომ დაიწყებ და რომ გაიზრდება.
საერთოდ, მაგის საჭმელის მარცვლები სულ მუდამ ჯიბეში უნდა გქონდეს და დააწესე - მოვიდა შენთნ, მოეფერე, აჭამე.
სოფელში გაშვებულები გვყავს თვისუფლად და როგორც კი დავიძახებ, გადაიწყობენ ყურებს და მორბიან ჩემსკენ,
მეზობელ გოგოს შეშურდა, მე შვილები არ მიჯერებენ ასე, ასჯერ რომ დავიძახო, არ მოდიანო,
მე ვუთხარი, აბა, ყველა დაძახებაზე კანფეტი მიეცი, თუ არ მოვლენ-მეთქი
ხო,კიდევ, კანფეტზე გამახსენდა, არავითარ შემთხვევაში არ მისცე ტკბილი, კანფეტი ან შოკოლადი.
მაქსიმუმ ბუბლიკი ან პეჩენია, მაგაზე ტკბილი არაფერი...
This post has been edited by nia4u on 26 Mar 2018, 15:15