Pumped up kicksჩვენ კი უბრალოს ვიყენებთ, თან ძალიან ცოტას და ხშირად ვცვლით, მაგრამ იქნებ მაგას არ მოეწონოს.
ჭამით კი ცოტას ჭამენ. წიფანის დაახლოებით 20 ლარის საკვები ჰყოფნის (+ ხორცი და თევზი ცოტ-ცოტა). მამრები უფრო მეტს ჭამენ. თავიდან კნუტის საკვები უნდა უყიდოთ. წლამდე კნუტად ითვლება. ნუ, წიფანის დიდად არ მოსწონდა კნუტის საკვები, ამიტომ 7 თვიდან დიდისას მიირთმევს.
ჟელეებზე გიჟდებიანო, გამიგია

ოღონდ წიფანის ძალით თუ აჭმევ, ისე არ ეკარება. ეგეც როიალ ქენინისაა სასურველი, საკმაოდ ძვირი ღირს - 2.70-მდე (ბუნებაში იყიდება). ვისკასი, კისკისი და ძმანი მნისნი, ე.წ. "ჯანქი ფუდში" გადის და არაა რეკომენდირებული. ისე, "შეჯდომა" იციან ჟელეზეო

მერე შეიძლება მშრალი საკვები არ შეგიჭამოს, ძაან თუ არ მოშივდება

აცრებს რაც შეეხება, სამი თვიდან იწყება. უკეთდებათ ორი აცრა. ცოფის და კომპლექსური(იმის გამო რომ სულ სახლში გვყავს, კომპლექსური არ გაგვიკეთებია წიფანისთვის, მაგრამ სასურველია მაინცო). თუ სწორად მახსოვს, 15-15 ლარი ჯდება(მანდაც კლინიკას და წამალს გააჩნია).