ძალიან, ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. განსაკუთრებით სტრესული სიტუაციების მიმართ.
ჩემ ფისოს ვუყიდე გადასაყვანი ჩანთა. თავიდდან აღფრთოვანებული იყო, თავისით ძვრებოდა და სასეირნოდ წასვლას ითხოვდა

დამყავდა კიდეც ხანდახან ახლო ტერიტორიაზე რომ გავდიოდი.
მერე რამდენჯერმე ექიმთან მოგვიწია წაყვანა, აცრაზე, სტერილიზაციაზე და ყველაზე საშინელება და მტკივნეული რაც იყო, ყურების მკურნალობაზე.
ნახევარ წელზე მეტი გავიდა და ჩანთის დანახვაზე ისტერიკა ემართება. გუშინ მინდოდა გარეთ გაყვანა და ჩანთას მოვკიდე ხელი თუ არა, კნავილი მორთო და ისე გაიქცა, თვალი ვერ მოვკარი, მარტო კუდმა გამიელვა თვალწინ
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა