Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#57962124
· 31 May 2021, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სადღაც 100 კვადრატამდე შეხვდა ბოსტანს
da_to
საკმარისია მეტი რათ გინდა ბოსტნისთგის, თან კომპაქტურად ჩარგავ და რაოდენობაშიც არ იქნება ცოტა :)
მე დაახლოებით 300 კვადრატი სულ უქმად მაქვს მიწა, აი არაფერი რომ არ არის ბალახის გარდა (სარეველები ძირითადად :D) მაგის ნახევარი კიდევ ძველი ღობის გასწვრივ ასკილის და კუნელის ბუჩქებს უკავია (ზოგი მოვთხარე და იქვე ყრია ძველ მავთულბადესთან ერთად), მოკლედ მაგარი მოსაწესრიგებელი მაქვს ნაკვეთი :(
This post has been edited by
PAINKILLER
on 31 May 2021, 15:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#57962448
· 31 May 2021, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
კი, ბიო დეპოზიტის ნაცვლად , ვერ ვიშოვე ბიო დეპოზიტი.
დღეს ქავთარაძის გორგიაში შევიარე და ბიუ გროუ ქონდათ , აქ რომ წერდით , ხოდა ვიყიდე მეც , მექნება მომავლისთვის :)(IMG:
https://img.forum.ge/JSiLLijjiJNaj.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#57962544
· 31 May 2021, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(webdesigner93 @ 31 May 2021, 16:34 )
Master_Nick
კი, ბიო დეპოზიტის ნაცვლად , ვერ ვიშოვე ბიო დეპოზიტი.
დღეს ქავთარაძის გორგიაში შევიარე და ბიუ გროუ ქონდათ , აქ რომ წერდით , ხოდა ვიყიდე მეც , მექნება მომავლისთვის :)(IMG:
https://img.forum.ge/JSiLLijjiJNaj.jpg
)
უკვე ყველგან აქვთ ეგ ბიოგროუ, დომინოშიც, გორგიაშიც, ბროკორამაშიც, სამთო ქიმიის წინ აგრო-მაღაზიებშიც და ნიკორაშიც აქვთ მგონი :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aragvi16
Super Member
ჯგუფი: Registered
aragvi16
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 422
წევრი No.: 123946
რეგისტრ.: 21-November 10
#57962565
· 31 May 2021, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Master_Nick @ 27 May 2021, 19:49 )
aragvi16
სოფელში გლეხს სახლში შეშა ვერ მოუტანია, კარგი რა, რას წერ? პარლამენტში მუშაობ?
გლეხს სახლში შეშა რომ ვერ მიუტანია, ეგ რა კავშირშია იმასთან, რაც მე დავწერე, რომ პირადი მოხმარებისთვის ტყეში მაყვლის, შინდის, სოკოს და სხვა მსგავსი პროდუქტების მოკრეფას ნებართვა არ ჭირდება? :) . პარლამენტში არ ვმუშაობ, მაგრამ მაგ სფეროს მეტნაკლებად ვიცნობ. მემგონი ფორუმის ერთერთი დანიშნულება ისიცაა, რომ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და ინფორმაცია გავუზიაროთ. არასწორი ინფორმაცია დაიწერა და განვმარტე, როგორც არის. ეტყობა არ უნდა განმემარტა :user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#57963499
· 31 May 2021, 20:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
სანერგეებში არ მინახია, ან ყურადთება არ მიმიქცევია.
მგონი, საგურამოში როუზ ჰოლს ჰქონდა განცხადება კატალპებზე.
მე უფრო ის პატარები მომწონს, დაბლა დაშვერილი ან განში გასული ტოტებით, სომბრეროს ფორმას რომ იღრებს მერე და მერე - აი, გაზონებზე რომ იყენებენ. რუსთაველზე დგას ბევრი.
webdesigner93
QUOTE
მაგალითად ბარაქის ხეს რომ ეძახიან , ეგ მომწონს და გაიხარებს მსგავს პირობებში ?
