Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
93
94
[95]
96
97
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ASIA
Crazy Member
ჯგუფი: Members
ASIA
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3307
წევრი No.: 22862
რეგისტრ.: 4-September 06
#58995507
· 10 Mar 2022, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
ისე მე რასაც ვაკვირდები საკმაოდ იშვიათი ფრინველია სოფლებში,
ველურია ცოტაარიყოს და იმიტომ - საქათმეს არ ცნობს, არც საბუდარს, სადმე ბუჩქებში იკეთებს ბუდეს. ერთხელაც შეიძლება უცებ აფრინდნენ და წავიდნენ, ამიტომ ფრთები უნდა დააჭრა, მაგრამ ფრთები რომ დააჭრა, ბევრი მტერი ყავს - კვერნა, ძაღლი და კატაც უტევს, იმიტომ რომ არ აქვს თვალი შეჩვეული. მეზობლის კატამ ძალიან ბევრი პაწიები შემიჭამა. უმჯობესია ქათამს გამოაჩეკინო, თუ იპოვე სად დებს კვერცხებს. საოცრად გემრიელი კვერცხი აქვს, თან ძალიან ბევრ კვერცხს დებს.
ახლომახლო არავის არ ყავს, ბაზარშიც იშვიათად გამოყავთ, მოკლედ სად ვიშოვი აღარ ვიცი, არადა ძალიან ლამაზები არიან.
This post has been edited by
ASIA
on 10 Mar 2022, 22:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleqto
Crazy Member
ჯგუფი: Members
Aleqto
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3541
წევრი No.: 127880
რეგისტრ.: 24-February 11
#58999728
· 11 Mar 2022, 23:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dega
QUOTE
ორი ხვლიკი
უკვე გაცოცხლდნენ? :(
tavadze
QUOTE
მგონი, ლეგენდაა. მე ნაღდად არ მინახავს, ჩემები სუ მიწაზე დებდნენ. პროსტო, ძაან ბევრს დებს - მიმოფანტულია აქეთ-იქით, რადგან ქათამივით არ იცის ბუდეს მოწყობა. გამოჩეკითაც ძალიან ცოტას ჩეკავს. მაგარი კვერცხი კი აქვს.
ხორციც კვერცხივით მაგარია. მე არ მიჭამია, მაგრამ ამბობენ, რაც უნდა ხარშო, არ დარბილდება, მაინც ისე მაგარი დარჩებაო.
რანაირი გამოუსადეგარი ყოფილა, თან თუ ხმითაც აწუხებს არემარეს...
წელს პირველად გადავწყვიტე საცდელად ბოსტნეულის მოყვანა და მინდა მარტივად მოსაყვან-მოსავლელი ვცადო, რომ გაამართლოს და მომდევნო სეზონისთვის მუღამი არ დავკარგო. მიწა არის თბილისის შემოგარენში და ძალიან მშრალი ნიადაგია. პლუს მუდმივად იქ არ ვიქნები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუკი რამე შეგიძლიათ მირჩიოთ, ნუ დაიშურებთ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kodeqsi
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34453
წევრი No.: 85577
რეგისტრ.: 27-February 09
#59000265
· 12 Mar 2022, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(PAINKILLER @ 10 Mar 2022, 13:43 )
ხვალ თოვლია გამოცხადებული და მერე -10 მდე ყინვები, ვეღარ დამთავრდა ეს ზამთარი რა....
ასეთი ცივი მარტი მართლაც არ გვახსოვს მე და მსოფლიო დემოკრატიას... :no:
This post has been edited by
kodeqsi
on 12 Mar 2022, 03:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#59000901
· 12 Mar 2022, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემთან მოთოვა და საშინლად ცივა. გუშინ საღამოს დაიწყო თოვა და კოჭამდეა. ახლა მოღრუბლულია, ცოტა დათბა და ხეებიდანაც ცვივა. პროგნოზით, დღეს ასეთი ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია, თუმცა ხვალ ისევ თოვაა. წუხელაც -2 გრადუსი იყო ყინვა და მომდევნო ორი დღეც იმავეს მიჩვენებს (თუმცა ნორვეგიული საიტი -4-ს მიჩვენებს. წუხანდელიც მეეჭვება, რომ -2-ზე უფრო მეტი იყო). 12 აპრილამდე ასეთ არამყარ ამინდს და დაბალ ტემპერატურას მიჩვენებს.
ზედიზედ მეორე წელიწადია, მარტში 3 დღე არაა იმდენად თბილი, ნამყენები რომ გავაკეთო... :( 20-დან მიჩვენებს რამდენიმე დღე დარს და იქნებ მაშინ მოვასწრო, მანამ ისევ თუ არ შეიცვალა და თან მარტის ბოლოს რადენიმე დღით კვალავაც თოვლია და აეც ვიცი, აქვს თუ არა აზრი მყნობას.
