Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
75
76
[77]
78
79
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80552
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#58714060
· 21 Dec 2021, 16:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თუ გინდა მეორე სახლსაც ააშენებ,
fermina
ხო, მაგ თემაზე მეც დავფიქრებულვარ, 3 შვილი მყავს უკვე....
QUOTE
ხეხილი დგას, უფრო მეტს დარგავ
მე არაფერი არ დამხვდა, ხეხილი კი ჩავყარე მაგრამ ჯერ ვერ ვუვლი სათანადოდ, შარშან ზაფხულის ვაშლს ესხა, წელს ანტონოვკამ პირველად მოისხა ნახევარკილოგრამიანი ვაშლები და სულ მეზობლის ძროხებმა შეჭამეს ყუნწიანად :facepalm:
QUOTE
თუ გინდა აუზს გააკეთებ, რა ვიცი ათასი რამე შეიძლება
აუზი მეც მაქვს გეგმაში, იქამდე სათამაშო მოედანს ან კორტს გავაკეთებ (ან კომბინირებულ ვარიანტს)
QUOTE
და საქმე საქმეზე თუ მიდგა და გაყიდვა მოგინდა, ფასიც მეტი ადევს
ეგ ერთერთი მთავარი მიზეზი იყო რის გამოც დავთანხმდი დიდ ნაკვეთზე, თავიდან 1000კვს ვყიდულობდი და მაგას ახლიდან აზომვა, გაყოფა და ჩალიჩი სჭირდებოდა, ხოდა პატრონმა დანარჩენ ნახევარზე საკმაოდ დიდი ფასდაკლება მომცა და ერთიანად ავიღე :)
ახლა გაორმაგებულია ფასები უკვე, კი არადა გასამმაგებული ლამის...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58714135
· 21 Dec 2021, 17:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
გაყიდე ეგ წყნეთი და გადადი სხვაგან.
მინდოდა წავკისში გადასვლა , მაგრამ ვერ მოვიხიბლე :D აქ კომფორტულად ვარ. ანუ ქალაქგარეთ ცხოვრებას 2 განშტოება აქვს ჩემი აზრით , პირველი ისაა რო გინდა ცივილიზაციას სულ განერიდო , სიწყნარეში და სიმწვანეში იყო და ჰარმონიულად ცხოვრობდე ბუნებასთან , აქ წყნეთი რა თქმა უნდა არ გამოდგება. მეორე ისაა რომ არ გინდა ბოლომდე ქალაქის კომფორტის დათმობა , შენი ეზო გინდა გქონდეს , უკეთესი ეკოლოგიაც ვიდრე ქალაქის შუაგულში , მაგრამ ქალაქის ცენტრი ცხოვრება მაინც არ გინდა , აი ამისთვისაა წყნეთი ძალიან კარგი. ადგილზეც ხო ყველაფერია და ტრანსპორტიც კომფორტულადაა მოწყობილი , თუ ვაკეში მაქვს საქმე ან ისეთ ადგილას სადაც პარკირებაც პრობლემაა , საცობებიც და ა.შ. ავტობუსით მოვდივარ და ძალიან კომფორტულად , ეს ყველაფერი ჯერ არ აქვს სხვა დასახლებებს განვითარებული. კი წავკისშიც დადის ავტობუსი და ლისის დასახლებებისკენაც , მაგრამ საათში 1 ავტობუსი არაა საკმარისი ....
წყნეთს აქვს კომფორტი , მაღაზია გინდა , საცხობი გინდა , სამშენებლო მასალა გინდა , ფინანსური სერვისი გინდა რამე ყველაფერია , ამ პანდემიის პირობებში როცა ძირითადად სახლიდან ვაკეთებ საქმეს , ხანდახან 10 დღე გადის ისე არც ჩამოვდივარ თბილისში , ასე რომ ქნა სხვა დასახლებაში , წინასწარ უნდა მოიმარაგო ყველაფერი.
სასეირნო ადგილები (ე.წ. როშკა ) აქვს ძალიან კარგი , მე და ჩემი ძაღლი დავბრივართ დილაობით. და მოკლედ მე მომწონს , თუმცა დღეს რომ ვყიდულობდე , ყველა პირობის , მათ შორის ფასის გათვალისწინებითაც , ბეთანიაში ან კიკეთში ვიყიდდი მიწის ნაკვეთს.