ეგ ოთახის მცენარეა და რატომ არ უნდა გაიხაროს.
da_to
QUOTE
გორგიაში მეც ვიყიდე
მოკლდ, ამ დღეებში მთელი ეს თემა გორგიაში ვყოფილვართ შესეული. :D თუმცა მე ამჯერად არაფერი მიყიდია, მხოლოდ ვათვალიერებდი. ხალხს რომ ვხედავდი, სულ ვფიქრობდი, ამ თემიდან ხომ არაა ვინმე-მეთქი. :D
არა რა - ერთი გაცნობითი ხასიათის ღონისთუღვინისძიება აშკარად გვჭირდება თემაში! :D
QUOTE
ამეების კეთება დავიწყე , 2 გავაკეთე კიდევ 4 უნდა დავამატო
საშური საქმე დაგიწყია - უცხოეთში სულ უფრო ფეხს იკიდებს მსგავსი მეთოდი ოჯახურ მეურნეობებში. ბევრად იოლია მოვლაც და თან მიწას შენს ჭკუაზე გაანოყიერებ, ანუ მცენარეს ნოყიერ ნიადაგზე დარგავ.
როგორც ვხვდები, შენ პირდაპირ ტყიდან მოტანილი მიწა ჩაყარე. ეგეც გადასარევია - ცარიელი ნეშომპლაა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია, საბოსტნე მიწა დაამუშავო - გადამწვარი ნაკელი, პერლიტი, მდინარის ქვიშა და ამგვარები დაუმატო, რომ კიდევ უფრო ნოყიერი გახდეს. მიწა შეგიძლია, გაცრა კიდეც, რომ ფხვიერი იყოს და მცენარეს აღმოცენება თუ ფესვის გაზრდა არ გაუჭირდეს.
ამას წინათ ვიღაც ამერიკელი ვიეტნამის ომის მონაწილის ვიდეოს ვუყურე - მასეთ ხის ყუთებში მოჰყავდა გასაყიდი ბოსტნეულიც კი სულ რაღაც 400 კვადრატზე. ოღონდ იმას ინოვაციური მიდგომა ჰქონდა - ყველაფერს თესავდა ახლო-ახლო: რაც უფრო ხშირია, ტენსაც უკეთესად ინარჩუნებს და მცენარეს არც ჭიგოები ჭირდება, ერთმანეთს ამაგრებსო. ოღონდ ის მიწას დათესვამდე ამუშავებდა - ანოყიერებდა ორგანული სასუქებით.
PAINKILLER
QUOTE
300 ლარი დამიფასეს ერთი კამაზი ტყის მიწა
ახლა ამის უფლებასაც არ მისცემენ.
QUOTE
რა უპირატესობაა აქვს მაგ ყუთებში დარგვას, პირდაპირ მიწაში დარგვასთან შედარებით?
რამდენიმე დავუწერე უკვე დათოს - დასამუშავებლადაც იოლია და მერე მოსავლელადაც, მიწა შეგიძლია, გაანოყიერო და თან ბევრად ადვილად, ვიდრე - ღია გრუნტში.
თან, ჩვენთან ეს ჯერ კიდევ ოცნების სფეროა, მაგრამ უცხოეთში კი არა, რუსეთშიც კი მიწას დატესვამდე სპეციალურად ამუშავებენ მავნებლების მოსასპობად. ჩემი ძმა მეუბნებოდა (რუსეთში ცხოვრობს), მარგანცოვკით ამუშავებენო ან მცირე რაოდენობით როცა უნდათ რამე ჭურჭელში დასათესად, ტაშტზე დაყრიან და ცეცხლზე კარგად აცხელებენ - ყველა პარაზიტი კვდება მაგ დროსო.
fermina
QUOTE
კარაქივით იჭრება, ისეთი რბილი მიწაა, ნეშომპალაა ცარიელი.
ეგაა ყველაზე კარგი მიწა - ყუათიანი, ნაყოფიერი...
