Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(102)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩემი ნაკვეთი
, ნაწილი II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57949863
· 28 May 2021, 00:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
ციცარს კატა შეჭამს? :D შენ არ იცი ეგ რა ფრინველია, იქეთ არ შეჭამოს კატაც და ძაღლიც. იყიდება ციცრები, გაკითხვა უნდა. ეზოს პირველი სანიტარია. დედალ მამალი იყიდე და კვერცხიც გექნება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#57950118
· 28 May 2021, 01:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
tavadze
გაუმარჯოს, ნაძვის ამბავი როგორ არის, მოასწარი ყიდვა?
ხომ ვთქვი წეღან - ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა-მეთქი. :D მსგავსი არაფერი იყო იმ დღეს დომინოში. ვერცხლისფერები იყო, მაგრამ 198 ლარი ღირდა.
PAINKILLER
QUOTE
სამაგიეროდ ასეთი ბინადრებიც მყავს
რაც მაგათ ვერ ვიტან!!! არადა, არ მეშინია, აი, რაღაცნაირად მეზიზღებიან. თუმცა მოსაკლავად მეცოდებიან - მაინც ცოცხალი სულია-მეთქი და ვუშვებ, :D მაგთაც და გველებსაც.
ამ დღეებში ჩემი ეზოს რაღაც ნაწილი - ბოსტანის გვერდით მეზობელმა დახნა, სიმინდი დათესა. ალბათ, 15 წლის დაუმუშავებელი მიწა იყო და რამდენიმე ამოვარდა - გველიც და ეგეც, ჩვენსკენ ძლოკვს ვეძახით... ტრაქტორიტს ვუთხარი, არადა, ჩვენ რა მშვიდად დავაბიჯებთ ამ მიწაზე და შიგ თურმე რეები ხდება-მეთქი...
ციცარი მართლაც ემტერება მაგათ - მცურავებსაც და ხოჭოებსაც, მაგრამ საშინლად ხმაურიანი ფრინველია - ნუ, ფარშევანგზე და ბატებზე მეტად არა, მაგრამ მაინც. თან - ნახევრად ველურია, ვერ მიეკარები. კატა და ძაღლი კი ვერაფერს დააკლებს - ნიკასაც დაუწერია მაგაზე.
ბაზრობებზე იყიდება. დიღმის ბაზარში გადი - ფრინველების ბაზრობაზე, ეყოლებათ აუცილებლად.
Master_Nick
QUOTE
დედალ მამალი იყიდე და კვერცხიც გექნება.
კვერცხს მხოლოდ უჩუმრად თუ ააცლი, თორემ თუ წაგლანდა ბუდესთან, აუცილებლად სხვაგან გადაინაცვლებს. თუმცა პატარა ეზოში ვერსად დაგემალებათ.
პ.ს. ხალხნო, წეღან დამავიწყდა დაწერა და ბიოდეპოზიტი დღეს დიდუბეში, გელას მაღაზიაში აღმოვაჩინე - 1-ლიტრიან ბოთლებში, ლიტვის წარმოების, 60 ლარი ღირს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Გთხოვთაირჩიოთნიკი
Super Member
ჯგუფი: Registered
Გთხოვთაირჩიოთნიკი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 331
წევრი No.: 259821
რეგისტრ.: 18-November 20
#57950332
· 28 May 2021, 06:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყვავილებისთვის და ვარდებისთვის ქიმიური სასუქი მინდა
ბიოლოგიური რატომ მივცე ვერ ვხვდები
ხომ არ ვჭამ?
ქიმიური რომ გაცილებით ეფექტურია მგონი უდავოა
ხოდა კაროჩე აქ არ დავიწყე მარჩიელობა
ნეტში მოვიძიე და საუკეთესო გამოვწერე:
(IMG:
https://img.forum.ge/PSijWi69iJNno.png
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57950394
· 28 May 2021, 08:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
fermina
გაყავი ეგ ეზო, ერთი ნაწილი ეზოდ დატოვე, სადაც დეკორატიულებს დარგავ და უფრო საშენო საქმეებით დაკავდები. მეორე ნაწილში კი დარგე კაკალი, ნუში, თხილი, მეტი არაფერი.