QUOTE
ისე რა ღირს ეხლა წყნეთში საშუალოდ კვ.მ მიწა? კომუნიკაციები მიყვანილი და ნორმალურ ადგილს ვგულისხმობ. ზემო წყნეთში უფრო ძვირია მიწა, როგორც ვიცი ხომ.
ადგილს გააჩნია რა თქმა უნდა , წყნეთში არის ხევისკენ შედარებით ქარიანი ადგილები , მაქ იაფია დანარჩენთან მიმართებაში , ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გზა სახლამდე ასფალტიანი მოდის თუ არა , კომუნიკაციები მგონი ყველგანაა რავიცი. ფასი 200-500$ ფარგლებში მერყეობს კვ/მ-ზე , ნუ ძალიან ძალიან ძალიან ძვირია , მე გაცილებით იაფად მაქვს ნაყიდი სულ რაღაც 3 წლის წინ. მეზობელს , რომელსაც დიდი მიწის ნაკვეთი აქვს და ვერ უვლის , 20K დოლარს ვთავაზობდი 100კვ/მ-ში და არაო , ცოტა ხნის მერე 25K-მდე გავზარდე და მაინც არაო , მეტი უკვე ნამეტანია .... ეს 25K-ც ნამეტანია და არ მიმაჩნია ლოგიკურ და პროპორციულ თანხად , უბრალოდ ეზოს გაზრდა ძალიან მინდა და სულ რო გავყიდო და სხვაგან დავიწყო ახლა ყველაფერი ახლიდან ძალიან მეზარება , მარტო სახლის შენება/რემონტზე რამდენი დრო , შრომა , ენერგია და ფული დავხარჯე .... მინიმუმ ადგილით მაინც უნდა მოვიხიბლო და ამ ქარს კიდე ვერ ვიტან , სადაც არ ვიყავი შემოგარენში ყველგან ქარი ქროდა :D
This post has been edited by
webdesigner93
on 21 Dec 2021, 17:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25279
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58714306
· 21 Dec 2021, 18:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
რა ვიცი, წყნეთს დასაწუნი არაფერი სჭირს, უბრალოდ არაადეკვატურად ძვირია, სხვა მხრივ არ ვიცი, თბილისთან ახლოსაა და ყველაფერი არის ადგილზე, თბილისის გარეუბანივითაა რეალურად.
ჩემი უფრო სოფელია, ამას თავისი მინუსები და პლიუსები აქვს. ინფრასტრუქტურა მაინც არ არის ისე განვითარებული, მაგ. ბანკომატი არაა, მარტო ერთ მაღაზიაში დაამატეს ახლახანს ტერმინალი, და ასე. ისე კი ყველაფერი იყიდება თითქმის და თბილისზე ბევრად იაფი და ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქტები. ბანკი თუ დაგჭირდა, უახლოესი არის კასპში, რომელიც 9 კილომეტრია სოფლიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58714384
· 21 Dec 2021, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
კი , ძალიან ძვირია , ბოლო 3 წელში ფასი 3ჯერ გაიზარდა :) იქამდე რა ღირდა არ ვიცი სამწუხაროდ. რამდენიმე წელში ნიდერლანდებში ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას და ფასს რომ ვადარებ უძრავი ქონების(ეინდჰოვენს ვადარებ მე ) , რომ გავყიდო ჩემი სახლი , იქ შევძლებ ამ თანხით საკუთარი სახლის ყიდვას, არადა სად საქართველოს ეკონომიკა და სად საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები და სად ნიდერლანდების ეკონომიკა და მათი მოქალაქეების შემოსავლები ხომ ? ლოგიკა და პროპორცია მორღვეულია. მე მოხარული ვარ რა თქმა უნდა , როგორც ინვესტიციას , ასე თუ შევხედავთ ჩემს სახლს , ძალიან გაიზარდა ფასი , შესაბამისად ჩემი აქტივიც გაიზრდა , უბრალოდ ლოგიკას და სამართლიანობას მთლად ვერ ვხედავ .... :war:
This post has been edited by
webdesigner93
on 21 Dec 2021, 18:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58714520
· 21 Dec 2021, 19:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
კი გეთანხმები, წყნეთს აქვს თავისი პლიუსები, თუმცა ფასები ამ ბოლო დროს მგონია რომ არაადექვატურად არის გაზრდილი.
fermina
ამხელა ტალავერი რათ გინდოდა გულწრფელად არ მესმის, მეღვინეობას თუ აპირებ მაშინ ალბათ ოკ. მე ასეთი მიდგომა მაქვს, რომ მირჩევნია რასაც გავაკეთებ კარგად და სრულყოფილად გავაკეთო, ვიდრე ბევრ რამეს მოვედო და დაუსრულებელ კეთებაში ამოვყო თავი, რომელიც არასოდეს დასრულდება.