კიდევ კარგი, ჯერ ხეხილი არაა გამოსული, თვის ბოლომდე თუ არ გამოიტყუა. ისე ვატყობ, ჩემს ციტრუსებს აპრილამდე არ მოუწევს შეფუთვის მოხსნა. აბა, ბოსტანზე და დახვნა-დათესვაზე ხო ლაპარაკიც არაა. არც ხეხილის შეწამვლაზე. არადა, რამდენი რამე მოვიმარაგე. :D
Aleqto
QUOTE
რანაირი გამოუსადეგარი ყოფილა, თან თუ ხმითაც აწუხებს არემარეს...
ეგზოტიკისთვის წავა, თუმცა, აგერ,
ASIA
აქებს მაგის ხორცს.
ქორ-მიმინოს თუ წალანდა (გურულ სიტყვა-თქმათა ლექსიკონი თან მოჰყვება :D) სადმე, მაგას კი აფრთხობს.
QUOTE
მინდა მარტივად მოსაყვან-მოსავლელი ვცადო, რომ გაამართლოს და მომდევნო სეზონისთვის მუღამი არ დავკარგო.
დასაწყისისთვის მწვანილით სცადე - ქინძი, ოხრახუში, კიტრიც შეგიძლია.
თუმცა მშრალი მიწა თუ არის და თან იშვიატად იქნები იქ, მაშინ ცოტა ძნელია. ან წვეთოვანი უნდა დაუდგა.
ASIA
QUOTE
უმჯობესია ქათამს გამოაჩეკინო, თუ იპოვე სად დებს კვერცხებს.
ამის წიწილებს იოლად ზრდიდი? ხომ ველურია, მაგრამ წიწილები რაღაც ძაან სათუთები არიან, ძნელად გასაზრდელი - ინდაურის წიწილებზე უფრო ფაქიზები და უსუსურები.
QUOTE
მოკლედ სად ვიშოვი აღარ ვიცი,
დასავლეთში მართლა იშვიათად მინახავს, თბილისში კი თუ მოხვდები, დიღმის ბაზრობაზე ადრე სულ ჰყავდათ და ალბათ, ახლაც ეყოლებათ.
Master_Nick
- წიწვოვანების გაკრეჭას როდიდან იწყებ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#59001099
· 12 Mar 2022, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
წიწვოვნებს რომ დათბება გავკრიჭავ. ვაპირებდი ამ უქმეებზე, მაგრამ საკმაოდ აცივდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13658
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08
#59003593
· 12 Mar 2022, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემთან მოთოვა და საშინლად ცივა.
ჩემთანაც, ძაან ცუდი თოვლი მოვიდა სადღაც 15-20 სმ ძალიან მძიმე... ძლივს გამოვთხარე ტუეიები დღეს , მგონი გადარჩნენ გადატეხვას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#59004091
· 13 Mar 2022, 02:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kodeqsi @ 12 Mar 2022, 01:54 )
QUOTE
(PAINKILLER @ 10 Mar 2022, 13:43 )
ხვალ თოვლია გამოცხადებული და მერე -10 მდე ყინვები, ვეღარ დამთავრდა ეს ზამთარი რა....
ასეთი ცივი მარტი მართლაც არ გვახსოვს მე და მსოფლიო დემოკრატიას... :no:
მხოლოდ მარტი რომ იყოს კიდევ არა უშავს, ყოველთვის ურევს ხოლმე ამ დროს, მაგრამ მთელი ზამთარი რომ ყინვები ყოფილიყოს ასე მე მართლა არ მახსოვს, აგარაკზე გათბობა ფაქტიურად სულ ჩართული მაქვს ...
ისე მარტშიც სულ ყინვები და თოვლია გამოცხადებული, თბილისშიც კი, ასეთი მართლა არ მახსოვს, მინიმუმ 10 წელი მაინც...
QUOTE
ჩემთანაც, ძაან ცუდი თოვლი მოვიდა სადღაც 15-20 სმ ძალიან მძიმე... ძლივს გამოვთხარე ტუეიები დღეს , მგონი გადარჩნენ გადატეხვას...
da_to
ხო, ძალიან სველი და სქელი თოვლი იყო გუშინ, ხვალ ისევ გაიმეორებს, თან მერე ყინვაც მოყვება და ალბათ ერთი კვირა არ დადნება, სულ ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდებია თვის ბოლომდე...
ახლა შევედი yr.no-ზე და -6 გრადუსს აჩვენებს და თოვლს... ხვალ უნდა ავიდე და იმედი მაქვს ჭიშკარს გავაღებ რომ მანქანა შევიყვანო ეზოში :D
This post has been edited by
PAINKILLER
on 13 Mar 2022, 02:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#59004641
· 13 Mar 2022, 09:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
საშინელი პროგნოზია მთელი მარტი.
ჩემთან ახლაც თოვს დილიდან.
QUOTE
მაგრამ მთელი ზამთარი რომ ყინვები ყოფილიყოს ასე მე მართლა არ მახსოვს, აგარაკზე გათბობა ფაქტიურად სულ ჩართული მაქვს ...
