ფიჭვების დიდი ნაწილი ხელოვნურადაა გაშენებული, თბილისშიც, თბილისის მისადგომებთანაც და ა.შ.
ვინ იყო მიხეილ მურვანიშვილი, რომელმაც ნახევარი საქართველოს ტყეები გააშენა მაგალითად სურამში იმის გამო რომ სურამი არის მეწყერსაშიში ზონა, ქართველმა მეტყევემ მიხეილ მურვანიშვილმა სპეციალურად გამოყვანილი ფიჭვის ჯიშით ხელოვნურად გაანაშენიანა, ასევე იმერეთში, ასევე ბორჯომის ტერიტორიაზე.
მურვანიშვილმა მიიღო ფიჭვის სახეობა რომლის ფესვებიც 5მ რადიუსზე სიგანეზე იზრდება, სიღრმის ნაცვლად, რაც აბსოლიტურად ცვლიდა მეწყერსაშიშ მდგომარეობას დროის განმავლობაში, მას აქვს დაწერილი წიგნი რომელშიც დეტალურად აღწერს რატომ გაკეთდა, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და რისი საშუალებით.
მაგალითად ხელოვნურად გაშენებულ ტყეს გაუკეთეს სანიაღვრე არხები რომელიც მთის ყოველ ფერდობზე რამოდენიმე არხად იწრიტებოდა, მსგავსი დაყოფა საშუალებას აძლევდა წვიმის წყალს გადანაწილების, სათითაოდ, პატარა შენაკადების სახით უერთდებოდნენ ნაწილი ბაიანთხევის ღელეს, ნაწილი სურამულას და ა.შ რაც შემდეგში მოსალოდნელი ნიაღვრების აცილებას უწყობდა ხელს.
ასევე ტყეს სპეციალურად დაუტოვეს საჰაერო ფანჯარა, რაც ტყის შუაგულზე დატოვებული შიშველი მდელოს სახით ახლაცაა ჯერჯერობით შემორჩენილი, იმისათვის რომ ტყემ ისუნთქოს და ხეები არ ჩაიხუთოს, გახმეს, ყველაფერს სჭირდება მზე + ჰაერი.
ასევე გაკეთებული იქნა სახანძრო გზები იმ შემთხვევაში თუ ხანძრის საშიშროება იქნებოდა, სახანძრო მანქანებს რომ მისვლის საშუალება ჰქონოდათ და ადგილზე ხანძრის ლოკალიზაცია მალევე მოეხდინათ.
რაღათქმაუნდა ქართველმა ხალხმა ჯერ სანიაღვრეების მოსპობა დაიწყო, ჯერ სანიაღვრეები მიიერთეს მერე აბა ვის რაში უნდა მის ეზოში ტყიდან ჩასული წვიმის წყალი? რაც რამოდენიმე წლის წინ წყალდიდობებშიც გადაიზარდა და იყო დატბორილი უბნები, ამას ხელი უაზროდ დაპროექტებულმა, შემუშავებულმა ახალმა ბეტონის სანიაღვრეებმაც შეუწყო რაღათქმაუნდა. "საჰაერო ფანჯარა" 2012 წელს იქნა ტყის ფონდიდან გაუგებარი მიზეზებით ამოღებული და იჯარით გაიცა, 2017 წელს კი აუქციონის წესით გასხვისდა.
ტყეს სჭირდება მოვლა, სანიტარუული ჭრა, შეწამვლა, ხეებსაც აქვთ თავისი ვადა, რის შემდეგაც უნდა ხდებოდეს ჩანაცვლება.
2019 წელს 13 მარტს, სურამში ამავე მეტყევის გაშენებული მუხების კაფვა დაიწო სატყეომ, მიზეზად ხეების დაავადება, გახმობა სახელდებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ კაფვა შეჩერდა, ადგილზე აშკარად ჩანდა როგორ იყო მოჭრილი საღი მუხის ხეები. გაკაფვის ადგილზე მალევე მოხდა იფნის პატარა ნერგების დარგვა რომელიც ნელნელა იზრდება.
ავტობანის პროექტის გამო სოფელი ნარვანის მიმდებარედ, "კაკალათხევის" სერზე, რამოდენიმეჯერ გაიკაფა ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარი რასაც ადგილობრივი მოსახლეობა სამწუხაროდ უშედეგოდ აპროტესტებდა.
მოკლედ საქმე იმაშია რომ რაც გვაქვს იმის არც მოვლა ვიცით, არც მოფრთხილება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1924 წელს მიხეილ მურვანიშვილმა დააარსა საბჭოთა კავშირში პირველი თესლის საშრობი ქარხანა. აქ მზადდებოდა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც. მანვე მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში, გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში.
მურვანიშვილთან მეგობრობდნენ საზოგადო მოღვაწეები: იოსებ გრიშაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, არჩილ ჯორჯაძე, აკაკი ფაღავა, მარიჯანი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები. მისი წერილები იბეჭდებოდა ”ივერიის”, ”ცნობის ფურცელის”, ”დროების” და სხვა ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე, წერდა მოთხრობებსაც.
მიხეილ მურვანიშვილიალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საზოგადო მოღვაწეა.
This post has been edited by almaximum on 7 Sep 2020, 05:59