ვვარცხნე ვვარცხნე ვერ დავვარცხნე არის ჩემი ძაღლი

მეზობლად ჰყავთ ჰასკი, 1 წლის ხდება მალე, რომ მხედავს ზედ მახტება და რამდენჯერ შავი მცმია და აი 1 ბეწვიც არ დაუტოვებია ჩემზე
დეიზი რო მეხება ვსო მანდ დამთავრდა ყველაფერი
BLACK_SERENADEხშირად არ ვბან, თუ ძაან მიწის სუნი აუვიდა გორაობის მერე, მშრალი შამპუნით ვწმენდ ხოლმე. კანი არსად აქვს მოშიშვლებული, ბეწვიც ბზინავს და სუნიც არ აქვს, უბრალოდ აი ეს ბეწვები ყველგან...
აი ცოტათი მაინც მოიცვალოს ქურქი ჯერ და მერე ავდგები და წავიყვან ანალიზზე ისევ, იქნებ შეუბრუნდა ის ტრიქოფიტოზი თუ რაც არის.
ისე შეიძლება ვინმე სხვა ძაღლს აქვს ვისაც ეთამაშება ხოლმე და ისინი სდებენ, თუ ახლა დაუდგინეს ეგ, უეჭველი ეგ ამბავია და აღარ ვათამაშებ არცერთთან
მულტივიტამინი რომ არის, იმაზე ხო არ ამბობ?
რაღაც დიდი ტაბლეტი რომ არის, ყველა ვიტამინს შეიცავს თუ რაღაც

უნდა ვიკითხო ერთი ეგეც, იქნებ ჭკუის გარდა აკლია კიდევ რამე

-
ისე, ეს ბეწვის ცვენა და თამაში ან ყურადღება რომ უნდა მაშინ თათების რტყმა რომ არა, იდეალური ბავშვი იქნებოდა

ქუჩაში აღარავის უგორდება და ძალიან იშვიათად აფერებინებს ვინმეს თავს, აღარ მექაჩება სიარულისას, ცოტა შეღავათს მიწევს

აშვებით მაინც არ ვუშვებ, არ ვენდობი. მხოლოდ სტადიონზე.
ჭამითაც მოუმატა ცოტა :ხეზე სამჯერ დაკაკუნება:
ეზოდან აღარაფერს ჭამს, თუ სურვილმა სძლია და ძვალი აიღო, ერთი თქმა მჭირდება და დაგდებული აქვს
ადრე 10ივე თითის პირში ჩათხრა მიწევდა რომ წამერთმია და მაინც ვერ ვართმევდი
This post has been edited by MaR1_ShaGraTh on 30 May 2016, 10:24