ისევ მოუგვარებელი (დიდი) მპრობლემა.
მახსოვს, ლაგოდეხის ნაკრძალის ბრაკონიერებზე ვთქვი ერთხელ რაღაც აქ და აMIთ დიდი ვნებათღელვა გამოვიწვიე.
ა ბატონო, გაგრძელება

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„4 წლის წინ ლაგოდეხის გამგებლობის სურვილი 126-მა ადამიანმა ოფიციალურად დააფიქსირა. ანუ, მუნიციპალიტეტში 126 კაცი მზად იყო ეზრუნა ლაგოდეხზე...
ამ წუთებში ლაგოდეხში ჭიაურის უნიკალურ ტყეს ისევ უკანონოდ ჩეხავს მიმდებარე სოფლების მკვიდრი ბრაკონიერობა. შემოსევას ვეღარ უმკლავდება ვერც პოლიცია და ვერც გარემოს დაცვის სამინისტრო. უბრალოდ რესურსები არაა საკმარისი. ბრაკონიერების ურდოებს კი უკვე აღარ ეშინიათ არც პოლიციის, არც „გედების" და მითუმეტეს არც სასამართლოსი, რომელმაც წესით სამაგალითოდ უნდა დასაჯოს რეციდივისტები. ადგილობრივ ხელისუფლებას ბრაკონიერები საერთოდ ვერ ამჩნევენ.
...ხოდა ლაგოდეხის გამგებლობის ის 126 კანდიდატი მართლა მუნიციპალიტეტზე მზრუნველი რომ ყოფილიყო, სამოქალაქო აქტიურობით მაინც წინ აღუდგებოდა უნიკალურო ტყეების განადგურებას. ეს ტყეები საჭიროა არა მხოლოდ სუფთა ჰაერის და ფრინველთა მიგრაციისთვის, არამედ იმ მიკროკლიმატისთვის, რომლის გარეშე ლაგოდეხში ვაზიც ვერ იხარებს.
ჭიაურის ტყე გამონაკლისი არაა, ტყეების ჩეხვა მიდის მთელს საქართველოში და ამასთან ბრძოლისთვის არ კმარა არც პოლიციის და არც გარემოს ძალები, საჭიროა კანონის გამკაცრება, ადგილობრივი ხელისუფლების განძრევა და ამ ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიის მქონე ნაირნაირი კანდიდატების სამოქალაქო აქტიურობა", - წერს უძილაური.
http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=178&id=1046ცოტა ძველი ინფო კი ყოფილა, მაგრამ არა მგონია რამე შეცვლილიყო ამ კუთხით. თU შეიცვალა 9სასიკეთოდ) და ამაში ვცდები, დიდი სიამოვნებით წავიღებ უკან ჩემს სიტყვებს.
This post has been edited by Lаki on 20 Jul 2017, 16:45
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3