Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
23
24
[25]
26
27
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
rest
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 863
წევრი No.: 167185
რეგისტრ.: 14-May 13
#58045457
· 23 Jun 2021, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
არის მანდ კარგი ნაკვეთები, არის კარგი ბუნება ტყე და ასე შემდეგ, წყალი არის სარწყავი, ხალხი როგორი ცხოვრობს პატიოსანი მშრომელი თუ ....?!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80534
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#58045462
· 23 Jun 2021, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რამხელა ფართია შენი?
fermina
მარტო ეზო 1000 კვადრატია, ხეხილის ნაკვეთი კიდევ 800...
QUOTE
30 კმ-ია თბილისამდე, ზოგს ებევრება შეიძლება. მაგრამ გზა არის ისეთი, 25 წუთში ხარ აღმაშენებლის ხეივანში.
იგივე მანძილზე ვარ მეც, მხოლოდ გზა ცოტა უფრო მეტად არის დატვირთული, განსაკუთრებით საღამოობით (კვირას საერთოდ კოშმარია), მაგ მხარეს უფრო თავისუფალი გზაა
QUOTE
ცოტა ხანში დაედება ფასი აქაურობას. ულამაზესი რეგიონია.
კასპიდან რა მანძილია? ავტობანის გავლით რამდენი ხანი სჭირდება თბილისამდე? დასახლება თუ მოიმატებს, გზაც გაპრობლემდება...
QUOTE
ტაბახმელა / წავკისს ვფიქრობდი ,
webdesigner93
კანარის კუნძულებზე უფრო იაფად იყიდი :D
This post has been edited by
PAINKILLER
on 23 Jun 2021, 17:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58045509
· 23 Jun 2021, 17:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rest
QUOTE
fermina
არის მანდ კარგი ნაკვეთები, არის კარგი ბუნება ტყე და ასე შემდეგ, წყალი არის სარწყავი, ხალხი როგორი ცხოვრობს პატიოსანი მშრომელი თუ ....?!
მოკლედ ნაკვეთები რა თქმა უნდა არის, გაკითხვა და მოძებნა უნდა. ბუნება ჩემი აზრით ერთ-ერთი ულამაზესია, მთაცაა, ტყეცაა, ჩემს სოფელში მდინარეცაა, აი მდინარის პირად ნაკვეთი გაიყიდა ამას წინათ 3 $-ად, მაგრამ ისე უფრო ძვირია, სარწყავი წყალი მე მაქვს არხის სახით შემოდის. ისე წყალი სამწუხაროდ ჭა/მატორზე. ხალხის რა გითხრა, მე შემხვდა არაჩვეულებრივი მეზობლები და სხვას არავის ვიცნობ, შიდა ქართლია რა, ქართლისთვის დამახასიათებლი სახასიათო შტრიხებით :)
PAINKILLER
QUOTE
კასპიდან რა მანძილია? ავტობანის გავლით რამდენი ხანი სჭირდება თბილისამდე? დასახლება თუ მოიმატებს, გზაც გაპრობლემდება...
კასპიდან ჩემამდე 10 კმ, ავტობანის გავლით ერთი ორჯერ წამოვედი, დრო რაც კასპიდან თბილისამდე უნდა + 15 წუთი, მაგრამ არ ღირს. მითუმეტეს თელადგორი უფრო ნიჩბისი-დიდგორის მხარესაა, ბევრად ახლოსაა მცხეთა-არმაზი-ძეგვიდან და როგორც ვთქვი, გზა სულ თავისუფალია ამ ეტაპზე დღის და კვირის ნებისმიერ მონაკვეთში.
ჩემგან სამ კილომეტრში არის წიწვოვანი ტყე მაღლა მთაში, საოცარი ბუნებაა, იქვე სოფელი გუდალეთი.
თვითონ ჩემ სოფელში ყველაფერია, მაღაზიებს რომ თავი დავანებოთ, უკარგესი საკალმახეა ისეთი ლამაზი, ტირიფებში ჩაფლული და უგემრიელესი სამზარეულოთი, ასევე ნოსტეს ქათმის ფერმაც აქაა, მოკლედ ნატურალური და გემრიელი პროდუქტებიც არის შიგ სოფელში, თუ არადა კასპის ბაზარში, და კიდევ უკეთესი, აქედან გორის მიმართულებით პირველივე სოფელია ახალქალაქი და იქ კვირაობით ბაზრობა იმართება ხოლმე, გლეხებს გამოაქვთ საკუთარი პროდუქტები.