თებერვალი საკმაოდ თბილი იყო, აქ არ არის ცივი კლიმატი ზოგადად, თბილისის მსგავსი ამინდებია ზუსტად, რა თქმა უნდა ზაფხულში რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურაა და სუფთა ჰაერი, მაგრამ ცივი ზამთარი არ იცის. ისე გათბობა მეც არ გამომირთავს მთელი ზამთარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
GEORGEXIII
V8 HVAC
ჯგუფი: Members
წერილები: 55540
წევრი No.: 206754
რეგისტრ.: 23-August 15
#59004649
· 13 Mar 2022, 10:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბებიაჩემს მთელ ბოტანოკას დაერხა სად მოუთოვა.
This post has been edited by
GEORGEXIII
on 13 Mar 2022, 10:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#59004699
· 13 Mar 2022, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხეები და ვაზი გავსხალი ერთი კვირის წინ და რამე ხომ არ მოუვა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 863
წევრი No.: 167185
რეგისტრ.: 14-May 13
#59004840
· 13 Mar 2022, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემს მიერ დათესილი ტუია სმარაგდი ამოვიდა 1 ცალი, ვნახოთ რა გამოვა, წმინდა ექსპერიმენტია. 100-ზე მეტი თესლი მაქვს ჩაგდებული:)(IMG:
https://img.forum.ge/JDijjiWWiK_Qj.jpg
)
This post has been edited by
rest
on 13 Mar 2022, 11:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
da_to
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13658
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08
#59005174
· 13 Mar 2022, 13:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
QUOTE
ახლა შევედი yr.no-ზე და -6 გრადუსს აჩვენებს და თოვლს... ხვალ უნდა ავიდე და იმედი მაქვს ჭიშკარს გავაღებ რომ მანქანა შევიყვანო ეზოში
ისე გემრიელად თოვს დილიდან, სუ ტყუილად ვაკეთე ბილიკები გუშინ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#59008847
· 14 Mar 2022, 11:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
tavadze
წიწვოვნებს რომ დათბება გავკრიჭავ.
იმედია, ამ წელიწადში გვეღირსება მაგ პროცედურის შესრულება. :D :D
პ.ს. ლონიცერები გაკრიჭე უკვე?
fermina
QUOTE
საშინელი პროგნოზია მთელი მარტი.
კი. ჩემთან მარტის ბოლოს მთელი კვირა მიჩვენებს თოვლს. :baby: :baby:
აქ გუშინაც თოვდა, მაგრამ მიწაზე ვერ დადო, ეგრევე დნებოდა. დღეს ღრუბლიანი ამინდია, აღარ თპვს, მაგრამ ხვალ ისევ თოვაა პროგნოზში.
QUOTE
ხეები და ვაზი გავსხალი ერთი კვირის წინ და რამე ხომ არ მოუვა?
არაფერი არ მოუვა, ნუ გეშინია.
rest
QUOTE
ჩემს მიერ დათესილი ტუია სმარაგდი ამოვიდა 1 ცალი,
საინტერესოა. წარმატებები!
გზადაგზა გაგვიზიარე გამოცდილება.
webdesigner93
- რა ხდება თქვენსკენ, როგორ ხარ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleqto
Crazy Member
ჯგუფი: Members
Aleqto
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3541
წევრი No.: 127880
რეგისტრ.: 24-February 11
#59011541
· 14 Mar 2022, 23:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
კი მწვანილებს ვცდი და კიდევ ხახვი მინდა ვცადო და სტაფილო . ნიორი შემოდგომაზე დავთესე და ამოყოფილი აქვს თავები თუ ყინვამ არ მოსპო,კარგია....
ხახვის და სტაფილოს თესლები ვნახე და თუ იცით რამდენად გამომდგარია?
რამოდენიმე წლის წინ მწვანილის ანგარიშზე მიმობნეული თესლით ყაყაჩო ამობიბინდა მთელ ნაკვეთზე... მის ნახვას კი არაფერი სჯობდა, მაგრამ მაინც ძაან დამწყდა გული და იგივე რომ არ დამემართოს სად შემიძლია კარგი თესლის/ჩითლების ყიდვა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#59011587
· 15 Mar 2022, 00:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(tavadze @ 14 Mar 2022, 11:11 )
Master_Nick
QUOTE
tavadze
წიწვოვნებს რომ დათბება გავკრიჭავ.
იმედია, ამ წელიწადში გვეღირსება მაგ პროცედურის შესრულება. :D :D
პ.ს. ლონიცერები გაკრიჭე უკვე?
ლონიცერები შემოდგომაზე გავკრიჭე კარგად, გაზაფხულზე აღარ მოვკიდებ ხელს, გაზაფხულზე კიპარისებს, სმარაგდებს და ლავანდებს გადავკრიჭავ. ნაძვებს/სოჭებსაც დასჭირდება ხელის შევლება.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
93
94
[95]
96
97
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0544 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.