* * *
QUOTE
(PAINKILLER @ 21 Dec 2021, 15:36 )
ახლა ვფიქრობ ხომ არ სჯობდა სტანდარტული 600კვ-იანი სააგარაკე ნაკვეთი ამეღო და 3-ჯერ დიდზე არ გავქაჩულიყავი... მაგრამ მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია :D
მე მაქვს სტანდარტული 600 კვ და მაგის მოვლა მიჭირს და უფრო დიდი მიწა რომ მქონდეს ხომ წარმომიდგენია რა დღეში ვიქნებოდი.
This post has been edited by
Master_Nick
on 21 Dec 2021, 19:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 22341
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12
#58714574
· 21 Dec 2021, 19:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა ვიცი, წყნეთს დასაწუნი არაფერი სჭირს, უბრალოდ არაადეკვატურად ძვირია
ვაკესთან ახლოს იორმუღანღლოც რომ ყოფილიყო მაინც იგივე ფასი იქნებოდა .
QUOTE
სტანდარტული 600 კვ და მაგის მოვლა მიჭირს
ნაკვეთში ეზოში და სახლში(საკუთარში) საქმე არასდროს გამოილევა .
სულ რაღაცაა საკეთებელი . :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25279
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58714578
· 21 Dec 2021, 19:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
fermina
ამხელა ტალავერი რათ გინდოდა გულწრფელად არ მესმის, მეღვინეობას თუ აპირებ მაშინ ალბათ ოკ. მე ასეთი მიდგომა მაქვს, რომ მირჩევნია რასაც გავაკეთებ კარგად და სრულყოფილად გავაკეთო, ვიდრე ბევრ რამეს მოვედო და დაუსრულებელ კეთებაში ამოვყო თავი, რომელიც არასოდეს დასრულდება.
რა არის იცი, ჯერ ერთი ლამაზი იქნება, როცა დაიფარება, მეორე - მანდ იყო ტალავერი ისედაც, თითქმის ამავე ზომის, ვაზიც იყო მშვენიერი რამდენიმე დიდი ძირი, მსხმოიარე და ნაწილობრივ უკვე შევსებულია წინა მხარე და მესამე, ტალავერის ბოლო ნაწილი შეიძლება გამოვიყენო ისე, რომ ნახევრად გადაიხუროს, გვერდებზე ამოშენდეს და მაგიდა-სკამები დაიდგას, საქეიფო ადგილის ვარიანტი იქნება. კონსტრუქცია უკვე არის და ადვილი იქნება ღია სასადილოს გაკეთებაც. ყურძენიც ხო საუკეთესო მოდის მაგ მხარეში. იქნება და ღვინის დაყენებაც კი მოუნდეს მერე ადამიანს :)
* * *
DORO
QUOTE
ნაკვეთში ეზოში და სახლში(საკუთარში) საქმე არასდროს გამოილევა .
სულ რაღაცაა საკეთებელი .
აი ნუ იტყვი რა, ეს რომ მცოდნოდა და გამეაზრებინა, შეიძლება გადამეფიქრებინა კიდეც.
ახლა შევყევი და ვეღარ ვჩერდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58714696
· 21 Dec 2021, 20:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(DORO @ 21 Dec 2021, 19:50 )
QUOTE
სტანდარტული 600 კვ და მაგის მოვლა მიჭირს
ნაკვეთში ეზოში და სახლში(საკუთარში) საქმე არასდროს გამოილევა .
სულ რაღაცაა საკეთებელი . :D
ეგრეა, თუმცა სად 600 კვ და სად 1600 კვ მოვლა ხომ? მოვლაშიც ვინ რას გულისხმობს ეგეც მნიშვნელოვანია. მე ეზოს მოვლის ჩემი სტანდარტი მაქვს :D ამ სტანდარტის თამასა მაღალია და მუდმივი შენარჩუნება დიდ შრომას მოითხოვს.