მთელი დღე თუ ეზოს რწყვას უნდები, როდისღა უნდა დაისვენო. აშკარად იჩქარე გადაწყვეტილების მიღებისას. 600 კვ მ მეტი არ უნდა გეყიდა.
ესეც მაქვს იდეაში გაკეთებული, სახლის წინ ნაწილი არის ტალავერი და პატარა ბაღი, და გვერდით მოზრდილ ტერიტორიაზე ხეხილი, კაკლები, შინდი და აშ.
მიუხედავად ყველაფრისა, არ ვნანობ, იმდენად კარგი ადგილია, მყუდრო, იზოლირებული და ეზოც იყოს რა, კი ვწუწუნებ, მაგრამ მოევლება ყველაფერს ნელ-ნელა. მომავალი წლიდან უფრო კარგაფ მივხედავ ამ ხეხილსაც და ბაღსაც, ახლა მოთელვა იყო რასაც ქვია და თან ამხელა საქმე გავაკეთე ტალავერის სახით, რაღაცეები დავრგე კიდეც დეკორატიულიც (შენ როგორც თქვი ადრე, ბევრი შეცდომა დავუშვი ძალიან და მომავალში მარადმწვანეებით ჩავანაცვლებ ბევრ რამეს მანდ) და ხეხილიც და უკვე გეგმიურად მივყვები მოვლის საქმეს.
პ.ს. ვარდომანიამ ჯერ კიდევ არ გადამიარა, ფბ-ზე ვარდების სანერგეების ფოტოებმა აშკარად ობსესია დამმართეს, ახლა ბრიტანეთში ოსტინის სელექციური ვარდების სანერგეს გვერდიც შემომელაიქა და სულ გადავირიე :) ყველა მინდა. არადა ცხოვრებაში ვარდით არ დავინტერესებულვარ და არც მომწონდა დიდად.
* * *
ერთი შეკითხვაც მაქვს, წარმოდგენა თუ მაინც გაქვთ, სიტყვაზე ვინმეს რომ გავათიბინო ეზო - 1700 კვ. მეტრი (სახლიანად), ნაწილში არის მაღალი მაგრამ არაუხეში ბალახი, ნაწილი ალაგ-ალაგ, დაახლოებით რამდენი უნდა გადავუხადო? ანუ ეზოს გათიბვა თავისივე აპარატით და საწვავით (უმეტესად ბენზოები აქვთ), ბალახის გატანა (ამაში მეზობელიც დაეხმარება, სჭირდება ძროხებისთვის), ერთი პატარა ხეა კიდევ მოთხრილი და იმის დაჭრა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#57950570
· 28 May 2021, 10:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
ერთი შეკითხვაც მაქვს, წარმოდგენა თუ მაინც გაქვთ, სიტყვაზე ვინმეს რომ გავათიბინო ეზო - 1700 კვ. მეტრი (სახლიანად), ნაწილში არის მაღალი მაგრამ არაუხეში ბალახი, ნაწილი ალაგ-ალაგ, დაახლოებით რამდენი უნდა გადავუხადო? ანუ ეზოს გათიბვა თავისივე აპარატით და საწვავით (უმეტესად ბენზოები აქვთ), ბალახის გატანა (ამაში მეზობელიც დაეხმარება, სჭირდება ძროხებისთვის), ერთი პატარა ხეა კიდევ მოთხრილი და იმის დაჭრა.
თქვენსკენ არ ვიცი, რა როგორ ხდება და ჩვენთან ერთი "ზაპრავკის" დაწვაში შარშან 3 ლარს იღებდნენ. წლეულს არ ვიცი, როგორ იქნება. არც ის ვიცი, მაგრამ ერთ "ზაპრავკაში" სავსე ბაკი იგულისხმება თუ - მხოლოდ ის ერთი გავსებული საწყაო (ბენზინის გასაზავებელს ვგულისხმობ)...
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
ბიოლოგიური რატომ მივცე ვერ ვხვდები
ხომ არ ვჭამ?
არ ჭამ - მართალია, მაგრამ ის ქიმიური ნიადაგს მაინც აფუჭებს...
