gramatikikinaეგ არის დიპილიდიოზი. ჭიაა ასეთი და ძალიან ხშირია კატებში რადგან ამ ჭიის კვერცხი რწყილს გადააქვს. ეგ თეთრი პატარები, ბრინჯის მარცვლებივით არის მატლი. ანუ ეს ჭია მუცელში რომ იზრდება იწყვეტს ბოლოებს მაგ ბრინჯის მარცვლების სახით.
ადამიანზე თითქმის არ გადადის, თუ ის დაავადებული რწყილი არ გადაყლაპე.
დიპილიდიოზს შველის დრონტალი. პრაზიკვანტელის შემცველია დრონტალი და კონკრეტულატ პრაზიკვანტელი კლავს დიპილიდიოზს.
დრონტალი ასვი ყოველ სამ თვეში ერთხელ და სულ გაქრება ყველანაირი ჭია. რწილი რომც ჰყავდეს, ვეღარ აიკიდებს ჭიებს
* * *
scorpion2005მე მყავს რუსული ცისფერი, ოღონდ გრძელბეწვიანი.
მდედრი 3 წლისაა და უკვე დამჯდარი წყნარი ხასიათი აქვს. ცხოვრებაში არავის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს, არც ბავშვების მიმართ. თუ ხვდება რომ ბავშვები ერჩიან გადის საერთოდ ოთახიდან და ემალება , იმათ არაფერს დაუშავებს.
მეორე მყავს კნუტი, სამი თვის და ჯერ ცანცარა ხასიათი აქვს. კბენა და კაწვრა რა არის არ იცის ოღონდ

)) ამოვა, ჩამიხტება კალთაში, ამომაცოცდება კისრამდე და იქ დაიწყებს ხოლმე კრუტუნს და გლასუნს. უმაგრესი ვინმეა.
მოკლედ რუსული ცისფერბეწვიანები კაი ტიპები არიან.
This post has been edited by xatatula on 9 Mar 2016, 14:58