* * *
fermina
ტალავერი მაინც უფრო საბჭოური გადმონაშთი მგონია. ბევრად უფრო ეფექტური და ლამაზი რამეების გაკეთება შეიძლება. ტალავერზე კარგი ყურძენი თუ გინდა მოიყვანო მაგას მუდმივი გასხვლა, შეწამვლა და სერიოზული მოვლა პატრონობა უნდა. თუ ამ ყველაფერს მოერევი, მაშინ ოკ.
This post has been edited by
Master_Nick
on 21 Dec 2021, 20:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 22341
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12
#58714828
· 21 Dec 2021, 21:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Master_Nick @ 21 Dec 2021, 20:22 )
ეგრეა, თუმცა სად 600 კვ და სად 1600 კვ მოვლა ხომ? მოვლაშიც ვინ რას გულისხმობს ეგეც მნიშვნელოვანია. მე ეზოს მოვლის ჩემი სტანდარტი მაქვს :D ამ სტანდარტის თამასა მაღალია და მუდმივი შენარჩუნება დიდ შრომას მოითხოვს.
* * *
fermina
ტალავერი მაინც უფრო საბჭოური გადმონაშთი მგონია. ბევრად უფრო ეფექტური და ლამაზი რამეების გაკეთება შეიძლება. ტალავერზე კარგი ყურძენი თუ გინდა მოიყვანო მაგას მუდმივი გასხვლა, შეწამვლა და სერიოზული მოვლა პატრონობა უნდა. თუ ამ ყველაფერს მოერევი, მაშინ ოკ.
ფიზიკური აქტივობა რელაქსია .
ენერგიისგან დაცლა ყველავარიანტში სასარგებლო და სასიამვნოა .:D
ეზო და ნაკვეთიც მაგის რეალიზებას გაძლევს .:D
იმიტომაც ვეღარ ჩერდები რომ სულ უფრო გიზიდავს .
თან მერე ტკბები საკუთარი ნახელავით და ხიბლში ხარ :D
ხეივანი არის ადგილის ეკონომია .
რიგებში ან ბუჩქებად ყურძენი ბევრ ფართობს იკავებს .
შეწამლა და ღვინოების დაყენება თუ არ გევასება სუფრის ჯიშები შეიძლება დაირგას .
მე სულ მინოდა ნერგების ჩამოტანა რაღაც დიდმარცვლიანი ყურძნები იყიდება თან ფერი აქვს ძაან ლამაზი და გემო ხომ საერთოდ .
This post has been edited by
DORO
on 21 Dec 2021, 21:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58714892
· 21 Dec 2021, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
კი გეთანხმები, წყნეთს აქვს თავისი პლიუსები, თუმცა ფასები ამ ბოლო დროს მგონია რომ არაადექვატურად არის გაზრდილი.
მეც ეგრე ვუყურებ მაგ საკითხს , მე რა თანხაც გადავიხადე 3 წლის წინ , ის შესაფერის თანხად მიმაჩნია და რაც ახლა ღირს , ნამეტანია. თუმცა მოთხოვნა დიდია , ოღონდ ვინმემ გასაყიდად გამოიტანოს , მსურველები მუდამ არიან , ამიტომაც ფასი ჯერ ჯერობით ნამდვილად არ დაიწევს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58714932
· 21 Dec 2021, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
არა ფასი როგორ დაიწევს, თავისუფალი მიწის ნაკვეთების დეფიციტია წყნეთში. მიწები ფიზიკურად აღარ არის. ისე კარგ დროს მოგისწრია ყიდვა :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58714951
· 21 Dec 2021, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
არა ფასი როგორ დაიწევს, თავისუფალი მიწის ნაკვეთების დეფიციტია წყნეთში. მიწები ფიზიკურად აღარ არის. ისე კარგ დროს მოგისწრია ყიდვა
დიდი ნერვიულობა კი გამოვიარე , მშენებლობა 2019-ში დავიწყე , რაღაც ეტაპი დავასრულე და ზამთარში დავაკონსერვე , 2020ში გაზაფხულზე ვაპირებდი გაგრძელება , მერე კორონა , ჩაკეტვები ისა ესა დაა საბოლოოდ მაინც 2020ში დავამთავრე , თუმცა მართლა დიდი ნერვიულობის ფასად :D ამხელა სესხი ავიკიდე და ჩემი ბიზნესი კიდე გაკოტრდა )) დღევანდელი გადმოსახედიდდან ყველაფერი ღირდა , მაგრამ 2020მა ალბათ 5-10 წელი მომაკლო ცხოვრების :D
QUOTE
თავისუფალი მიწის ნაკვეთების დეფიციტია წყნეთში.