ხო, გარიყულა, ერთაწმინდა და რკონის ულამაზესი ხეობაც აქვეა, ასევე ქვათახევის სამონასტრო კომლექსიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80534
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#58045611
· 23 Jun 2021, 17:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხო, გარიყულა, ერთაწმინდა და რკონის ულამაზესი ხეობაც აქვეა, ასევე ქვათახევის სამონასტრო კომლექსიც.
fermina
ეგ მხარე მართლა ძალიან ლამაზია :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58045757
· 23 Jun 2021, 18:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
QUOTE
fermina
ეგ მხარე მართლა ძალიან ლამაზია
ხოდა ეგაა რა, მე მთლად ამ ყველაფრის ცენტრში ვარ, თან ამაღლებულზე და არა სოფლის შუაგულში.
აქაც კი ცხელა ახლა მაგრამ ნიავი მაინც უბერავს და ეს დიდი შვებაა, უფრო გვიან საღამოს უკვე კარგი სიგრილეა.
მე არ ვიყავი აქეთ მანამდე ნამყოფი და რასაც ქვია მონუსხული ვარ აქაურობით. კიდევ ბევრი რამ დამრჩა სანახავი.
This post has been edited by
fermina
on 23 Jun 2021, 18:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11321
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#58045922
· 23 Jun 2021, 19:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
30 კმ-ია თბილისამდე, ზოგს ებევრება შეიძლება. მაგრამ გზა არის ისეთი, 25 წუთში ხარ აღმაშენებლის ხეივანში
კავთისხევში ვიყავი და მინიმუმ 40 წუთი უნდა, 44 კმ წერს. გზა ისეთია ფიზიკურად ვერ ივლი ჩქარა, თან ერთი ზოლი. მგონი მუხრანში უფრო მალე მიხვალ ვიდრე მანდ.
QUOTE
3 $-ადაც შეიძლება რაღაცის ყიდვა და უფრო ნაკლებადაც
2კ-ში ყიდდა ერთი მიწას, 600კვ-ზე მეტი იყო. მივედი და წამოვედი. 3$ კვ. პატარა ლილოში ღირდა, 5$ შეიძლება ეხლაც იყიდო, ვარკეთილიდან 5 წუთია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58046022
· 23 Jun 2021, 19:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
კავთისხევში ვიყავი და მინიმუმ 40 წუთი უნდა, 44 კმ წერს. გზა ისეთია ფიზიკურად ვერ ივლი ჩქარა, თან ერთი ზოლი. მგონი მუხრანში უფრო მალე მიხვალ ვიდრე მანდ.
მასწავლე ახლა, ყოველდღე დავდივარ. აღმაშენებლის ხეივნიდან (თბილისი მოლიდან) ზუსტად არის 30 კილომეტრი ცენტრამდე, 25 წუთში ვარ მე პირადად ცენტრში. ორხევიდან კი არის შორს, მე დავწერე აღმაშენებლის ხეივანი.
QUOTE
2კ-ში ყიდდა ერთი მიწას, 600კვ-ზე მეტი იყო. მივედი და წამოვედი. 3$ კვ. პატარა ლილოში ღირდა, 5$ შეიძლება ეხლაც იყიდო, ვარკეთილიდან 5 წუთია.
შეადარე ახლა ლილო და კავთისხევი და ნიჩბისი :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11321
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#58046066
· 23 Jun 2021, 19:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
მასწავლე ახლა, ყოველდღე დავდივარ. აღმაშენებლის ხეივნიდან (თბილისი მოლიდან) ზუსტად არის 30 კილომეტრი ცენტრამდე
http://ge.toponavi.com/2817-135493
შენ სად ხარ არ ვიცი. აშკარად შორი მომეჩვენა, თუ ჩაადგი და ისე იარე არ ვიცი, მაგრამ მე იქ ჩასადგმელი გზა ვერ ვნახე.
QUOTE
შეადარე ახლა ლილო და კავთისხევი და ნიჩბისი
ლილო მარტო ის არაა ზმანის საყიდლად რო დადიხარ :D პატარა ლილო საერთოდ სხვაგანაა. საცხოვრებლადაც კაია, ქალაქთან ახლოა, იქ კიდე მარტო სააგარაკედ გამოდგება, ყოველდღე რო მაქედან ვიარო, გავაფრენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58046102
· 23 Jun 2021, 19:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
შენ სად ხარ არ ვიცი.
სად ვარ რა შუაშია, გეუბნები გაზომილი მაქვს კილომეტრაჟიც და დროც, თბილისი მოლიდან არის ზუსტად 30 კილომეტრი და მე ამ მანძილს 25-30 წუთში ვფარავ.
