ჯერ იმას ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მძიმეა ძაღლი, მით უფრო მაგარია.
მით უფრო, როცა ეს ძაღლი კორპუსში ჰყავთ.
მეორე, ძაღლის ყველა ჯიშისთვის, მათ შორის კანე კორსოსთვისაც არსებობს სტანდარტი, სადაც წერია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ძაღლი.
სწორედ ამ სტანდარტში წერია, რომ ძუ კანე კორსო მაქსიმუმ 45 კგ. შეიძლება იყო.
სტანდარტის სხვა მაჩვენებლებს რომ თავი დავანებოთ.
ის რომ დედაც და მამაც კანე კორსო ჰყავდა, არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლი გასამრავლებლად გამოდგება.
P.S. 3 ძაღლი მყავს და აქედან 2 მეტისია. იმისთვის რომ ძაღლი მიყვარდეს, ჩემთვის ჯიშს და სტანდარტს მნიშვნელობა არ აქვს.
მაგრამ გამრავლებით არც ერთს არ ვამრავლებ.