ისე ამას გააჩნია როგორ შეხედავ , ჩვეულებრივი ხალხისთვის დეფიციტია , მაგრამ მთავრობის წევრებისთვის და მათი ახლობლებისთვის კაკლების ტყის ჩეხვა მიმდინარეობს და შიგნით იშენებენ სახლებს ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25279
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58715267
· 21 Dec 2021, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DORO
QUOTE
შეწამლა და ღვინოების დაყენება თუ არ გევასება სუფრის ჯიშები შეიძლება დაირგას .
მე სულ მინოდა ნერგების ჩამოტანა რაღაც დიდმარცვლიანი ყურძნები იყიდება თან ფერი აქვს ძაან ლამაზი და გემო ხომ საერთოდ .
აი ეგ ჯიშები მინდა მეც დავამატო, უკვე ბევრი სანერგე ყიდის. საბოლოოდ მგონია, რომ მაინც ლამაზი გამოვა ეგ ტალავერი, თან ეზოში დიდი ხეები მხოლოდ ღობის გასწვრივაა და ჩრდილის ნაკლებობაა ამ მხრივ, ეს შეავსებს ამ დანაკლისს, სანამ სხვა ხეები გაიზრდება. რაც მოდის ახლაც, ასე მოუვლელი და უწამლო, მაინც უგემრიელესია, სამნაირი ჯიშის ვაზი არის დარგული.
ბევრი სისულელე კი ვაკეთე თავიდან, ახლა რომ ვიწყებდე, სხვანაირად დავგეგმავდი რა თქმა უნდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58715407
· 21 Dec 2021, 23:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
გაანაბე თავი მაგ ტალავერს, რამხელა ეზო გაქვს, რა ტალავერი, რამე ბრიტანული გარდენის სტილზე იფიქრე რა. ძალიან დიდი რესურსი გაქვს ეზოში და ნუ გაფლანგავ.
მე ასეთი ეზოსკენ წახვიდოდი მეგონა და ტალავერიო
(IMG:
https://img.forum.ge/J-ijjiWWiJTaa.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/J-ijjiWWiJTaB.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/J-ijjiWWiJTaV.jpg
)
webdesigner93
ერთი მაგ მთავრობის წევრების თავში ჩამახედა, ვაი მაგათ პატრონს.
:D
This post has been edited by
Master_Nick
on 21 Dec 2021, 23:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25279
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58715475
· 22 Dec 2021, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
გაანაბე თავი მაგ ტალავერს, რამხელა ეზო გაქვს, რა ტალავერი, რამე ბრიტანული გარდენის სტილზე იფიქრე რა. ძალიან დიდი რესურსი გაქვს ეზოში და ნუ გაფლანგავ.
მე ასეთი ეზოსკენ წახვიდოდი მეგონა და ტალავერიო
ბრიტანული ბაღი ძალიან მომწონს და ადგილიც არის ამისთვის, ვაზს და ყურძენსაც თავისი ადგილი აქვს :)
იყო უბრალოდ და დამენანა სულ მოშლა, თან მართლა ბევრი არაფერი სჭირდება, არის საკმაოდ ასაკიანი ვაზის ძირები და იზრდება თავისით და ნელ-ნელა ფარავს.
ახლა შენ რა ფოტოებიც დადე, ამას 24 საათიანი შრომა უნდა და უამრავი რესურსი, პლუს მუდმივი წყალი, სარწყავი სისტემები და აშ, დრო, რომელიც საერთოდ არ მაქვს. მეც ბევრი ფოტო მაქვს ასე შენახული ლამაზი ბაღების, ოდესმე შეიძლება მეღირსოს კიდეც, როცა მოვიცლი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
75
76
[77]
78
79
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0488 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.