გაბერილი აღარ იყო,როგორც დავწერე,უკანა ტანი,კუდი თათები დასვრილი და შემხმარი
ჰქონდა,თან,საშინელი სუნი ჰქონდა.შემეცოდა,ხელთათმანები ჩავიცვი,ავიყვანე და ტანის უკანა
ნაწილი დავბანე თბილი წყლითა და საპნით,მიძალიანდებოდა,ალბათ,სტკიოდა.
მოკლედ დავბანე,,შეძლებისდაგვარად გავასუფთავე და გავუშვი.მერე საჭმელიც ჭამა.
ავდექი და ისე ვკვებე ეს დღეები,რძე,ბულიონი,ქათმის ფილე + სპეცსაჭმელი!
ჰოდა,ეს დღეები მეტამორფოზა მოხდა,ისევ ისეთი ლამაზი ფისო გახდა,როგორიც იყო.
თვითონ მოირჩინა გაუბედურებული კუდი და უკანა ნაწილი.
ერთს, რასაც ვამჩნევ,სულ თან დამყვება,მიკნავის,თითქოს რაღაცას მეუბნება,კარებზე
მიფხაჭუნებს,რომ შემოვუშვებ,სადაც დავჯდები,მოვა და კალთაში მიჯდება,მეხუტება,
არ მშორდება.ალბათ,გადატანილი სტრესის ბრალია,არა?
რაც შეეხება კნუტებს,მე მგონი,ან მკვდრად შობა,ან ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა.
ასეთი რამ ხდება ცხოველებში? კნუტები რომ ჰყოლოდა,არ მოშორდებოდა,ხო?
რა ვიცი,მგონია,რომ პატარა იყო ჯერ დედობისთვის,მოუმწიფებელი.
უი,რამდენი დავწერე!