ლილოსგან განსხვავებით ეს მხარე უფრო მომწონს, გზაც - მცხეთას და არმაზის ხეობას გაივლი ბოლო-ბოლო.
შენ იყიდე ლილოში, გემოვნებაზე არ დავობენ.
* * *
QUOTE
(Faulkner)
ლილო მარტო ის არაა ზმანის საყიდლად რო დადიხარ
ახლა ამაზე რა პასუხს ელოდები, უნდა გიპასუხო, რომ ლილოში არ ვიზმანები?
ყოველდღე სიარულიც პირობითად დავწერე, სამ დღეში ერთხელ დავდივარ, კარგი.
და სახლიდანაც ეს მიმართულება უფრო მაწყობს, ვიდრე ლილო. ვარკეთილიდან რა თქმა უნდა შორია და ლილო უფრო ახლოსაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11321
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#58046147
· 23 Jun 2021, 20:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
სად ვარ რა შუაშია
იქნებ მეც ვყიდულობ :D სადღაც მარჯვნივ გადავუხვიეთ და მილეწილი გზები და ქოხები, და სადღაც მთასთან იყო მიწა, 200 მეტრის მოშორებით სახლებიდან და სუ ჩირჩილები დაფრინავდნენ, ჭაობი იყო თუ რა, არ ვიცი. ცენტრი სადაა მანდ?
QUOTE
გეუბნები გაზომილი მაქვს კილომეტრაჟიც და დროც, თბილისი მოლიდან არის ზუსტად 30 კილომეტრი და მე ამ მანძილს 25-30 წუთში ვფარავ
ხო, არ ვიცი. შეიძლება გზის პონტში მომეჩვენა. მირჩევნია ცოტა მეტი გავიარო და წესიერი გზა იყოს, ვიდრე მოკლე გზა უფრო ნაკლებ დროში დავფარო არაკომფორტული გზის გამო. ნატახტარამდე 25 კმ-ა, მაგრამ სუ გრიალით ჩადიხარ ავტობანით.
დაათვალიერე. გასლიკინებული ტრასაა ეხლა, თან ზღვასთან. ცოტა ხანში მანდ ივერთუბანი 2 გაიჩითება.
https://improvements.tbilisi.gov.ge/news/2283
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58046169
· 23 Jun 2021, 20:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
იქნებ მეც ვყიდულობ სადღაც მარჯვნივ გადავუხვიეთ და მილეწილი გზები და ქოხები, და სადღაც მთასთან იყო მიწა, 200 მეტრის მოშორებით სახლებიდან და სუ ჩირჩილები დაფრინავდნენ, ჭაობი იყო თუ რა, არ ვიცი. ცენტრი სადაა მანდ?
კავთისხევის ცენტრი არის სადაც წრე კეთდება და ერთი გზა კასპისკენ უხვევს. სოფლის ცენტრია ჩვეულებრივი, მაღაზიებით და ასე შემდეგ. ცენტრიდან თბილისი მოლამდე არის ზუსტად 30 კილომეტრი
კაი ხო ჭაობია. ლილოს მიაწექი.
რაზე მეკამათები ვერ ვხვდები. მშვენიერი ასფალტიანი გზა მიდის და სულ თავისუფალია ხოლმე, არანაირი ჩადგმები არაა საჭირო, რომ 30 წუთში მაქსიმუმ იქ იყო. თელათგორი, წინარეხი, ნიჩბისი, გომიჯვარი კიდევ უფრო ახლოსაა.
თუ სამგორში ან ვარკეთილში ან მაქეთ რომელიმე უბანში ცხოვრობ, რა თქმა უნდა უფრო გაწყობს ლილო და კახეთის მხარე. ან თუნდაც თეთრიწყაროსკენ მშვენიერი ადგილებია.
მე ორმოცი წუთი მარტო მაქამდე დამჭირდება სახლიდან.
თან აქ ისეთი ადგილებია ირგვლივ, მარტო ამიტომ მიღირს აქაურობა, ჩამოვთვალე წინა პოსტში.
This post has been edited by
fermina
on 23 Jun 2021, 20:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58046206
· 23 Jun 2021, 20:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფერმინა
რომელ ადგილზეა საუბარი ? ანუ სად გაქვთ ახლა ნაკვეთი ?
