ვა, რამხელა წიწვები ამოყარა...
ეგენი კარგად იზრდებიან. მე მქონდა ასეთი და ნახე ორ წელში როგორი ფუმფულა გახდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჰაერის დამატენიანებელი ვიყიდე. მოგიყვები გურჯისტანულ გამოცდილებას.
მოკლედ, არსებობს რამდენიმე ტიპის დამატენიანებელი: ულტრაბგერითი, ორთქლის, "ჰაერის მრეცხავი" და კიდე რაღაც ტიპის.
ულტრაბგერითი - ღირს ცოტა, თუ უაზრო ფუნციების მქონეს არ შეარჩევ. სჭირდება ყოველდღიური მოვლა, წლის გამოცვლა და თეთრი ძმრით დეზინფექციისთვის დამუშავება. თუ კარგად არ მოუარე, დატენიანბის ნაცვლად ჰაერს დაგიბინძურებს და ბაქტერიებს გაავრცელებს. ამ ტიპის დამატენიანებელს სჭირდება გამოხდილი წყალი. სახლის პირობებში მსგავსის მიღება რთულია, ამიტომ ყიდვა დაგჭრდება. ონკანის წყალს მოყვება მინერალები და სხვა ნივთიერებები. ხოდა, დამატენიანებელი წყალთან ერთად ჰაერში წყალში შემავალ ნივთიერებებსაც აფრქვევს და შედეგად ავეჯზე წარმოიქმნება თეთრი ნადები. ამბობენ შეიძლება ეს ნადები სასუნთ გზებშიც შევიდეს. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით მაინც ჯობია რო გამოხდილი წყალი გამოიყენო და სათანადოდ მოუარო.
ხარჯები: თუ არ აქვს ფილტრები, ეს ხარჯი მოხსნილია. დენს ცოტას მოიხმარს, მარა გამოხდილი წყალი ძვირი ჯდება. დღეში დაახლოებით დაგჭირდება სულ მცირე 5ლ წყალი (ჩემი გათვლებით). ერთი ლიტრი ღირს 65 თეთრი. 5 ლიტრი დღეში გამოდის 3.25 ლარი, თვეში - 97.5 ლარი. ძვირი გამოდის, რადგან დიდად ვერ ცვლის ჰაერის ტენიანობას და უფრო ლოკალურად, ორი მეტრის რადიუსში კარგად ატენიანებს და დანარჩენ სივრცეში - ნაკლებად.
ორთქლის - ბაქტერიებს კლავს და ამ მხრივ საშიში არ არის, თუმცა ზაფხულში ცუდია იმიტომ, რომ ცხელ ორთქლს უშვებს. არაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში თუ სახლში გყავს პატარები ან შინაური ცხოვლებე (შესაძლო დამწვრობის პონტში). ბევრ ელ. ენერგიას მოიხმარს და ამ მხრივ გაგყიდის.
"ჰაერის მრეცხავები" - როგორც გავარკვიე, ყველაზე კარგი ამ ტიპის დამატენიანებლები ყოფილა. ჰაერს ბუნებრივად ატენიანებს (60% მეტად არ აწევს) და ამავდროულად ჰაერს წვრილი/მსხვილი ნაგვისგან წმენდს. მეორე ფუნქციის გადასარეავად მუშაობის დიდად არ მჯერა, თუმცა ამბობენ რო დატენიანება ნამდვილად კარგად და თანაბრად გამოსდის. დენს ცოტას წვავს, და როგორც ვიცი, სპეციალური წყალი არ სჭირდება.
ამ ტიპის დამატენიანებლები სხვებთან შედარებით ძვირი ღირს.
მე აქ ვიყიდე 2 ულტრაბგერითი დამატენიანებელი. უკმაყოფილო ვარ. იმის ილუზია არ მექნებოდა, რომ 145 ლარად კარგი ხარისხის იქნებოდა, თუმცა... მოკლედ, როცა აპარატბს დავაკვირდი, რაღაც ხმარების ნიშნები ქონდათ. სადღაც გაცვეთილი, შიგნით რაღაც მოტეხილი. მანამ კურიერს გამოატანეს, შეამოწმეს და ყუთში სულ წყალი იყო ჩასხმული. ტეხავს ეგეთი რამეები. მეორედ მაგათთან ხო აღარაფერს იყიდი?... ეჭვი მაქ, დახლზე რაც ედოთ, ის გამოატანეს.
მითხრეს ერთი 3 ლიტრიანი არის და მეორე 2.5. არადა გაცილებით ნაკლები წყალი ეტევა ორივეში. ჩართვამდე ვერ დავამუშავე თეთრი ძმრით, ხოდა რამდენიმე საათში დამეწყო ცემინება და გავთიშე. ეხლა შენახული მაქვს. მერე თეთრ ძმარს რო ვიყიდი, მაგით დავამუშავებ და ვნახოთ რა იქნება. ისე, სამომავლოდ ჰაერის მრეცხავის ყიდვა მინდა. რაც დავსერჩე, ორ ბრენდ აქებენ: Boneco (შვეიცარია) და Venta (გერმანია). ვენტათი უფრო კმაყოფილები არიან.