Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
90
91
[92]
93
94
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58899731
· 22 Feb 2022, 21:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცოტათი გავაოფებ თემას
თბილისური არდადეგები :)
(IMG:
https://img.forum.ge/JDipPivviJf18.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/JDipPivviJf1l.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/JDipPivviJf1k.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/JDipPivviJf1b.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58899891
· 22 Feb 2022, 21:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
თბილისში ჩამოიყვანე? ხომ მშვიდობაა?
This post has been edited by
Master_Nick
on 22 Feb 2022, 21:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58899922
· 22 Feb 2022, 21:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
fermina
თბილისში ჩამოიყვანე? ხომ მშვიდობაა?
მეზობელმა დამირეკა, რომ არ ჭამდა ორი დღე, მე თბილისში ვიყავი.
ავედი და ვერ იყო კარგად, დილით ექიმთან მივიყვანე და ენტერიტი აქვსო, დაუნიშნა რაღაცეები, 5 დღიანი მკურნალობა.
ვერაფრით ვერ დავრჩებოდი ამდენი ხნით და გადავწყვიტეთ წამოყვანა.
სახლში საშინელი დრამა მაქვს კატის ისტერიკების სახით, ჩაკეტილი მყავს ოთახში, თუ გამოიპარა, მერე იწყება კოშმარი.
ეს ანგელოზივით იქცევა, უჭკვიანესია :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58900095
· 22 Feb 2022, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(fermina @ 22 Feb 2022, 21:48 )
სახლში საშინელი დრამა მაქვს კატის ისტერიკების სახით, ჩაკეტილი მყავს ოთახში, თუ გამოიპარა, მერე იწყება კოშმარი.
ეს ანგელოზივით იქცევა, უჭკვიანესია :)
კატაზე უნდა მეკითხა როგორ მიიღო მეთქი და აჰა, გასაგებია ყველაფერი :lol: ისე კატა პირველად მყავს ცხოვრებაში და ძაღლები ამათთან მართლა ანგელოზები არიან:) თან როტვეილერის პატრონი ვწერ ამას :facepalm:
ხვალ სტერილიზაციის დღე გვაქვს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58900160
· 22 Feb 2022, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
კატაზე უნდა მეკითხა როგორ მიიღო მეთქი და აჰა, გასაგებია ყველაფერი ისე კატა პირველად მყავს ცხოვრებაში და ძაღლები ამათთან მართლა ანგელოზები არიან თან როტვეილერის პატრონი ვწერ ამას
უი როტვეილერი გყავს?
მთელი ცხოვრება კატისტი ვიყავი და ამ ძაღლმა ლამის აზრი შემაცვლევინოს :D
რაღაც უჭკვიანესი და უსაყვარლესი არსებაა. ფაქტობრივად იდეალური.
აი რასაც ქვია ყველაფერი ესმის, რასაც ვეუბნები. მითუმეტეს, არ გამიწვრთნია და არაფერი მისწავლებია.
QUOTE
ხვალ სტერილიზაციის დღე გვაქვს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაინც გაგვაგებინე, როგორ ჩაივლის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28253
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#58900575
· 22 Feb 2022, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
მთელი ცხოვრება კატისტი ვიყავი და ამ ძაღლმა ლამის აზრი შემაცვლევინოს
რაღაც უჭკვიანესი და უსაყვარლესი არსებაა. ფაქტობრივად იდეალური.
აი რასაც ქვია ყველაფერი ესმის, რასაც ვეუბნები. მითუმეტეს, არ გამიწვრთნია და არაფერი მისწავლებია.
ძაღლმა საოცრად იცის მიჩვევა და ვისაც მიეჩვევა, იმისგან მართლა ადამიანივით ესმის ყველაფერი.
P.ს. რამხელა გაზრდილა და რა კარგია! :up: :up:
ისე, ძაღლის ბედი მაქვსო, მაგან უნდა თქვას :D - შენ რომ არ გადაყროდი იმ დღეს, ვინ იცის - იქნებ, ახლა ცოცხალიც არ ყოფილიყო, მაგრამ გაუმართლა, კარგ პატრონთან მოხვდა და ახლა საჩვენებელი ძაღლია.