QUOTE
რაღა ნაფეტვრები და რაღა თბილისი
ახლა წყნეთში ვცხოვრობ , ესეც ასეა , თბილისია რა. შეჩვეული ვარ აქაურობას და ძალიან მიყვარს , მაგრამ აქ მიწას ვეღარ ვიყიდი , მე როცა ვიყიდე , 130 დოლარი გადავიხადე კვ/მ-ში და ახლა ეგ ფასი აქ ყველაზე ცუდ ადგილებშიც კი აღარაა :(
ერთი მხრივ რაღა წყნეთი და რაღა თბილისი , მესმის ეს მიდგომა , განტვირთვა , მეტი ჰარმონია ბუნებასთან და ა.შ. გვინდა , უბრალოდ მე ყოველდღიურად დავდივარ თბილისში და ზუსტად ესაა ოპტიმალური წერტილი ჩემთვის , ვცხოვრობდე ქალაქთან ახლოს , მოწყობილ დასახლებაში , სადაც ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად გამართულია. აი აგარაკად რომ ვყიდულობდე , სხვა მიდგომა მექნებოდა , მაგრამ მე მთელი წელი აქ ვცხოცრობ. არადა ცოტა მეტი ეზოც ძალიან მინდა , მართლა არაფრის ადგილი არ მაქვს :D თქვენი ეზოების მერე ჩემი რო გაჩვენოთ , გაგეღიმებათ ალბათ )) 400-500 კვ/მ რომ მქონდეს ეზო , მხოლოდ ეზო , უკვე კმაყოფილი ვიქნები.
QUOTE
3 $-ადაც შეიძლება რაღაცის ყიდვა და უფრო ნაკლებადაც
ეს გადასარევი ფასია და 1 წამითაც არ ვიფიქრებდი , მაგრამ სავარაუდოდ მთელი წელი საცხოვრებლად არ იქნება მთლად მოწყობილი ინფრასტრუქტურა :(
* * *
PAINKILLER
QUOTE
კანარის კუნძულებზე უფრო იაფად იყიდი
ბიუჯეტის ზედა ჭერი არის 20 ათასი დოლარი რა , მინიმუმ 400კვ/მ მაინც მინდა , სასურველია 500 ან 600 და მერე უკვე ნელ ნელა მივხედავდი მშენებლობას. მაგრამ წავკისი/ტაბახმელაში , დასახლებულ ადგილებში მაგ ფასად ვერაფერი ვნახე :D
* * *
fermina
ახლაღე ვნახე პოსტები. უკვე დეტალურად გილაპარაკიათ ადგილზე. კი , ეგ მხარე ვიცი და მართლაც გადასარევი ბუნებაა მაქეთ. მაგრამ ყოველდღე და ხანდახან დღეში 2ჯერ თბილისში ჩასვლა/ამოსასვლელად არ გამომადგება სავარაუდოდ. უფრო სააგარაკე ადგილებია თუ სწორად ვხვდები.
This post has been edited by
webdesigner93
on 23 Jun 2021, 20:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11321
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#58046259
· 23 Jun 2021, 20:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
კაი ხო ჭაობია
ნახე თუ გინდა, იქნებ იყიდო :D ჭაობია თუ რაა არ ვიცი, მაგრამ ჩირჩილები იყო, ნისლი იდგა. მგონი ცენტრამდეა.
QUOTE
მშვენიერი ასფალტიანი გზა მიდის და სულ თავისუფალია ხოლმე
რავი, მე არ მომეწონა. ცალკე ბუგაროკები, მიხვეულ-მოხვეულები, მომენტებში დატალღული, ზოგგან იამკები, ფაქტია 50-60-ზე ზევით ვერ ავაწევინე მანქანას, არ იყო შანსი.
QUOTE
ან თუნდაც თეთრიწყაროსკენ მშვენიერი ადგილებია
ეს სადაა?
webdesigner93
QUOTE
მაგრამ წავკისი/ტაბახმელაში , დასახლებულ ადგილებში მაგ ფასად ვერაფერი ვნახე
სადღაც 1-2 წლის წინ მანდაც მუქთა იყო.
ამათმა 1200 კვ. იყიდეს მგონი 11კ-დ :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25269
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#58046313
· 23 Jun 2021, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
წყნეთს კი არ ვიწუნებ, არც წავკისს და ტაბახმელას :) უბრალოდ მართლა ასტრონომიული ფასებია.
