Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
100
101
[102]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14121
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09
#59124806
· 13 Apr 2022, 19:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო დროა ახალი თემის გახსნის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28245
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#59125856
· 13 Apr 2022, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
QUOTE
ერთ ოთახში ბავშვმა საჩუქარი გამიკეთა და დახატა კედლებზე გადასაღები მაქვს მთლიანად
თუ ბავშვის ოთახია, მე გირჩევ, დაუტოვო მასევე - გადაღებოს, გაერთოს, გააკეთოს თავის ნებაზე, რაც უნდა. ესეც ერთგვარი თვითრეალიზაციაა ბავშვებისთვის, უფროსებს კი კიდევ უფრო დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რა სურთ, რაზე ფიქრობენ ან ოცნებობენ თქვენი შვილები.
QUOTE
ჰო კიდე მეზობლებმა ვიყიდეთ ტუიას 200 ძირი და ქუჩაში და სკვერში უნდა ჩავრგოთ , გავამწვანოთ არემარე ,
კარგი საქმე გიქნიათ. ბევრი ასეთი ინიციატივა მთელ ქვეყანაში.
QUOTE
ეს რა კარგი ამბავია , წარმომიდგენია როგორ გიხარია ,
გულის ფანცქალით ვუახლოვდებოდი თითოეულ ნამყენს, რა მდგომარეობაშია-მეთქი და ბაშვივით მიხაროდა, დაბერილ კვირტებს რომ ვხედავდი. თბილისიდან ჩასვლისთანავე დავიარე მთელი ეზო. :D 10-მდე ნამყენი გავაკეთე და მხოლოდ ერთს არ ეტყობოდა სასიკეთო ნიშნები. თუმცა, ეტყობა, ის ხე არ ვარგა სანამყენედ - ალბათ, არაა მწარე: 3 წლის წინაც დავამყენით მასზე, მაგრამ არც მაშინ გაიხარა. თუმცა ის ვირტები სხვა ხეზეც მაქვს დამყნილი და ის კია დაბერილი - შავი ქლიავია.
მაგ სანამყენე კვირტებისთვის ლამის მეორე სოფელში ვიყავი გასული. :D 2 წელია, ვაგროვებ ინფორმაციას, ვის რა უდგას ეზოში გამორჩეული და კარგი ხილი. :D
მეორე დღეს წინა წლების ნარგავებს ჩამოვუარე და ერთმა ვაშლმა გამაოცა - შარშან დარგულს წლეულს უკვე რამდენიმე კვირტი ჰქონდა გაშლილი. ჯიში არ ვიცი, მაგრამ ლოტკინზე მაქვს ნაყიდი, გაბუნიების სანერგეში. იმედია, ეს ყიამყრალი ამინდი არ გააფუჭებს კვირტებს და წლეულს ბევრმა ახალმა ნერგმა უნდა მომცეს ნიშანი. ატმები უკვე გადაპენტილი იყო, ვაშლები, მსხლები, ქლიავები კი ემზადებოდნენ ასაყვავებლად.
Master_Nick
QUOTE
tavadze
მე ამ უქმეებზე გავკრიჭე ყველაფერი.
ესე იგი, რომ ჩავალ, აღდგომამდე თუ მოვასწარი, მეც უნდა გავკრიჭო.
ჩემი ხამეციპარისები, კვიპაროსები, ღვიები ძალიან შელახა თოვლმა. :( ამ ზაფხულს მეტ-ნაკლებად ყველა მოიწესრიგებს თავს, მაგრამ რომ ვუყურებ, მენანებიან... ლიმნის კვიპაროსი ხომ გადამიტეხა (თუმცა უკვე კარგად კი დაიბუჩქა), ხამეციპარისი და ერთი გართხმული ღვიაც მაგრად დამიზიანა.
იმ ჩემი ოქროსფერი პირამიდული ტუიებიდან მეორეც გაშავდა-გაყავისფერდა. :( ესეც კიდევ ერთი მაგალითი, რომ კერძო მებაღეს, თუნდაც ოჯახიდან ყიდდეს (თუ კარგად არ გყავს გამოცდილი), არ უნდა ენდო. ვითომ თავის მიწიანად, შეფუთული კი გამომიგზავნა, მაგრამ ის მიწა ისე იყო გამხმარ-ჩაშლილი, ფესვები მაინც ღიდა ჰქონდა დარჩენილი. თან, 3 დღეში ახალამოღებული, ნესტიანი მიწა ისე არაფრით არ გახმებოდა - ეტყობა, ადრინდელი მოთხრილები ეწყო ისე შეფუთული.
QUOTE
ბიოდეპოზიტი
ეს წლეულს იყიდე სადმე თუ ძველი გქონდა შემორჩენილი?
მე ვერ მივაგენი ვერსად.
იმ კოქტეილის შესხურება უკვე ხომ შეიძლება?
პ.ს. ხალხნო, ეს სანერგე დაგაინტერესებთ - როუზ ჰოლის განაყოფი სანერგეა: ეგ დარჩა საგურამოში, როუზ ჰოლი კი თბილისში გადმოვიდა, სან ზონაში. მაგათ ვარდები არა აქვთ, უფრო წიწვოვანებზე და დეკორატიულებზე მუშაობენ.
https://www.facebook.com/GreenHall-%E1%83%9...00991675713221/
This post has been edited by
tavadze
on 13 Apr 2022, 23:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#59126031
· 14 Apr 2022, 00:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
შარშან ვერ იყო კარგად, მერე შემოდგომისკენ გამოსწორდა და ზამთარს კარგად მომზადებული შეხვდა. ეხლა გაზაფხულზე რა დაემართა ვერ გავიგე.