ახლა გასაგებია, რას ნიშნავს გამოთქმა, ძაღლის ბედი აქვსო. :D
Master_Nick
QUOTE
ისე კატა პირველად მყავს ცხოვრებაში და ძაღლები ამათთან მართლა ანგელოზები არიან თან როტვეილერის პატრონი ვწერ ამას
:lol: :lol:
პ.ს. ხვალ ისევ მივდივარ სამტრედიაში ჩემი ნერგების წამოსარებად. იმედია, სხვა რამეებსაც გამოვაყოლებ ხელს და იმედია, ჩემი მძღოლი ისევ სადმე სხვაგან არ ამომაყოფინებს თავს. :facepalm: დღეს წინასწარ კი დავურეკე და კი მომცა პირობა, რომ ნამდვილად სამტრედიაში წამიყვანს, მაგრამ რა ვიცი - ეშმაკს არ ძინავს. :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58900856
· 23 Feb 2022, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
ძაღლმა საოცრად იცის მიჩვევა და ვისაც მიეჩვევა, იმისგან მართლა ადამიანივით ესმის ყველაფერი.
P.ს. რამხელა გაზრდილა და რა კარგია!
ისე, ძაღლის ბედი მაქვსო, მაგან უნდა თქვას - შენ რომ არ გადაყროდი იმ დღეს, ვინ იცის - იქნებ, ახლა ცოცხალიც არ ყოფილიყო, მაგრამ გაუმართლა, კარგ პატრონთან მოხვდა და ახლა საჩვენებელი ძაღლია.
ახლა გასაგებია, რას ნიშნავს გამოთქმა, ძაღლის ბედი აქვსო.
კი, ქუჩაში გვაჩერებენ, ეფერებიან, ერთმანეთს აჩვენებენ, შეხედე რა ლამაზი და საყვარელი ძაღლიაო :)
ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ სულაც არ ვარ კარგი პატრონი ასეთი ძაღლისთვის. ძალიან რთულია ჩემთვის ამხელა პასუხისმგებლობა. არც დრო მაქვს, არც პირობები, არც იმის საშუალება, რომ სულ მასთან ვიყო და ეს ძალიან მაწუხებს. იქნებ ჯობდა, რომელიმე ისეთ ოჯახს აეყვანა, სოფელში რომ ცხოვრობს და შეიძლება ბლაუენშტაინის ძვლები ვერ ეჭმია ყოველდღე, მაგრამ რაც ექნებოდა იმას გაუყოფდა და ასე წინ და უკან არ არბენინებდა, ან მარტო არ დატოვებდა სახლში ერთი კვირა. ხან სანადიროდ წაიყვანდა, ხან ნახირში...
გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მარტო მე ვარ ამის და ორი კატის პატრონი არადა არცერთი არ ამიყვანია საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად. :)
ვიწუწუნე ახლა, მაგრამ რატომღაც ყველაზე დიდი მადლი და სიკეთე ასეთ უმწეო არსებებზე ზრუნვა მგონია.
თემა რომ არ გავაოფოთ, ვაზის და ხეხილის გასხვლას ვაპირებ ამ დღეებში, მაგრამ თვის ბოლოს და მარტის დასაწყისში ისევ ყინვებია გამოცხადებული და ღირს? ხომ არ გადავდო?
რა ვერ დამთავრდა ეს ზამთარი. როგორი გადასარევი ამინდებია და პროგნოზით მარტში ღამე -8 გრადუსებია გამოცხადებული.
This post has been edited by
fermina
on 23 Feb 2022, 01:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58901548
· 23 Feb 2022, 10:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
ძალიან გგულშემატკივრობთ შენ და შენ ცუგას და მიხარია სურათებში რო ვხედავ
:love: :love:
ერთი პატარა რჩევა აქვე , ეგება ისეთი საბელი უყიდო , რომელიც ტანზე ებმევა და არა კისერზე. კორსეტი თვითონ ტანზე რონ აქვს , გაცილებით კომფორტულია ძაღლისთვის. კისერზე როდესაც აქვს საყელო , რაღაც მიზეზით უცებ რომ სწრაფად გაიქაჩოს , სუნთქვას ურთულებს ძაღლს :user:
ჩემებსაც დავდებ ბარემ :war: (IMG:
https://img.forum.ge/JDijjiLLiJfEU.jpg
)
This post has been edited by
webdesigner93
on 23 Feb 2022, 10:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58901592
· 23 Feb 2022, 10:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
QUOTE
ერთი პატარა რჩევა აქვე , ეგება ისეთი საბელი უყიდო , რომელიც ტანზე ებმევა და არა კისერზე. კორსეტი თვითონ ტანზე რონ აქვს , გაცილებით კომფორტულია ძაღლისთვის. კისერზე როდესაც აქვს საყელო , რაღაც მიზეზით უცებ რომ სწრაფად გაიქაჩოს , სუნთქვას ურთულებს ძაღლს
კი კი მეც ვიფიქრე უკვე ამაზე და როგორც კი მოვხვდები ზოომაღაზიაში, ეგ უნდა ვიყიდო.