სოფელში სახლის წინ კარალიოკის ხეები გვიდგას (ადრე დიდი ვაშლიც იყო, მაგრამ გახმა). იმის ქვეშ მიწას რომ მოვბარავ, 2-3 თითის დადებაზე შავი მიწაა - ფხვიერი, კარგი, იმის დაბლა კი წითელი, ლამის აყალო მიწაა. ჩემს ბავშვობაში ის ზედა ფენაც მასეთივე წითელი იწა იყო, მაგრამ მერე ჩამოცვენილმა ფოთლებმა თავისი ჰქნა იმის მიუხედავად, რომ ყოველ შემოდგომაზე ვხვეტავ იქაურობას ფოთლებისგან. თუმცა რაღაც ნაწილიც ხომ რჩება, ერევა ნიადაგს და შეცვალა რეალობა. მართალიამ, ახლა ბალახიც დიდი იზრდება იქ, მაგრამ გავთიბავ, ეგ არაფერი - მტავარია, კარგი მიწაა. რაიმეს დასათესად უკვე იქ ვიღებ მიწას...
webdesigner93
QUOTE
ვერ ვიშოვე ბიო დეპოზიტი.
გელას აქვს დიდუბეში - 60 ლარად 1-ლიტრიანი; ლიტვის წარმოების.
aragvi16
QUOTE
გლეხს სახლში შეშა რომ ვერ მიუტანია, ეგ რა კავშირშია იმასთან, რაც მე დავწერე,
ვერ ხვდები, რა შუაშია? მიდგომაა საქმე, მიდგომა! აქ მანდილოსანიც პოსტავს, თორემ პირდაპირ დავწერდი, რასაც ნიშნავს მსაგვსი კანონი - ალბათ, კი მიხვდები, რა სიტყვის დაწერაც მინდა...
QUOTE
პირადი მოხმარებისთვის ტყეში მაყვლის, შინდის, სოკოს და სხვა მსგავსი პროდუქტების მოკრეფას ნებართვა არ ჭირდება?
ადამიანო, როცა კაცი ამას კრეფს თუნდაც იმიტომ, რომ სახლში პური იყიდოს, ეგ სხვაა და მსხვილი ბიზნესი სხვა - ამის გაგება ასე ძნელია? თუნდაც ჰაყიდოს, რა შავდება ამით - უცხოეთში გააქვს ქვეყნის სიმდიდრე? როცა ამასაც უკრძალავ შენს მოქალაქეს, რომელსაც მინიმალურადაც ვერ უკმაყოფილებ სოციალურ საჭიროებებს, ყელში ხელს უჭერ მას ანუ უვარგისი ხელისუფლება ხარ. ნეტავ, მასე მარდები იმ რაღაცების მოგვარებაში იყვნენ, ხალხის მდგომაეროებას რაც გააუმჯობესებს.
QUOTE
მაგრამ მაგ სფეროს მეტნაკლებად ვიცნობ.
ვითომ? რაღაც მეეჭვება.
* * *
QUOTE
მემგონი ფორუმის ერთერთი დანიშნულება ისიცაა, რომ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და ინფორმაცია გავუზიაროთ. არასწორი ინფორმაცია დაიწერა და განვმარტე, როგორც არის. ეტყობა არ უნდა განმემარტა
გამოცდილებაც საჭიროა, ინფორმაციის გაზიარებაც და განმარტებაც (თუ დასკვნები სწორად გამოგაქვს, აქ მეტს არაფერს ვაკეთებთ), მაგრამ - არა გაპრავება! სინამდვილეში, მაგ გაპრავებასაც სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ მანდილოსანის ხათრით არც მაგ სიტყვას არ დავწერ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57963776
· 31 May 2021, 21:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
კი შევესიეთ ნაძვებს. მე 2 ძირი დავრგე, კეიბაბები. ვნახოთ როგორები გაიზრდებიან :D
aragvi16
გლეხს შეშა პირადი მოხმარებისთვის, გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, ან თუნდაც სახლში კარ ფანჯრების დასამზადებლად სჭირდება, მაგრამ ნებართვის გარეშე წკნელი ვერ გამოაქვს. რა საჭიროა ამაზე ნებართვა?