ცუდი გრძნობაა , მეც გამომიცდია არაერთხელ. ნაძვები მაწვალებდნენ ხოლმე , ვერ ვადგენდი მიზეზს რა არ მოსწონდათ , ბოლო დროს "დავალაგეთ" და ხარობს ყველაფერი რაც დარგულია :D
tavadze
QUOTE
თუ ბავშვის ოთახია, მე გირჩევ, დაუტოვო მასევე - გადაღებოს, გაერთოს, გააკეთოს თავის ნებაზე, რაც უნდა. ესეც ერთგვარი თვითრეალიზაციაა ბავშვებისთვის, უფროსებს კი კიდევ უფრო დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რა სურთ, რაზე ფიქრობენ ან ოცნებობენ თქვენი შვილები.
კი , გეთანხმები ნამდვილად ეგრეა , უბრალოდ რაც ახლა მოხატა არაა მისი ოთახი :D თავის ოთახში სულ ხატავს , ასე ფარეხის კედლებსაც ალამაზებს , რო აავსებს თუ უნდა გადავღებავ და ახლიდან იწყებს ხოლმე და ასე.
QUOTE
კარგი საქმე გიქნიათ. ბევრი ასეთი ინიციატივა მთელ ქვეყანაში
ჰოო გამწვანება და ეკოლოგია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია , წლებია ვცდილობ გავამწვანო სხვადასხვა ადგილები , კუს ტბის ირგვლივაც ბევრი ნერგი მაქვს საკმაოდ დარგული. ქვეყნისთვის ეკოლოგია და თავდაცვა პრიორიტეტულ დარგებად მიმაჩნია , რაც ჩემ ძალებშია , ვცდილობ რაღაც გავაკეთო პოზიტიური.
QUOTE
გულის ფანცქალით ვუახლოვდებოდი თითოეულ ნამყენს, რა მდგომარეობაშია-მეთქი და ბაშვივით მიხაროდა, დაბერილ კვირტებს რომ ვხედავდი. თბილისიდან ჩასვლისთანავე დავიარე მთელი ეზო. 10-მდე ნამყენი გავაკეთე და მხოლოდ ერთს არ ეტყობოდა სასიკეთო ნიშნები. თუმცა, ეტყობა, ის ხე არ ვარგა სანამყენედ - ალბათ, არაა მწარე: 3 წლის წინაც დავამყენით მასზე, მაგრამ არც მაშინ გაიხარა. თუმცა ის ვირტები სხვა ხეზეც მაქვს დამყნილი და ის კია დაბერილი - შავი ქლიავია.
მაგ სანამყენე კვირტებისთვის ლამის მეორე სოფელში ვიყავი გასული. 2 წელია, ვაგროვებ ინფორმაციას, ვის რა უდგას ეზოში გამორჩეული და კარგი ხილი.
მეორე დღეს წინა წლების ნარგავებს ჩამოვუარე და ერთმა ვაშლმა გამაოცა - შარშან დარგულს წლეულს უკვე რამდენიმე კვირტი ჰქონდა გაშლილი. ჯიში არ ვიცი, მაგრამ ლოტკინზე მაქვს ნაყიდი, გაბუნიების სანერგეში. იმედია, ეს ყიამყრალი ამინდი არ გააფუჭებს კვირტებს და წლეულს ბევრმა ახალმა ნერგმა უნდა მომცეს ნიშანი. ატმები უკვე გადაპენტილი იყო, ვაშლები, მსხლები, ქლიავები კი ემზადებოდნენ ასაყვავებლად.
ძალიან კარგი გრძნობაა , ზუსტად ვიცი რაცაა და როგორ მიხარია რომ გაქვთ ბევრს საშუალება მაგით ტკბობის. სამწუხაროდ არ მაქვს სივრცე მსხმოიარე ნერგებისთვის , სულ რამდენიმე მაქვს და ძალიან მიყვარს თითოეული.
P.S. წელის ტკივილმა მთლად ვერ დამაპაუზა , რაღაცები გავაკეთე მაინც , ბოსტანი გამომივიდა კოხტა და ლამაზი , ჩავყარე თესლები სხვადასხვა რაღაცეების და ველი როდის წამოყოფენ თავს , ცოტა სიცივემ მოუჭირა ახლა და სითბოს დადგომასთან ერთად ამოვლენ ალბათ. ფარეხის სახურავიც გავაკეთე , ნუ მე რა , ხელოსნებმა გააკეთეს :D ძველი ტოლი სულ ავყარეთ , ჰიდროიზოლაცია წაუსვეს მთელ პერიმეტრზე , ცელოფანი გადაჭიმეს და ზევიდან 2 ფენა ტოლიც დააგეს , აწი მემგონი აღარ უნდა მეშინოდეს წყლის ჩამოსვლის. რაღაც მიზეზის გამო ძალიან ხშირად დავდიოდი ფარეხის სახურავზე და ალბათ მაგის გამო დავაზიანე ტოლი , ზედ სიარული ხო არ შეიძლება.
This post has been edited by
webdesigner93
on 14 Apr 2022, 00:44
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
100
101
[102]
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0410 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.