აი რა მოხდება ასე რომ იყვნენ ჩემებიც :( სრული იდილია გაქვს.
ასე გადაფსკვნილი სოფლის კატასთანაც არ არის, უბრალოდ იტანენ ერთმანეთს :)
ეს თბილისელი არისტოკრატკა ნიბელუნგი სულ გადამერია :D
საოცარ ხმებს გამოსცემს სტრესისგან, რაღაც ხორხისმიერ ღრენას და ღმუილს.
"ქშშშშ"-ებით არ კმაყოფილდება :)
გუშინ საღამოს მე და ჩემმა შვილმა ვალოკორდინის წვეთები ვსვით ნერვიულობისგან, ჩვენც გვიღრენდა კატა და ბოლოს დავაფიქსირე, რომ ხელში სამზარეულოს დიდი დანა მეჭირა, ისე შემეშინდა :lol: :lol:
This post has been edited by
fermina
on 23 Feb 2022, 10:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58903188
· 23 Feb 2022, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
აი რა მოხდება ასე რომ იყვნენ ჩემებიც სრული იდილია გაქვს.
ჰოო , ამათ ისე უყვართ ერთმანეთი რო რავიცი :D კი დასდევენ ხოლმე ერთმანეთსაც თამაშის დროს და ეჭვიანობენ კიდეც , რომელიმე უფრო მეტ სითბოს ხომ არ იღებს შემთხვევით , მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ :D
QUOTE
კი კი მეც ვიფიქრე უკვე ამაზე და როგორც კი მოვხვდები ზოომაღაზიაში, ეგ უნდა ვიყიდო.
და ახლა უკვე გაზაფხული ახლოვდება , ტკიპები და რწყილები გააქტიურდებიან და დაცვაზე იზრუნე , მერე დიდ პრობლემად შეიძლება გადაგექცეს. რამდენიმე ხერხი არსებობს დაცვისთვის :
1) საყელო - მარტივი და კარგი ხერხია , თუმცა მარტო საყელო ვერ გაქაჩავს , სულ არაფერს ჯობია რა თქმა უნდა. მაგალითად :
https://www.petfood.ge/shop/%e1%83%ab%e1%83...98-%e1%83%a1-3/
2) ანტიპარაზიტული სპრეი , ძალიან კარგი და ეფექტურია როგორც პრევენციისთვის , ასევე მკურნალობისთვის. მაგრამ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა პრევენციაა. მაგალითად :
https://www.petfood.ge/shop/%e1%83%90%e1%83...83%91%e1%83%9a/
3) აბი. ძალიან ეფექტურია ეს ხერხი ,პარალელრად მოიცავს ჭიის წამალს და ამას თუ დაალევინებ , ჭიის წამალი საჭირო აღარაა. თუმცა აბის მიცემა ხშირად არ შეიძლება , მინიმუმ 3 თვიანი დიაპაზონი უნდა დაიჭირო. მაგალითად :
https://www.petfood.ge/shop/%e1%83%9c%e1%83...%83%92-nexgard/
საყელო და სპრეი შედარებით ბიუჯეტურები დაგიდე , თუმცა გამოცდილია და მუშაობს. აბს რაც შეეხება , დიდი არჩევანი არცაა , ან ნექსგარდი უნდა იყიდო თუ ყიდულობ ან ბრავექტო , ნექსგარდი გამომიცდია და კარგია და ბრავექტო არ მიცდია თავად. მე პირადად კომბინირებულად ვიყენებ დაცული რომ ვიყო , მითუმეტეს ჩვენთან ძალიანაა მოდებული პარაზიტების პრობლემა და სამწუხაროდ ფატალურადაც მთავრდება ხოლმე. მე ასე ვიყენებ პირადად : საყელოს რომ გავუკეთებ მარტში , იდეაში კი აწერია რომ 6 თვე მუშაობს , მაგრამ მაინც 3 თვეში ვცვლი , არ ვენდობი ბოლომდე და არც იმდენია ღირებულება რომ რისკად მიღირდეს. პარალელურად ბლოხნეტის სპრეის ვიყენებ პერიოდულად , მაგალითად კვირაში ერთხელ რომ მიასხურო კეფაზე , 1 ბოთლი გეყოფა 1 სეზონზე. და ნექსგარდს ვასმევ მარტის ბოლოს/აპრილის დასაწყისში ( ამინდის მიხედვით) , 3 თვიანი მოქმედება აქვს და ყველაზე კრიტიკულ პერიოდს ფარავს ასე გამოდის.
