ბარსის ყურის წვეტებია სპეციალური, მაგრამ......
მიჭირს ზუსტი პასუხი გაგცეთ, უნდა ჩააწვეთოთ თუ არა ბარსის წვეთები, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევაა აღწერილი სიკვდილიანობის. მიზეზია ის, რომ ყველა ეს ყურის წვეტები, რომელიც იხმარება ყურის ტკიპის წინააღმდეგ, არის ინსექტოაკარიციდი(შხამი) და დაფის აპკიდან შეიწოვებიან სისხლში და ხშირია მოწამვლები და სიკვდილიანობაც.
მაგალითად, ნახეთ ამ საიტზე
ოტოფრენოლონი ოტოფრენოლონით(ერთ-ერთი ყურის წვეთებია) მოწამვლის და სიკვდილის რამდენი შემთხვევაა აღწერილი.
ასევე აქაც ანიტრაზინით მოწამვლებზეა საუბარი:
http://www.812vet.com/posts/otravleniya/ot...y-lechenie.html . ამ ამიტრაზინს ბევრი წვეტები შეიცავენ. ბარსზეც მქონდა შენახული და ვერ მივაგენი.
წვეტები ბევრია, მაგრამ ყველა ინსექტოაკარიციდს შეიცავს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა, მიიყვანეთ გამოცდილ ვეტექიმთან, წინასწარ პერეკისით ამოწმინდოს სიბინძურე, და შემდეგ ამ წამალში დასველებული ბამბით ამოწმინდოს ყური და შემდეგ ჩააწვეთოს არამაქსიმალური დოზა. თუ უწერია ინსტრუქციაში 3-დან 6 წვეთამდეო, ჩააწვეთებინეთ 3 და არა 6 წვეთი. მაგალითად, ბარსს უწერია კატაზე 3 წვეთი თითო ყურშიო.
ამას გარდა, არის აეროზოლები, რომლებიც უფრო უსაფრთხოა და ვეტექიმს ექნება.
ბარსზეც ბევრი წერია მოწამვლის შემტხვევები, თანაც ბარსი ფოსფორორგანული ნაერთია და მისით მოწამვლა ძნელად გადაიტანება.
მოკლედ, სარისკო საქმეა და ყველაფერი ექიმის სიფრტხილეზე და სწორ დოზირებაზეა დამოკიდებული.
თუ ყური გააპარტყუნა და ეს შხამი ბეწვზე დაესხა და მერე აიტლიკა, ამანაც შეიძლება მოწამლოს.
გირჩევთ პაატა ჩხეიძეს დაურეკეთ, კარგი ვეტექიმია ან აგრარულში დარეკეთ. ნაკითხი ადამიანი გინდათ და არა ვინც წამლებში კარგად ვერ ერკვევა, არ ესმის მათ შორის განსხვავება და ნებისმიერს აწვეთებს, თან დოზირებას არ იცავს.
პაატა ჩხეიძე:
კლინიკის ტელ: 222-47- 96, სამუშაო საათები: 10.00-19.00
ბინის ტელ: 276-44-27, 276-35-81
მობილური: 577-47-62-97
აგრარულის ეზოში ვეტკლინიკა:
555-27-55-07 მარიამ ჩხიკვიშვილი მთავარი ვეტერინარი
579-33-44,55 სერგო ოსიპოვი
571-78-38-78 ლილი მეჯლემიანი
P.S. მე გირჩევთ რუსული არ იყიდოთ, უფრო ევროპული ხარისხის აიღეთ!