თვენახევრისაა ჩემი და ეს ვინ ყოფილა!!
ძალიან პატარა იყო, რომ მოვიყვანეთ 1 თვისაც არ იყო. სულ ეძინა და გვეგონა მუდო იქნებოდა. ახლა იმ დროს შევნატრით!
მსგავსი ჯიუტი, თავისნათქვამა, უკადრისა ძაღლი არასოდეს მყოლია.
გაბრაზებას უკადრისობს. ყეფას და ყმუილს იწყებს და მერე მაინც თავისას აკეთებს. არადა თავიდანვე საკმაოდ მკაცრად მივუდექით და არ ვაძლევდით იმის უფლებას, რაც მოზრდილობაში შეგვაწუხებდა.
თუ თამაშის ხასიათზეა, არ არსებობს სხვა რამის გაკეთების საშუალება მოგცეს. მას უნდა მიაქციო ყურადღება. და თუ არ არის თამაშის ხასიათზე, ზედაც არ შემოგხედავს. საჭმელზეც კი არ მოვა, რომ დაუძახებ. ცოტა ხანში ვითომ სრულიად შემთხვევით გამოისეირნებს ჯამისკენ და შეჭამს. თუმცა არამცდაარამც როცა ეძახი.
კბენა ხომ საერთოდ ნუ იტყვი. კოჭები დაკაწრული გვაქვს ყველას. თან რომ ჩაგავლებს, აღარც გიშვებს თუ პირი არ გაუხსენი.
კი ვიცოდი, რომ ჯიუტი და დამოუკიდებელი იქნებოდა, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი..
This post has been edited by Blank on 3 Mar 2016, 12:46
მიმაგრებული სურათი