თუ მაგ სფეროს მეტ ნაკლებად იცნობ, მიაწვდინე ხმა სავარძლებში მოკალათებულ უსაქმურ ბიუროკრატებს, რომ ხალხის პირად საჭიროებებზე მეტი იფიქრონ.
* * *
da_to
მეც არ მივარგა მიწა, მაგიტამაც ვიყენებ ბიოდეპოზიტს. მაგ ხის შეკრულ მართკუთხედებში ბოსტნეულს რომ მორწყავ არ დალპება მალე?
This post has been edited by
Master_Nick
on 31 May 2021, 21:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#57963834
· 31 May 2021, 22:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიწა მეც არაფრად მივარგა )) კი მოვიტანე "კამაზებით" ნაქები შავი მიწა , მაგრამ თუ სასუქებით არ გააჯერე , ყველა მცენარე დაპაუზებულია :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57963931
· 31 May 2021, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
დროთა განმავლობაში ყველანაირი მიწა იფიტება და სასუქის მიცემა აუცილებელი ხდება. მე რასაც დავაკვირდი მორწყვა ასევე ძალიან ეხმარება მცენარეს ზრდაში. რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები რომ ინტენსიური მორწყვა აუცილებელია. დეკორატიულ მცენარეებზე ასეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57964260
· 31 May 2021, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
QUOTE
ერთი-ორი ტომრისთვის წვალება რათ გინდა, გორგიაში იყიდება ყვავილების მიწა, ძვირიც არ ღირს მაინცდამაინც
კი, მაგრამ მიზეზს ვეძებ იქ ასასვლელად, ისეთი საოცარი ადგილია, მსგავსი სილამაზე ცოტა მინახავს, თან ერთგვარი თერაპიაა, თან საქმე, თან ვარჯიში და მოკლედ, სახალისოა. პლუს, გორგია ჩემგან 30 კილომეტრშია, ტყე - 3-ში :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#57964440
· 1 Jun 2021, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
tavadze
კი შევესიეთ ნაძვებს. მე 2 ძირი დავრგე, კეიბაბები.
როგორც მითხრეს, ეგენი ცოტა მოზრდილები იზრდებაო და მაგიტომ არ ვიყიდე - არ მინდა ძალიან დიდი ნაძვები ეზოში.
Master_Nick
QUOTE
გლეხს შეშა პირადი მოხმარებისთვის, გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, ან თუნდაც სახლში კარ ფანჯრების დასამზადებლად სჭირდება, მაგრამ ნებართვის გარეშე წკნელი ვერ გამოაქვს. რა საჭიროა ამაზე ნებართვა?
ლობიოს სარებზე რაც დავწერე, მართლა ისეა, რამე კი არ მომიგონებია - არ გვაძლევენ მაგის უფლებასაც. ეგ ორმაგი დანაშაულია, რადგან ახალგაზრდა ხეს ჭრიო - ეგ იგივეა, ახალგაზრდა კაცი რომ მოკლა ანუ გენოფონდი გაანადგუროო. :facepalm: :facepalm:
სახლში ქათამი, ღორი, საქონელი რომ იყოლიო, იმის ბინის ასაგებად ვერ მოჭრი ხეს ტყეში. სამაგიეროდ, ის ტყე ისე გატყიურდა და ნადირი ისე მომრავლდა, ეზოებში შემოდის - ჯერ მხოლოდ ტურა-მელა, რომელსაც აღარ აფრთხობს არც კაცის ხმა, არც - სინათლე და არაფერი... ტურები სახლის გვერდით- 5-ოდე მეტრში რომ აკივლდნენ შუაღამისას, გამოვუვარდი აივანზე ყვირილით - შენც არ მომიკვდე, ნახევარი წუთი მაინც კიდევ აგრძელებდნენ თავისას. ადრე ნახევარი ეზო სანამ არ გავირბინე - მე ვთქვი, როგორ მიხირებს და არ ჩუმდება, ამას ვინ ვგონივარ-მეთქი, :D მანამ არ გაჩუმდა. ამ დებილებს - პარლამენტარებს და მათ გამპრავებლებს ჰგონიათ, ტყეში თუ არ შეხვალ, უკეთესია - მთავარია, აკონტროლო კანონის შესაბამისად...
