მოგესალმებით,
გუშინ შევიძინე ჰასკის ლეკვი, ხვალ ხდება 45 დღის; ჯერ პატრონთან არის, შაბათს მომყავს; მივდივართ საბუთებზე და ნუსხაზე და ვეტერინართან; გაწევრიანებულია კლუბ ბესტ ფრენდში; შეკითხვები მაქვს და დამეხმარეთ
1. კლუბში რატომ უნდა მყავდეს გაწევრიანებული, რას მაძლევს კლუბი?
2. საგვარეულო ნუსხა, პასპორტი და მსგავსი საბუთები რომ წამოვიღო და არსად არ გავაწევრიანო შეიძლება?
3. დაჩიპვა რა არის და რას ემსახურება?
4. 45 დღისა შემიძლია ლეკვების მყარ საკვებზე გადაყვანა ხო? ძუძუზე აღარ არის შერეულ კვებაზეა, დოზირებას ვეტექიმი მეტყვის სავარაუდოდ? ვაპირებ ვაჭამო პრემიუმ საკვები, როიალს ეძახით მგონი
ზოოპარკში რომ არის იმ ვეტერინართან ვაპირებ სიარულს, უმრავლესობამ აქეთ; აცრებზე, ჭამაზე, ჭიაზე, რწყილებზე და კალცებზე დასაკვალინებლად თავიდან და მერე იმედია წელიწადში ერთხელ ცოფზე დამჭირდება

მეყოლება თბილისის ახლოს, კერძო სახლში ძალიან დიდი ეზოთი, რათქმაუნდა აცრების ჩამთავრების მერე აშვებული შემოღობილ ეზოში საშიშია? მეზობლებს ერჩის??
დავარცხნაზე, ხასიათებზე წავიკითხე; უნდა გაიზარდოს 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამიტომ გოგონა ავიყვანეთ
This post has been edited by kristen on 25 Mar 2016, 11:19