მე მაყვლოვანზე ვფიქრობ შეწამვლას, მაგრამ მაინც არ ვქენი - მირჩევნია, ცელით ვიწვალო და იმხელა ფართობი არ შევწამლო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57950603
· 28 May 2021, 11:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
თქვენსკენ არ ვიცი, რა როგორ ხდება და ჩვენთან ერთი "ზაპრავკის" დაწვაში შარშან 3 ლარს იღებდნენ. წლეულს არ ვიცი, როგორ იქნება. არც ის ვიცი, მაგრამ ერთ "ზაპრავკაში" სავსე ბაკი იგულისხმება თუ - მხოლოდ ის ერთი გავსებული საწყაო (ბენზინის გასაზავებელს ვგულისხმობ)... Გთხოვთაირჩიოთნიკი
ასე არ ვიცი, სად ვითვალო და მე რაც დავწერე, იმ ამბავში 100 ლარი საკმარისი არ უნდა იყოს? თუ ბევრია, თუ ცოტაა, აი აზრზე არ ვარ. მეზობელს მინდა ვთხოვო ეგ ამბავი და ცოტა ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ფასს თვითონ ვერ მეტყვის, მოერიდება და მე მინდა შევთავაზო.
This post has been edited by
fermina
on 28 May 2021, 11:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28246
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#57950615
· 28 May 2021, 11:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
მე რაც დავწერე, იმ ამბავში 100 ლარი საკმარისი არ უნდა იყოს? თუ ბევრია, თუ ცოტაა, აი აზრზე არ ვარ.
მასე დეტალებში მეც არ ვიცი, სამწუხაროდ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#57950838
· 28 May 2021, 12:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
QUOTE
ჩემ ეზოში მოიყვანე
არ ვიცი რა ვუყო ამხელა ეზოს, ახლა ვფიქრობ რა ჯანდაბად მინდოდა.
მიწა არასდროსაა ზედმეტი :D მე ვერ გავქაჩე უბრალოდ , ძალიან ძვირი ღირდა კვ/მ , ახლა კიდე ბევრად უფრო გაძვირდა ვიდრე 2 წლის წინ მე გადავიხადე .... თან მარტო ყიდვა ხომ არაა , იმის შემოღობვაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიანაც რომ მოვინდომო , გვერდზე ვერაფერს შემოვიერთებ , არაა უბრალოდ სადემე სხვაგან უნდა ვიყიდო მაშინ. და კი მაქვს ამიტომაც სულ 450 კვ/მ და ამ ფართზე სახლი და ფარეხიცაა განთავსებული , მიწა მრჩება 300 დაახლოებით.
QUOTE
მორწყვას ვუნდები მარტო ლამის მთელი დღე.
ეს საკითხი ძალიან მარტივად მაქვს მოგვარებული , სარწყავი სისტემა მაქვს გაყვანილი , ონკანს გაუხსნი და მიხედავს თავის საქმეს. + ძალიან დიდი ბენეფიტი ისაა რო სმარტ სისტემაზე მაქვს აწყობილი და ტელეფონიდან აპლიკაციის საშუალებითაც გავხსნი და გავუშვებ მორწყვაზე როცა მინდა , ასე რომ როცა არ ვარ სახლში , ბაღის გადახმობის არ მეშინია. ე.წ. სპრიკნლერები მიდგას და ახლა მთლად დიდ ხეებს ვერ ყოფნის მაგის წყალი და პერიოდულად დიდი ჭურჭელით ან შლანგით მორწყვას მაინც ითხოვს , მაგრამ საქმეს მაინც ძალიან ამარტივებს სარწყავი სისტემა. ნუ თან როგორც დავწერე მე პატარა ეზო მაქვს , შლანგითაც არ ვუნდები ძალიან დიდ ხანს :D
Master_Nick
QUOTE
კი 100% იანი მზის ბრალი იყო. ეხლა ჩრდილში მყავს და კი გრძნობს თავს გადასარევად.
