4 სექტემბერს 18 საათზე მთავარი ბიბლიოთეკის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება რეჟისორ ჟან-პიერ ჟენეს 2001 წლის, რომანტიკული კომედია: ,,ამელი პულენის განუმეორებელი ბედი’’
დასწრება თავისუფალია.
ყოველ პარასკევს, მთავარ ბიბლიოთეკაში საღამოს 18 საათზე დიდ ეკრანზე მოეწყობა კინოკლასიკის ნიმუშების კინოსეანსები და შემდგომი დისკუსიები.
მთავარი ბიბლიოთეკა არის ტოსტონოგოვის ორში, აღმაშენებლის 121-თან. კათარზისისი შენობასთან.
მთავარ როლში ოდრი ტატუ
განუმეორებელი საუნტრეკის ავტორი Yann Tiersen
https://www.youtube.com/watch?v=unCVi4hYRlY• ფილმს თავდაპირველად ერქვა ემილი.
• ოდრი ტატუ როლზე დამტკიცდა მას შემდეგ რაც მისი ფოტო აფიშის გარეკანზე ნახა რეჟისორმა.
კინოთეატრში როდესაც ამელი მაყურებლისკენ ტრიალდება ეკრანზე უჩვენებენ ფრანსუა ტრიუფოს ფილმს ,,ჟიული და ჯიმი’’.
ხოლო მომდევნო ეპიზოდში, როდესაც ამელი ამბობს, რომ არ უყვარს, ამერიკულ ფილმებში ავტომობილის მძღოლი მართვისას რომ არ უყურებს გზას, ეკრანზე გადის ვინსენტ მინელის ფილმი: ,,მამის პატარა შემოსავალი’’.
სატელევიზიო ეპიზოდში, სადაც ცალფეხა კაცი ცეკვავს, ბლუზის ცნობილი მომღერალი არტურ ჯეკსონია
• ფილმში მეორეხარისხოვან პერსონაჟის სახელი იპოლიტო ჰქვია წარუამტებელ ფილოსოფოსს დოსტოევსკის რომანიდან ,,იდიოტი’’.
• ეპიზოდში, სადაც ამელის მამა საუბრობს ფერების შესახებ ის ციტირებს სერჟ გენსბურის სიმღერას ,,Le poinçonneur des Lilas’’.
• ფილმში ნახსენები 1980 წლის 7 აპრილი იყო ორშაბათი და არა პარასკევი.
• „ამელი" გახდა საუკეთესო ფილმი ევროპული კინოს დაჯილდოვებაზე, მიიღო ოთხი სეზარი (მათ შორის: საუკეთესო ფილმისათვისა და საუკეთესო რეჟისორისათვის), ორი ბაფტა (მათ შორის: საუკეთესო სცენარისათვის) და იყო წარდგენილიოსკარის ხუთ ნომინაციაზე.
იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი