კატის ყოლა მენატრება
ვარდისფერი ცხვირიანის
პაწუკა რბილი ბალიშებიანი თათებით, ხელს რომ დააჭერ თათის გულზე და ბრჭყალები თავისით რომ გამოდის
აპრეხილი კუდით უჟმური სახით მოსიარულე
დაკეტილ კარზე რომ აფხაჭუნებს ისტერიულად და კნავის, გაუღებ და დგას, არ შემოდის :დ
საწოლზე საუკეთესო ადგილზე რომ გაიშხლართება და შენ სადმე მიიკუჭები, რომ შემთხვევით არ შეაწუხო
შენს კალთაში რომ ძინავს და ცეცხლი რომ გეკიდებოდეს, არ ინძრევი, რომ არ გააღვიძო
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა