თან მე სახლში რატომღაც კარგად ვერ ვხედავ ამ ბეწვებს და გარეთ რომ გავდივარ, თან დავდივარ, თან ვიძრობ, რასაც ვწვდები
ორი დღის წინ საოცარი ამბავი გადაგვხდა
კნუტის ხმა გვესმოდა მე და კატოს. გავედი ვიყურები, არ არის. შემოვედი, კნავის. გავედი, დავჯექი აივანზე, სიგარეტს ვეწევი, ისევ ჩავედი კიბეებზე, იქნებ დავინახო და უცბად უჟასის კინოსავით ზემოთ რომ ამოვდივარ არ ვხედავ საფეხურზე წიწილასავით კნუტს?
გადავირიე, ძალიან პატარა იყო, თავისით ვერ ამოვიდოდა კიბეებზე, ნუთუ მეთქი ვინმემ მომიგდო პირდაპირ სახლის კართან? თავი გამიცხელდა
ან ნუთუ გარეთ კატას რომ ვაჭმევ, იმან მომიგდო თავისი ერთი ცალი კნუტი? სახლი თურმე იცოდა?
ზუსტად კატოსავით თვალები წირპლებით დაფარული და ტალახში ამოსვრილი იყო
აქ მოწმენდილი აქვს სახე

კატო ხო გაშტერდა საერთოდ. მოშორებით იდგა და უყურებდა
გადავწყვიტე, რომ მივივარ აფთიაქში, ვყიდულობ ჰუმანას და პიპეტკას. სხვას ვერაფერს შეჭამს. ჩავსვი ყუთში, დაიძინა
ამ დროს ჩემი ძმა მოვიდა, თავზარი დაეცა, მამაჩემი გამოვიდა, დედაჩემი გამოვიდა, ყველას დაეცა თავზარი და დავიწყეთ ჯვარედინი ჩხუბი
ანუ ნებისმიერი ერთი დანარჩენ მინიმუ ორს ეჩხუბებოდა სხვადასხვა თემაზე. ეს კატო კიდე დგას და ტრიალებს, ხან ერთს შეხედავს, ხან მეორეს, ეგეთი არაფერი უნახია. ბოლოს მამაჩემი თავისი ოთახის კარს იჯახუნებდა და ამან შეასწრო, შეყვა ოთახში
ეხლა დედაჩემს მოუნდა ბოლომდე "გამიიასნოს", რო ამასაც ვერ დავტოვებ სახლში. მიტრაკებს. გაიყვანე, იქ დასვი, აქ დასვი. მე ვეუბნები, ქალო მოიცა მერე ვიზამ, გავაჩუქებ, ბლა ბლა, ის ისტერიკაშია და ა.შ. ბოლოს როგორც იქნა ვთქვი, არ გავიყვან არსად, ჯერ გაშრეს, ვაჭმევ და მერე მოვიფიქრებ რას ვუზამ მეთქი, გავედი გარეთ მოსაწევად
და ვხედავ, კატა არის ამოსული და სუნავს კიბეებს

ანუ დედამისი
ავიღე ეს კნუტი, დავსვი ეზოში ჯემპრზე
და არ ისკუპა უცბად და აირბინა კიბეებზე?

და დაჯდა ისევ ჩვენთან
კი მომეჩვენა მანამდე, ხელში რომ ავიყვანე, კატოზე უფრო დიდი, კატო ხელისგულზე მეტეოდა, როცა ვიპოვე, მაგრამ ამას ისე ჰქონდა თავი მომკვდარუნებული, ვერ ვიფიქრე, რომ დიდი იყო
მოკლედ ესე უშოლ კნუწიკ
მაგრამ ეხლა კატოს ვეღარ ვუყურებ თვალებში. დარწმუნებული ვიყავი ვიღაცამ დააგდო ქუჩაში და შეიძლება გვერდით მეზობლის კატამ გააჩინა და მე მოვპარე, როცა სასეირნოდ იყო გამოშული