#62399945 · 15 Dec 2025, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
pamplona
| QUOTE | | დღეს დავიწყე დაფნის დარგვა, 1000 კვადრატზე უნდა ავითვისო, 200 ნერგი მოვიტანე დღეს და დავრგე უკვე |
ბარაქა. pamplona
| QUOTE | | მეტრამდე ნერგები 1 ლარი |
მაგხელა ნერგები კარგია, მაგრამ გასახარებლად მე უფრო პატარებს ვამჯობინებ - იოლად ეგუება ნიადაგს. თან, მე და ფერმინა ლანჩხუთელ მენერგეეებს რომ ვახსენებთ ხშირად - ძმებ ზენაიშვილებს ლესადან, მაგათგან ერთმაც მითხრა, რატომაც ჯობია დიდს პატარა: დიდ ნერგს მთავარ ფესვს რომ გადაუჭრი (არადა, უამისოდ ვერ ამოთხრი), მერე 1-2 თვე იწვალებს და საბოლოოდ გახმებაო, დაფნა მთავარი ფესვის გადაჭრას ვერ იტანსო. პატარა ნერგს ისე ამოიღებ, არ გადაუჭრი მაგ ფესვს.
| QUOTE | | თან მე 1 ლარად ჩავაბარე კილო, იანვრიდან მოლოდინია 2 ლარი კილოგრამი |
მე მარტისთვის ვაპირებ, მოვაჭრევინო და ეგ ფასი თუ იქნა, კარგა გვარიანადაც გამომივა.
fermina
| QUOTE | pamplona
მაგარია, მეც მინდა დაფნა, ოღონდ აღმოსავლეთში ვაპირებ რამდენიმე ძირს, იმედია გაიხარებს. |
იმედია, გაუძლებს აღმოსავლეთის ყინვასაც, თუმცა ტავიდან 4-5 წელიწადი მაინც შეფუთე. დიდი რომ გაიზრდება, მერე ყინვა ვერაფერს დააკლებს (წესით!). შესაფუთები ეხლა აქაც იყიდება აგრომაღაზიებში, გამოწერაც შეგიძლია, ან, კასპისკენ თივა იყიდე - საუკეთესოდ ინახავს (სიმინდის ჩალაც), ან პოლიეთილენის ტომრები ჩამოაცვი თავზე, ოღონდ ქვემოდან ერთ მხარეს ცოტა საჰაერო დაუტოვე, თორემ ჩალპება. აი, თივა-ჩალაში არ ლპება.
| QUOTE | | ხეხილის დარგვა ახლა გვიანი ხომ არ არის? |
პირიქით - ზუსტად ეხლაა საუკეთესო დრო. თებერვლის 20-მდე კარგი დროა, ოღონდ აღმოსავლეთში დარგვის წესები უნდა დაიცვათ ზუსტად. პ.ს. ხალხნო, 200 ძირ დაფნას ვერ ამოვთხრი, მაგრამ თუ ამოხვალთ ჩემთან, მეც დაგეხმარებით და გაჩუქებთ ნერგებს, რამდენიც გინდათ - უამრავია ეზოში, თავისით ამოსულები. მეც უნდა დავრგო, ღობეს ვაყოლებ გარშემო, მომავალში ბუნებრივი ღობე მექნება. თუმცა თქვენც გეყოფათ, მართლა უამრავია მთელ ეზოში.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|