Ezhichokძალიან მომწონს ეგ გასიებული თავკომბალა თავის ბარტყებიანად

წუხელ ღამე გავათენე ეზოში სულელი კნუტის გამო

დაძინებას ვაპირებდი და ეზოდან კნუტის განწირული ჩხავილი მომესმა, არ გაჩერდა და არა, თან მე-9 სართულზე ისმოდა ისე, თითქოს ოთახში ჩხაოდა. ნახევარი საათი ვითრიე ფეხი და მერე რას ვიზამდი, ვიფიქრე, რომ მშიერი იყო, აღვიჭურვე ალისას საჭმლით და ჩავედი.
აღმოჩნდა, რომ ეს კნუტი შემძვრალი იყო ვიღაცის მანქანის ქვეშ, ოღონდ შიგ მანქანის რომელიღაც ნაწილში. როგორც მერე გაირკვა, ძრავის დამცავში. ჯერ ვანათე კაი ხანს ტელეფონით, შევძვერი კაი "მატორისტივით" მანქანიშ ქვეშ და ვიკოტრიალე და ბოლოს დავინახე შეშინებული თვალები.
ვერაფრით გმაოვიყვანე, რა არ ვცადე, არადა რეალურად იმ ღრიჭოში თავისუფლად ეტეოდა, რომ მოენდომებინა. როგორც შეძვრა, ისევე. ხელი ვერაფრით ვერ მივაწვდინე, უბრალოდ შანსი არ იყო. მერე საჭმლით ვეცადე გამოყვანა, მაგრამ როგორც კი უკან ვწევდი ჯამს, ეგრევე ანებებდა თავს, არ მოყვებოდა.
უსაქმური მეზობლები ცალკე თემაა, გადმოდგნენ აივნებიდან ღამის 2 საათზე და ჯერ კითხვები დამაყარეს: თქვენი კნუტია? თქვენი მანქანაა?
ყველაფერზე უარყოფითი პასუხი რომ მიიღეს, გაუკვირდათ რა მრჯიდა შუაღამეზე, რატომ დავფორთხავდი მანქანის ქვეშ.
მერე ჭკუის სწავლებები - აქედან მოუარე, ჯოხი შეუჩხიკინე და ა.შ. ბოლოს საათნახევრის მერე ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა როგორც იქნა, მაგრამ მაინც ვერ გამოვიყვანეთ.
მოკლედ უკვე 4 საათი ხდებოდა, რომ ქანცი გამძვრა და ასეთი რაღაც მოვიფიქრე - სახლში ავედი, დავწერე უსტარი მანქანის პატრონისთვის და დავუტოვე წინა შუშაზე გარჭობილი.
დარჩენილი საჭმელი ხვრელის ქვეშ დავუდგი იმ იმედით, რომ მოშივდებოდა და სუნზე გამოძვრებოდა დილას მაინც, როცა გათენდება.
დილას ადრე ისევ ჩავედი, მანქანა ისევ იდგა წერილიანად, მაგრამ კნუტი აღარ იყო, საჭმელიც მოსუფთავებული

დარწმუნებული ვარ, გამოძვრა, იმიტომ რომ მეორე დღეს საიდანღაც ისევ გავიგონე კნავილი