QUOTE
მაგ ხის შეკრულ მართკუთხედებში ბოსტნეულს რომ მორწყავ არ დალპება მალე?
ეტყობა, არ ლპება ასე მყისიერად, თორემ მასეთი ყუთები საბოსტნედ ბევრი მინახავს უცხოელთა ვოდეოებიც და უკვე ჩვენთანაც დაიწყეს.
QUOTE
მე რასაც დავაკვირდი მორწყვა ასევე ძალიან ეხმარება მცენარეს ზრდაში. რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები რომ ინტენსიური მორწყვა აუცილებელია. დეკორატიულ მცენარეებზე ასეა.
ყველაფერზე მასეა - მორწყვა აუცილებელია. ცასა და დედამიწას შორის არაა იმხელა სხვაობა, რაც - მორწყულსა და მოურწყავ მცენარეს შორის. თუმცა ნორმას არ უნდა გადააჭარბო - ცხადია.
იმიტომაც ვიკლავ თავს სარწყავი სისტემის გაკეთებაზე, მაგრამ მილები იმდენი მიჯდება... :( თან ეს სანტექნიკის პაჭაპუჭა რამეები იმდენი მიჯდება, ჯერ ვერ მივიცალე მაგისთვის, მაგრამ აუცილებლდ უნდა გავაკეთო - ისე აზრი არა აქვს მუშაობას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#57964442
· 1 Jun 2021, 00:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
ჩემ შემთხვევაში თავიდანვე სასუქები სჭირდებოდა :) მეშინოდა სასუქების გადამეტებით , აზოტით ისე არ გამეჯერებინა მიწა , რომ მცენარეებს დამწვრობა მიეღოთ , მაგრამ როგორც ჩანს თავიდანვე ძალიან ღარიბი იყო მიწა მინერალებისგან. ამიტომაც ახლა ვცდილობ ვაბალანსო პერიოდების მიხედვით სხვადასხვა ელემენტები , აზოტი , ფოსფორი , კალიუმი და ა.შ.
წყალს რაც შეეხება , ბუნებრივია ძალიან ეხმარება ზრდაში , იდეაში წყალშიც არის სხვადასხვა მინარევები , მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ყველგან განსხვავებული წყალი მოდის , ზოგან საერთოდ არც მოდის :( თუ PH არ აქვს წყალს ნორმაზე დარეგულირებული , მაშინ მცენარე ვერ აითვისებს მინერალებს კარგად , სარწყავ სისტემაში სანამ გადის წყალი იქ მაქვს მოწყობილი წყლის დამარბილებლის სისტემა რაც PH-ს დარეგულირებას და ასევე ქლორის გაწმენდას უზრუნველყოფს , რათა წყალი უსაფრთხო და მაქსიმალურად სასარგებლო იყოს მცენარეებისთვის. PH ტესტერით ჩავატარე ექსპერიმენტი და 10 დღის განმავლობაში ყოველ დღე ფაქტობრივად სხვა სიხისტის წყალს ვიღებდი ონკანში , ხოდა რაღაც ხერხით ამას თუ არ დავარეგულირებდი , მცენარეები დიდი სტრესის ქვეშ მეყოლებოდნენ მუდამ ცვალებადი წყლის ხარისხის გამო.