რა უცნაურია , ჩემი რატომაა ასე კარგად მზეში აბა. თუ ხარ დაკვირვებული , თამარაშვილი/წერეთელი ( ვაკის წერეთელი ოღონდ , აი ჭიდაობის ფედერაციასთან რო ქუჩაა ) კვეთაზე გზის გამყოფ გაზონებშიც კონიკა აქვთ ჩარგული , იქაც შუაგულ მზეზეა და კარგად გამოიყურებიან.
tavadze
QUOTE
წამო გურიაში, მე გათხოვებ ჩემს მიწებს - დატესე, რამდენიც გინდა.
ეჰ , რა ჯობია გურიაში ცხოვრებას. იმდენჯერ მიფიქრია თბილისიდან გაქცევაზე , თელავი მაქვს ამოჩემებული რატომღაც , არაფერი მაკავშირებს ოღონდ კახეთთან , მაგრამ აი რა ვაკეთო იქ რო წავიდე , რით ვიარსებო :D
PAINKILLER
QUOTE
მე საერთოდ არ მყავს კატა
მეზობლის კატა შემოდის ხოლმე ეზოში ჩუმჩუმად...
ცოტა ხანში ჩემი ლეკვი კარანტინს მორჩება და გავუშვებ ეზოში მონიშნავს ყველგან სადაც კატის სუნს იგრძნობს
ჩემი ძაღლი ისეთი სტუმართმოყვარეა კატების მხრივ , დიდი სიამოვნებით უშვებს ყველას და ეთამაშება :D
QUOTE
ნაკვეთს რაც შეეხება, მე საპირისპირო პრობლემა მაქვს, იმხელა ფართობია რომ ელემენტარულად ბალახის მოთიბვას ვერ ავუდივარ, ნერგების მორწყვას ძლივს ვასწრებ ხოლმე (ადრე ვერც მაგას ვახერხებდი და გადამიხმა ნახევარი), შესაბამისად მოუვლელია ჯერჯერობით...
დიდ ფართს დიდი დრო უნდა ბუნებრივია , მაგრამ ნეტა დამატებით 200-300კვ/მ მომცა , მივხედავ არაა პრობლემა :D
QUOTE
სამაგიეროდ ასეთი ბინადრებიც მყავს ლოკოკინები უყვარს ძალიან, ჩემს ეზოში კი ათასობით ლოკოკინაა
ჩემ ეზოში არასდროს მინახავს , სავარაუდოდ ჩემს შინარუ ცხოველებს უფრთხიან. გარეთ კი დასრიალებენ ხანდახან :D ჩემს რამდენიმე მეზობელს რაღაც დანადგარი აქვთ მიწაში ჩარჭობილი , რომელიც დევნის ქვეწარმავლებს , რაღაც ვიბრაციას გამოსცემს , რომელსაც უფრთხიან , ხოლო ჩვენ ვერ ვგრძნობთ. თან მზეზე იტენება ის მოწყობილობა და კომფორტული რამაა მოკლედ. მე პირადად რომ იყვნენ გველები ეზოში ჩემთან , არ მაქვს დიდი პრობლემა მათთან :D
გუშინ ვიყიდე ახალის სასუქები , ძალიან მიქეს და მიდიდეს , ვნახოთ აბა რა შედეგს დადებს.
https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gart...ra-mikro-500ml/
https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gart...ra-blumi-500ml/
https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gart...lora-gro-500ml/
https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gart...-ripen-1-litri/
აი ესენი , საკმაოდ ძვირი გამოვიდა ჯამში , მაგრამ თუ გაამართლა ის მოლოდინი რაც მაქვს , ღირს მაშინ :) ყველა მცენარისთვის დასხმასაც არ ვაპირებ.
* * *
fermina
QUOTE
ერთი შეკითხვაც მაქვს, წარმოდგენა თუ მაინც გაქვთ, სიტყვაზე ვინმეს რომ გავათიბინო ეზო - 1700 კვ. მეტრი (სახლიანად), ნაწილში არის მაღალი მაგრამ არაუხეში ბალახი, ნაწილი ალაგ-ალაგ, დაახლოებით რამდენი უნდა გადავუხადო? ანუ ეზოს გათიბვა თავისივე აპარატით და საწვავით (უმეტესად ბენზოები აქვთ), ბალახის გატანა (ამაში მეზობელიც დაეხმარება, სჭირდება ძროხებისთვის), ერთი პატარა ხეა კიდევ მოთხრილი და იმის დაჭრა.