იმედია გამოგადგება ეს რჩევები :war:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58903220
· 23 Feb 2022, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
QUOTE
იმედია გამოგადგება ეს რჩევები
ძალიან გამომადგება, დიდი მადლობა, ეს ყველაფერი მჭირდებოდა და ვერ მოვაბი თავი გარკვევას და ყიდვას, ახლა ამ ლინკებიდან შევიძენ. :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58903245
· 23 Feb 2022, 18:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
ძალიან გამომადგება, დიდი მადლობა, ეს ყველაფერი მჭირდებოდა და ვერ მოვაბი თავი გარკვევას და ყიდვას, ახლა ამ ლინკებიდან შევიძენ.
ოღონდ ზომა/წონის მიხედვით იყიდე. მაგალითად საყელოები იყიდება სიგრძის მიხედვით , თუ დარწმუნებული არ ხარ ზომაში , ჯობს დიდი იყიდო და მერე გადაჭრა არაა პრობლემა , მაინც რომ მოარგებ მონარჩენი ნაწილი უნდა მოაჭრო. აბიც წონის მიხედვით უნდა იყიდო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. სპრეის არაფერი არ უნდა , უბრალოდ სპრეია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#58903653
· 23 Feb 2022, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
როტვეილერი მყავდა, ამ ჯიშის ,,ყოფილი" პატრონი არ არსებობს, თუ აიყვანე და კარგად გაზარდე ისეთ მეგობარს შეიძენ, რომელსაც ვერასდროს სხვა ვერავინ ვერ შეგიცვლის.
ეს კაპასი გასტერილდა დღეს, კაიფშია ჯერ კიდევ. ისეთი იღრინებოდა კლინიკაში ფილტვებში ძლივს მოუსმინა ექიმმა, ყურები მეტკინაო.
(IMG:
https://img.forum.ge/JDiLLijjiJfV3.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/JDiLLijjiJfVp.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58904040
· 23 Feb 2022, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
ეს კაპასი გასტერილდა დღეს, კაიფშია ჯერ კიდევ. ისეთი იღრინებოდა კლინიკაში ფილტვებში ძლივს მოუსმინა ექიმმა, ყურები მეტკინაო.
:D
ხვალ უკვე ჩვეულებრივად იქნება :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28253
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#58904603
· 23 Feb 2022, 23:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
გუშინ საღამოს მე და ჩემმა შვილმა ვალოკორდინის წვეთები ვსვით ნერვიულობისგან, ჩვენც გვიღრენდა კატა და ბოლოს დავაფიქსირე, რომ ხელში სამზარეულოს დიდი დანა მეჭირა, ისე შემეშინდა
:D :D :D
webdesigner93
- მშვენიერი ტანდემი გყავს. :up:
პ.ს. ნაგაზი არავის არ გყავთ? ჩემი უსაყვარლესი ძაღლია. ერთ დროს 2 მყავდა - ქოსაც (ყაზბეგური - საოცარი ძაღლი იყო, უჭკვიანესი) და გრძელბეწვიანიც (ეს კარგი საგვარეულოსიც იყო - პასპორტი, ცნობილი მშობლები და რამე... ) ახლაც მუდმივად რომ ვიყო სოფელში, აუცილებლად ვიყოლიებდი.
ზოგადად, ოჯახში სულ გვყავდა ძაღლები, მაგრამ ძირითადად - მონადირე ჯიშები (ერთ დროს მამაჩემი იყო მაგარი მონადირე), მერე მე გადავერთე ნაგაზებზე.
Master_Nick
QUOTE
ეს კაპასი გასტერილდა დღეს, კაიფშია ჯერ კიდევ.
:up:
როგორც იქნა, დღეს მივაღწიე სამტრედიამდეც და იმ სანერგემდეც - ჩემმა მძღოლმა ამჯერად მართლა წამიყვანა იქ და, სამაგიეროდ, ახლა მე წავიყვანე ექსკურსიაზე. :D
შევიძინე ტიტას ხე (ლიდიოდენდრონი), ის წითელი მუხა, ლიკვიდამბრი (ამბრი), ჭრელფოთოლა ტირიფი და ნეკერჩხალი. პატრონმა წითელი მუხის პაწაწუნა ნერგიც მაჩუქა და მერე კიდევ მაძლევდა რაღაცას - რამე ჭრელი ან ოქროსფერი შეარჩიეო (ახალამოსული პატარა ნერგები ჰქონდა), მაგრამ მე ვთქვი, სინდისიც კარგი საქონელია, ის 1 საჩუქარიც მეყოფა და აგაშენა ღმერთმა-მეთქი... პამიდვრის ხის წამოღებაც მინდოდა, მაგრამ დიდ ყინვებს ვერ უძლებს - ან სათბური, ან უნდა შეფუთოო და ამჯერზე შევიკავე თავი. მერე სამტრედიის ბაზარში თითო ძირი იაპონური ხურმა და ვაშლიც მივაყოლე - იმედია, ნამდვილად ის ჯიშებია, რაც მითხრეს და მწარე საძირე არ შემრჩება ხელში. :D
ამ საღამოსვე მივუჩინე 5-ვეს ადგილი და შარშან წამოღებული მოვერცხლისფრო გართხული ღვიაც მივაყოლე. ხვალ დასარგავი დამრჩა ასევე შარშან მოტანილი კამფეტის, საპნისა და კარაქის (აზიმინა) ხეები... ხვალ სახლის რაღაცებიც უნდა დავრგო, მაგრამ თუ მოვასწარი ამდენი - ზეგ თბილისში მოვდივარ.
პ.ს. ხალხნო, დაფნის ან რცხილას ნერგები თუ გინდათ, წამოგიღებთ რამდენიმე პატარა ძირს - უმანქანოდ ვარ და რასაც მოვერევი.
fermina
- დღეს ერთ მენერგეს ველაპარაკე (არ ვიცი, იქნებ შენც იცი ფბ-ზე - მირიან გელაშვილი, ორხევში ჩამოაქვს ნერგები, სანერგე კი ლაგოდეხში აქვს). ვაზის გასხვლაზეც ვკითხე და ყინვა ვერაფერს ვერ აკლებსო. მოკლედ, გასხალი.
აქ ადრე ვსაუბრობდით ხის მერქანში ჩაბიდებულ მწერ-მავნებლებსა და მათ კვერცხ-ჭუპრებზე. მაგ მირიანმა ისიც მითხრა, რომ მაგათზე კირით შეთეთრების გარდა შეიძლება, ბორდოს 3$-იანი ხსნარის შესხურებაო - კარგი შედეგი აქვსო. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ როცა კვირტები გაშლილია, მაშინ 3%-იანი არ შეიძლება - დაწვავს კვირტებს, 1%-იანი უნდა. 3-იანი უნდა თებერვლის დასაწყისში, როცა კვირტს ჯერ კიდევ სძინავს, ხოლო 1-იანი ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება.
პ.ს. აქ ადრე ერთმა მკითხა (მგონი, უნივერს-მა) მკითხა ხეხილის გადასხვლა-ფორმირებაზე. ხვალ მაგ მირიანთან ონლაინ-ჩართვა მექნება და მერე დავწერ ზუსტად. ამ დღეებში გიორგი მასურაშვილსაც დავურეკე ქარელში მაგ თემაზე, მაგრამ ამასაც დაველოდები, თუმცა ერთი და იმავეს ამბობენ.
* * *
დღევანდელი შენაძენი, ოღონდ არა ის პატარა ბოთლის წანაჭერები - ეგენი ვარდებია, ყოველი შემთხვევისთვის დაკალმებული ნასხლავები
(IMG:
https://img.forum.ge/JDiLLijjiJfd4.jpg
)
ესეც შარშანდელი შენაძენი
(IMG:
https://img.forum.ge/JDiLLijjiJfdt.jpg
)
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
90
91
[92]
93
94
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0464 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.