აფრედერიკ_მეაჰა, შენს სტილში

წუხელ გამოვიარე შავი დღე
თუ ღამე
ის თაგვი, რომელიც ქალბატონმა კატომ მოიყვანა სახლში და შემპირდა მე თვითონ მოვუვლი და მყავდესო, თურმე ყოფილა ისევ ცოცხალი და აქ
მთღელი დღე სამზარეულოსთან ყარაულობდა
მერე გადმოინაცვლა ჩემს ოთახში ლოგინთან.
მე კიდევ როგორღაც შევეჩვიე ამ თაგვის არსებობას და უდრტვინველად გავიშოტე ლოგინზე
ბურანში მესმოდა როგორ აფხაკუნებდა კატო
გადავტრიალდი გადმოვტრიალდი გადავტრიალდი გადმოვტრიალდი და ვხედავ თაგვი დახტუნაობს ჩემს ბალიშზე
წამოვხტი, მოვანგრიე საწოლი, დავუძახე კატოს, ჩავრთე ისევ კომპიუტერი და მოვეზადე ღამის გასათენებლად
გაღმოხდა ხანი და ეს წრუწუნა გამოვარდა საწოლის ქვეშიდან
ეტყობა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო
ან თამაში უნდოდა არ ვიცი
პეპლებიც დაფრინავენ ზევით, ეს ქალი მოვა, დაჯდება, მიაშტერდება და ისინიც ჩამოდიან და უჯდებიან ცხვირწინ
მოკლედ, ეცა კატო, დაიჭირა და გაიყვანა ოთახიდან
ამან წრუწუნი დაიწყო
მივხურე კარი და გარედანაც მესმოდა წრუწუნი დიდ ხანს
რანაირად უნდა წავართვა კატოს თაგვი, ან ხელი როგორ მოვკიდო, თორემ გამოვეკიდებოდი, დავიჭერდი და ვისვრიდი ფანჯრიდან
დავიგრუზე, დავწექი დავიძინე
დღეს გავედი და გარეთ დასეირნობდა თაგვი. მე რომ დაინახა, დაიმალა
ანუ არ შეუჭამია ამ ქალბატონს და მართლა მოშინაურებას უპირებს მგონი
მაგრამ ეხლა გამოჩნდა მეორე საშიშროება და ესაა დედაჩემი, რომელიც ხაფანგის დაგებას უპირებს
როგორ გადავარჩინო თაგვი?
Pumped up kicks

აუ მაგაშიც რა სახე აქვს
შესაბამისი

ტალანტი ხარ
This post has been edited by gramatikikina on 4 Aug 2016, 15:48