წყნეთში 100 კვ/მ-ზე იღებენ 25ლარს და ნუ ფასი კვ/მ-ს პროპორციულად მიდის. თუმცა გაითვალისწინე რომ წყნეთში ყველაფერის ფასები გაბერილია , თან საკმაოდ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57951227
· 28 May 2021, 14:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
QUOTE
ეს საკითხი ძალიან მარტივად მაქვს მოგვარებული , სარწყავი სისტემა მაქვს გაყვანილი , ონკანს გაუხსნი და მიხედავს თავის საქმეს. + ძალიან დიდი ბენეფიტი ისაა რო სმარტ სისტემაზე მაქვს აწყობილი და ტელეფონიდან აპლიკაციის საშუალებითაც გავხსნი და გავუშვებ მორწყვაზე როცა მინდა , ასე რომ როცა არ ვარ სახლში , ბაღის გადახმობის არ მეშინია. ე.წ. სპრიკნლერები მიდგას და ახლა მთლად დიდ ხეებს ვერ ყოფნის მაგის წყალი და პერიოდულად დიდი ჭურჭელით ან შლანგით მორწყვას მაინც ითხოვს , მაგრამ საქმეს მაინც ძალიან ამარტივებს სარწყავი სისტემა. ნუ თან როგორც დავწერე მე პატარა ეზო მაქვს , შლანგითაც არ ვუნდები ძალიან დიდ ხანს
მე წყლის პრობლემა მაქვს, ანუ წყალი კი მაქვს, მაგრამ ჭის ხარჯზე, ჭკვიანი მატორით შიგნითაც და მერე ტონიანი ბაკი და ეგეც მატორით სახლში შეყვანილი. ასევე არსებობს სარწყავი არხიც, რომელიც ეზოშიცაა შემოყვანილი, უბრალოდ ჩართვა-გამორთვა უნდა და თან ყოველთვის არ მოდის იქ წყალი, პერიოდულად უშვებენ ხოლმე.
QUOTE
წყნეთში 100 კვ/მ-ზე იღებენ 25ლარს და ნუ ფასი კვ/მ-ს პროპორციულად მიდის. თუმცა გაითვალისწინე რომ წყნეთში ყველაფერის ფასები გაბერილია , თან საკმაოდ
ჩათვალე, რომ აქ ათჯერ ნაკლები ფასებია, მიწებზეც კი, ასე რომ მგონი ძალიან ნორმალური შეთავაზებაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#57952117
· 28 May 2021, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პ.ს. ხალხნო, წეღან დამავიწყდა დაწერა და ბიოდეპოზიტი დღეს დიდუბეში, გელას მაღაზიაში აღმოვაჩინე - 1-ლიტრიან ბოთლებში, ლიტვის წარმოების, 60 ლარი ღირს.
tavadze
ვაა საღოლ გელა :D
მე ბიოგროუ ვიყიდე 0.5-იანი 16 ლარად დომინოში :)
QUOTE
ჩვენსკენ ძლოკვს ვეძახით... ტრაქტორიტს ვუთხარი, არადა, ჩვენ რა მშვიდად დავაბიჯებთ ამ მიწაზე და შიგ თურმე რეები ხდება-მეთქი...
ძლოკვი ცოტა დიდია, ბოხმეჭა შედარებით პატარა ზომისაა, სადღაც 50-60სმ-მდე, უწყინარი უფეხო ხვლიკია, მავნე მწერებს და ლოკოკინებს ანადგურებს, სასარგებლო არსებაა :)
QUOTE
ციცარი მართლაც ემტერება მაგათ - მცურავებსაც და ხოჭოებსაც, მაგრამ საშინლად ხმაურიანი ფრინველია - ნუ, ფარშევანგზე და ბატებზე მეტად არა, მაგრამ მაინც. თან - ნახევრად ველურია, ვერ მიეკარები. კატა და ძაღლი კი ვერაფერს დააკლებს - ნიკასაც დაუწერია მაგაზე.
ბაზრობებზე იყიდება. დიღმის ბაზარში გადი - ფრინველების ბაზრობაზე, ეყოლებათ აუცილებლად.
