მეგობარმა მთხოვა, კაცურად ფორუმზე დადე ეს ვიდეო...
პალიწიკაში თემას ვერ ვხსნი, თემა კი საკმაოდ "პოლიტიკურია".
https://youtu.be/hRmBtFSmQR8მოკლე შინაარსს მოგიყვებით:
ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი, გაგანია სიცხე, ხეზე ასული კივის პატარა კნუტი.
ხესთან კაი ბლომად ხალხია შეკრებილი, ძირითადად ბებია-ბაბოები, აქაოდა საწყალი, უკვე ორი დღეა მასე ზის და ტირის,
ვერ ჩამოდის ხიდან.
კაი ოხერი ხეა, გავხედე, ქვემოთკენ ერთი ტოტიც კი არ არის ხელი რომ მოკიდო და აზიდო თავი...
იქიდან კიდე ხალხი იწევს, გამიშვი-გამატარე, უნდა ავიდეთ.
ვაჩერებ ხალხს, ემანდ იქიდან ვინმე რომ ჩამოვარდეს (განსაკუთრებით ასაკოვანი) ასი წელი ვერც ერთი დოხტურ-ხირურგი ვერ ააწყობს.
ვრეკავ ცხოველთა მონიტორინგში. იგიქიდან გოგონას ნარნარა ხმა მეობნება: გენაცვალეო, მაშველებში დარეკე, ხეზე ასული კატები ჩვენ არ გვეხებაო.
ვრეკავ მაშველებში - იქიდან ისეთივე ხმა უბნობს, მონიტორინგში დარეკეთო, კატები კი არა ადამიანს ვერ ჩამოვიყვანთ რომ გვინდოდეს ძალიანო.
ასე ტელეფონნი კრუგზე მატარეს კაი ხანი, ბოლოს ის გაირკვა რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საკმარისი სიგრძის კიბე არ ჰქონია არსენალში და მიტომ ვერ მოდის გამოძახებაზე, მაშველ-პაჟარნიკები კიდე კიბეს ჟოშკობენ და არ ითხოვინებიან
იტოგში, რაც ვიდეოს ბოლოში ჩანს ის მოხდა, ორი უძვირფასესი, უკეთილშობილები და ამაგიანი კაცი აცოცდა იმ ხეზე და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოხსნეს პაწუნტელა მკნავანა არსება.
კნუტზე ნუ იდარდებთ, ერთ გულისხმიერ ქალბატონს მიებარა რომელიც ამ უბანში კატებს უვლის და მთელი გზა გვგულშემატკივრობდა.
ჩემი თხოვნა იქნება, აქა ფორუმზე იძახიანი ჰარი-ჰარ ვაჟნი ხალხიც შემოდის (იუზერი იუნკერი ნა პრიმერ და კიდე ჩინოვნიკები), ვისაც ხელ-ეწაფება ერთი კაი უსტარი სტყორცნოს ტფილისის მერიის ნაზირ-ბეგებს და, გეხვეწები-თქვა, ერთი კაი გრძელი კიბე უყიდეთ ცხოველთა მემონიტორნგეიებს, თორე აგერ ა - სანამ ვინმე კისერს არ მოიტეხს ხიდან ხეზე ხტომაში არაფერი შეიცვლება.
This post has been edited by Bertie Wooster on 31 Aug 2017, 15:59
Jeeves: Travel is highly educational, Sir.
Bertie: I cannot do with any more education, Jeeves. I was full up years ago!