იმდენი რამაა გასათვალისწინებელი ეფექტური მებაღეობისთვის , რომ ვკითხულობ , ვეცნობი და ვსწავლობ , ვოცდები ხოლმე თურმე რამდენ რამეს ვაკეთებდი იქამდე არასწორად :)
* * *
tavadze
ძვირი ჯდება სარწყავი სისტემა , მაგრამ თუ გვინდა შრომა დაფასდეს და ეფექტურები ვიყოთ , სხვა გზა არაა :) საშუალო ზომის ბაღი რომ მორწყა ფიზიკურად შლანგით , მთელი დღე მოუნდები ადამიანი , არადა გამართული სისტემა შენ ნაცვლად იზამს ამას და შენ კიდე სხვა მნიშვნელოვან საქმეს მოაგვარებ პარალელურად. მითუმეტეს ზაფხულში ჩემთან მიწა ძალიან მალე შრება.
This post has been edited by
webdesigner93
on 1 Jun 2021, 01:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13658
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08
#57964933
· 1 Jun 2021, 10:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
არა რა - ერთი გაცნობითი ხასიათის ღონისთუღვინისძიება აშკარად გვჭირდება თემაში!
აუცილებლად, უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს :)
Master_Nick
QUOTE
მაგ ხის შეკრულ მართკუთხედებში ბოსტნეულს რომ მორწყავ არ დალპება მალე?
ვფიქრობ რომ ერთი 5 წელი უნდა გაძლოს , შემდეგ კიდევ თუ მომინდა დავტოვო, გარდენა გავუკეთებ ახალ ფიცარს ან დავშლი საერთოდ :D კაპიტალური ბეტონის სპეციალურად არ გავაკეთე, რომ არ მომინდეს დროთა განმავლობაში მერე მაგას რა დაანგრევს :D
webdesigner93
QUOTE
ძვირი ჯდება სარწყავი სისტემა
კარგი სისტემა ძვირია , შარშან გაზონების სარწყავი რო დავთავლე გარდენას მასალებით 3 ათასამდე გამოდიოდა და ვერ გავაკეთე ... მაგრამ რაღაც დროს მომიწევს გაკეთება, უნდა ვეცადო მეტი ავტომატიზაცია მქონდეს :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57964973
· 1 Jun 2021, 10:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე გიმასპინძლებთ სიამოვნებით ჩემთან, თან რჩევებსაც მივიღებდი პარალელურად :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#57965145
· 1 Jun 2021, 11:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი ახალი კონიკები ჯერ ქოთნებში ჩავრგე , გადარგვას რომ ვაპირებდი და ამოვიღე პირვანდელი ქოთნიდან , არ მომეწონა ფესვთა სისტემა , არ ჰქონდა ბოლომდე განვითარებული , ამიტომ ჯერ ქოთნებში მოვაყოჩაღებ და მერე გაფავიტან ღია გრუნტში :)(IMG:
https://img.forum.ge/JSijjiLLiJNdI.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 863
წევრი No.: 167185
რეგისტრ.: 14-May 13
#57965392
· 1 Jun 2021, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(webdesigner93 @ 1 Jun 2021, 11:53 )
ჩემი ახალი კონიკები ჯერ ქოთნებში ჩავრგე , გადარგვას რომ ვაპირებდი და ამოვიღე პირვანდელი ქოთნიდან , არ მომეწონა ფესვთა სისტემა , არ ჰქონდა ბოლომდე განვითარებული , ამიტომ ჯერ ქოთნებში მოვაყოჩაღებ და მერე გაფავიტან ღია გრუნტში :)(IMG:
https://img.forum.ge/JSijjiLLiJNdI.jpg
)
დომინოში რომ არის კონიკები გავზომე და დიდი კონიკები დაახლოებით ქოთნის გარეშე 54 სანტიმეტრია, გასაგებია, რომ ერთი შემომტანია პოლონეთიდან მაგრამ გორგიაშიც იგივე ზომებია, ღირსს მისვლა 32 ლარიანს ვგულისხმობ
* * *
შეხვედრა და გაცნობა კარგი იდეაა ნამდვილად მე მოხარული ვიქნები!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0896 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.