QUOTE
ეს გადასარევი ფასია და 1 წამითაც არ ვიფიქრებდი , მაგრამ სავარაუდოდ მთელი წელი საცხოვრებლად არ იქნება მთლად მოწყობილი ინფრასტრუქტურა
* * *
კი, უფრო აგარაკია, უბრალოდ მე გამიმართლა რომ დისტანციურად ვმუშაობ და ყოველდღე არ მიწევს სამსახურში თბილისში სიარული, თუმცა ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ყველაფერია, გაზი არის ბუნებრივი, ინტერნეტი არის, წყალიც ზოგ უბანში მუდმივია, სადაც არა, ჭა ითხრება 15-20 მეტრზე, ზოგან უფრო ნაკლებზეც.
არც ყოველდღე სიარული გამიჭირდებოდა, რომ არა ბენზინის ახლანდელი ფასები და თბილისური საცობები :)
მაგრამ გეთანხმებით, მაინც უფრო სააგარაკეა, თან მე დიდად არ მხიბლავს ეს ბეტონის უზარმაზარი გალავნები და პეროიანი სასტავი, მაგალითად რაც საგურამოშია და ამ მხრივ აქ სრული იდილიაა, ჩემი ადგილია თან ძალიან იზოლირებული და მყუდრო. ანუ თან სააგარაკე ადგილია, თან ჩვეულებრივი სოფელია.
* * *
Faulkner
QUOTE
ნახე თუ გინდა, იქნებ იყიდო
კაი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#58046424
· 23 Jun 2021, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
გადასარევი, ესეიგი ჯერ უბრალოდ დაუფასებელია მაქაურობა.
QUOTE
თან მე დიდად არ მხიბლავს ეს ბეტონის უზარმაზარი გალავნები და პეროიანი სასტავი
მეც საერთოდ არ მხიბლავს ეს ყველაფერი , რომ იყოს საშუალება , პირდაპირი გაგებით სოფელში ცხოვრება მირჩევნია გურიაში მაგალითად :) უბრალოდ რა ვაკეთო იქ , რით ვიარსებო. რეალობა ისაა რომ მიჯაჭვული ვარ თბილისს , თუმცა ამავდროულად ვერ ვგუობ ქალაქის დაბინძურებას და ქაოტურ გარემოს და ზუსტად მაგის ოპტიმალური წერტილები მგონია წყნეთი , წავკისი , ტაბახმელა და ა.შ. მაგრამ დღევანდელი ფასები არარეალურად მიმაჩნია , ამდენი უბრალოდ არ უნდა ღირდეს :)
QUOTE
უბრალოდ მე გამიმართლა რომ დისტანციურად ვმუშაობ და ყოველდღე არ მიწევს სამსახურში თბილისში სიარული
ნუ ეს ბოლო პერიოდი მეც საქმის ნაწილს კი ვაკეთებ დისტანციურად , მაგრამ მალე სრულად დავუბრუნდები ოფისის ცხოვრებას , თანაც ჩემი მეუღლე ექიმია და ფიზიკურად ვერც იქნებოდა და იქნება დისტანციურ რეჟიმზე :D ამიტომ მუდამ მიდი/მოდი გვიწევს და უარესი ისაა , რომ ჩვენი გრაფიკები ერთმანეთს ვერ ემთხვევა :( ცალ ცალკე მიდი მოდი გვაქვს .... შეიძლება რაიმე სტიგმა მაქვს ტვინში ჩადებული და მაგიტომ მეშორება ყოველდღე სასიარულოდ და ძალიანაც ვცდები , ბოლო ბოლო რამდენი ქვეყანა ვიცით სადაც სამსახურამდე ყოველდღიურად დიდ მანძილებს გადიან , მაგრამ ჩვენ რეალობაში რატომღაც ვერ ვსვამ მაინც :)
QUOTE
რომ არა ბენზინის ახლანდელი ფასები
თორემ ეს შეიძლება დააბალანსოს და გადაწონოს კიდეც მიწის არერეალურად ძვირმა ფასმა მაგალითად წავკისში.
დიდ დაბნეულობაში ვარ რა )) არადა ძალიან ვარ მოწადინებული რომ რამე ვქნა და გავფართოვდე :D ამ სახლს გავაქირავებ და ესეც იქნება შემოსავლის ალტერნატიული წყარო და ამაშენებინებს სახლს , სადაც ვიყიდი მიწის ნაკვეთს.
* * *
Faulkner
QUOTE
ამათმა 1200 კვ. იყიდეს მგონი 11კ-დ
100 დოლარზე ნაკლები მაქ დღეს არაა და განა როდის იყიდეს მაგ ფასად ))
This post has been edited by
webdesigner93
on 23 Jun 2021, 20:57
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
23
24
[25]
26
27
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0380 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.