ჯერ ისე მივხედავ დავასუფთავებ კარგად ეზოს და თუ მაინც გამრავლდება ეგ ლოკოკინა, მერე მოვიყვან ციცარებსაც :)
QUOTE
ჩემ ეზოში არასდროს მინახავს , სავარაუდოდ ჩემს შინარუ ცხოველებს უფრთხიან. გარეთ კი დასრიალებენ ხანდახან
webdesigner93
კატა ემტერება მაგათ, უსუსური არსებაა ვერაფრით იცავს თავს, ვერც სწრაფად დასრიალებს და ფეხებიც არა აქვს საცოდავს რომ გაიქცეს :( ის მწვანეები კიდევ დარბიან კარგად, ეს ჭიაყელასავით ნელა მოძრაობს (იმიტომაც ჰქვია ანგლიკანურად Slow Worm)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57952239
· 28 May 2021, 19:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
100 ლარში თუ გაგიკეთეს კარგი ფასია. 1700 კვ.მ ეზოს გათიბვა დასუფთავება არ არის პატარა საქმე. ხეებიც დასახერხი გქონია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57952258
· 28 May 2021, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
100 ლარში თუ გაგიკეთეს კარგი ფასია. 1700 კვ.მ ეზოს გათიბვა დასუფთავება არ არის პატარა საქმე. ხეებიც დასახერხი გქონია.
ხეები კი არა, ერთი პატარა მოგლეჯილი გამხმარი ვაშლის ხეა, აი მეც რომ დავხერხავ ისეთი, რომ მქონდეს ელექტროხერხი. შეიძლება ნაჯახიც მოერიოს.
1700 არაა რეალურად მოსათიბი, შემოსასვლელი, სახლი, წინ კიდევ რაღაც ტერიტორია კი იქნება 400 კვარდატული, რაც არაა გასათიბი.
მე კი არ მენანება ამ საქმეში ფული და შრომასაც ვაფასებ, უბრალოდ თუ მეზობელი გამიკეთებს, თან ბალახიც სჭირდებათ და გააქვთ და თან არ ვაჩქარებ, თუ უნდათ რამდენიმე დღე თიბონ და ამიტომ ვიფიქრე,რ ომ არაა ცუდი თანხა, მითუმეტეს სოფელში არ ყრია ასე გზაზე 100 ლარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57952372
· 28 May 2021, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
იმ მოთიბულს ხომ უნდა მოგროვება? ის საკრეჭი ხომ არ გიყიდია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი
ჯგუფი: Members
წერილები: 25258
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
#57952384
· 28 May 2021, 20:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Master_Nick
QUOTE
fermina
იმ მოთიბულს ხომ უნდა მოგროვება? ის საკრეჭი ხომ არ გიყიდია?
საკრეჭი არ ვიყიდე ჯერ, თუ მეზობელი გამიკეთებს ამ საქმეს, აქვს თავის ბენზო საკრეჭი, მე მერე გავალ დომინოში წყნარად და ავარჩევ.
კი, მოგროვება უნდა, მაგრამ თავისივე ძროხებს თუ მოუგროვებენ?
ძალიან კარგი მეზობლები მყავს და ერთმანეთს პატივს ვცემთ რაც შეგვიძლია :) ნამდვილად არ მენანება, კიარადა პირიქით დიდხანს ვითრიე ფეხი, მერიდებოდა თქმა და თანხაზე ლაპარაკი, შარშან სულ უფასოდ გამითიბეს საერთოდ უთქმელად. თუ ვერ მოიცლიან ან არ აწყობთ, სხვა ვარიანტიც მაქვს და იმას უკვე შევუთანხმდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Master_Nick
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9756
წევრი No.: 185093
რეგისტრ.: 21-April 14
#57952395
· 28 May 2021, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fermina
ის საკრეჭი მანქანა არ უნდა გაგეშვა ხელიდან. მოთიბული ბალახის შემგროვებელი კონტეინერით იყო და შენც გაკრიჭავდი. ეგრე 100 ლარს რამდენჯერ გადაიხდი? წელიწადში 3-4 ჯერ ხომ მაინც მოგიწევს ეზოს გათიბვა. ხოდა იფიქრე მაგაზე.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(102)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1427 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.