Pumped up kicksექვემდებარებიან კიი :დ მაგრამ ჯერ შენ უნდა შეუქმნა ისეთი აზრი, რომ სრული თავისუფლება აქვს და ყველაფრის ბატონ-პარტონია, სათხოვარი შენთან არაფერი აქვს.
ანუ ჯერ იწყებ საჭმლით. საჭმელი უნდა ეყაროს მაგის ჯამში სულ და გვერდით წყალი. როცა მოუნდება, მივა და შეჭამს ცოტას.
როცა შენ ჭამ, მოირბენს და ნახავს რას ჭამ. შენ უნდა აჩვენო ეს. თეფშში თუ არ გინდა ჩაგიძვრეს, აიღე პატარა ნაწილი(ჯობია ისეთი, რაც არ მოეწონება მაგ ბოსტნეული, ხილი და ა.შ) და მიუტანე ცხვირთან. სანამ კნუტი იქნება, ყველაფერს შეჭამს და მერე აღარ. მარტო დასუნავს ხოლმე, ისე რომ არც მიადებს ცხვირს. 1-1.5 წელი მაინც ყოველთვის მოვა და დასუნავს და შენც უნდა ასუნებინო, თორემ იფიქრებს, რომ უმალავ და ინანებ მერე :დ
სახლში რომ მოხვალ და რამეს მოიტან, ისიც ანახე. თუ არაფერი მოიტანე, ხელი მიუტანე ცხვირთან.
და თუ ხორცი ან თევზი მოიტანე მაინც მოვა და მოგთხოვს, ამიტომ პატარა ნაჭერი მიეცი ხოლმე ეგრევე შენი ნებით
ამით გადააჩვევ შენი საჭმელების მოტაცებას და სამზარეულოს მაგიდაზე ახტომებს.
ტუალეტი უნდა დაუდგა იქ, სადაც არ უდევს თავისი საჭმელი.
მაგრამ მაინც შეიძლება დაეჩვიოს რომელიმე მაგიდაზე ჯდომას და ძილს.
იმიტომ რომ სიმაღლეზე ჯდომა და იქიდან ყურება უყვართ.
შენც უნდა მოაწყო ერთი ადგილი ისე, საიდანაც მეტნაკლემად ჩანს ოთახი მთლიანად, რომ იქ ასვლა და დაძინება შეეძლოს წყნარად, საიდანაც არავინ გააგდებს.
მაგალითად ფანჯრის რაფას მიადგი დივანი ან სავარძელი და იქ იჯდება ხოლმე სულ
ღამე შენთან უნდა ეძინოს
ესენი თუ ექნება, მერე დაემორჩილება აკრძალვებს კონკრეტულ ერთ და ორ ადგილზე, რასაც შენ ამოირჩევ
თუ არ ექნება, ან არ დაგემორჩილება, ან დაითრგუნება და მთელი ცხოვრება გაატარებს მოკუნტული და რამე ბნელ ადგილას შემძვრალი. მარტო მაშინ გამოვა ხოლმე, როცა სახლში მოხვალ და როცა ჭამა მოუნდება
აფრედერიკ_მეხო, მიფიქრია მაგაზე რო სასიყვარულო ზეწოლას ვუხორციელებ