თეოს ინტერვიუ მინდა გაგაცნოთ,რომელიც მე ვთარგმნე(და იმედია არ დამიწუნებთ)
„მე მსურს,რომ მსოფლიო იხსენებდეს ჩემს ნამუშევრებს,როგორც მელოდიის ამონაგლეჯს...“ (თეო ანგელოპულოსი თავის ფილმებზე)
არ ვთვლი,რომ ჩემი ფილმები პესიმისტურია.ალბათ მათში არის მელანქოლიის გემო,მაგრამ მე არასდროს ვიყოდი რომ პესიმისტურია.სხვა მხრივ მე საერთოდ არ მომწონს სიტყვა „პესიმიზმი“ და „ოპტიმიზმი“.ვცდილობ რეალურად შევხედო საგნებს.ჩემმა თაობამ,და ყველა მათ,ვინც გადაიტანა თავგადასავალი სახელად „ომისშემდგომი ისტორია“ და იტოვებდა იმედს,რომ ჩვენ ვდგავართ ახალი სამყაროს ზღურბლზე,იმედგაცრუებების მთელი რიგი იგემეს.მომხდარმა ცვლილებებმა,მიუხედავად ჩვენი მოლოდინებისა,არ მოიტანეს რაიმენაირი შედეგი-ისევე,როგორც არ გაიყვანეს ახალი გზა.ჩვენი მელანქოლიაა-ხერხი შეინარჩუნო სულისთვის საკუთარი ღირსების გრძნობა,რომელმაც იდეალების მსხვრევა განიცადა.
არ ვიცი რატომ,მაგრამ მე ასე ვხედავ ყველაფერს.საკუთარ ქვეყანაშიც კი განდევნილად ვთვლი თავს.მე გარკვეულწილად აღმოვჩნდი სულიერ გადასახლებაში.ჯერ კიდევ ვერ მიპოვია საკუთარი ბინა,თუ ვიტყვით იმ ადგილზე,სადაც გრძნობ სრულ ჰარმოიანს სამყაროსთან და საკუთარ თავთან.ჩემი დროებითი სახლი შეიძება აღმოჩნდეს ადგილი მძღოლის გვერდით მანქანაში,რომლის ფანჯრის მიღმა უცხო პეიზაჟი იხატება.და მეუფლება განცდა,რომ წონასწორობის დაკარგული შეგრძნება მიბრუნდება.და ეს არის ერადერთი ნავთასყუდელი,რომელსაც ვიღებ და რომელიც მიღებს მე.
წარსული არ მიდის.დროის სამი განზომილება-წარსული,აწმყო,მომავალი,-ჩემთვის არ არსებობს.წარსულმა გადაიარა მხოლოდ დროში;რეალობაში,ჩვენს ცნობიერებაში წარსული არსებობას აგრძელებს.ხოლო რასაც მომავალს ვეძახით,არის ის,თუ არა ჩვენი მოჩვენებითი წარმოდგენა ხვალინდელ დღეზე დღევანდელი დღის გამოცდილების საფუძველზე.
მუსიკა ჩემს ფილმებში არ არის მელოდიური თანმხლები თხრობისა.ის-დრამატურგიის ელემენტია,ის მოგვითხრობს,ის მონაწილეობს მოქმედებაში,ის-ტექსტის განუყოფელი ნაწილია.მის გარეშე ფილმს ყველაზე არსებითის უკმარისობა ექნება.და ამ გაგებით მუსიკა-ლენტის პერსონაჟია,მისი მამოძრავებელი ძალა.უმეტეს ჩემს ფილმებში მუსიკა ვინმეზეა მიბმული,გამომდინარეობს ვინმესგან,თითქოს ჟღერს მისთვის აკვიატებული რეფრენით.ხან ზღაპრული,ხან ხრინწიანი ხმით,ხან ის ჟღერს როგორც წყვეტილი საუბარი,ხანდახან-როგორც სიმფონია,გამოხატავს გრძნობებს და მისდევს გამოუთქმელის კვალდაკვალ.კომპოზიტორი ჯდება ფორტეპიანოსთან და ჩვენ ერთად ვმუშაობთ;ჩვენ ვუსმენთ,ვცვლით ტონს,დიაპაზონს,ვაჩერებ მის იმპროვიზაციას,ვარჩევ მუსიკალურ ფრაზებს,რომლებსაც ის შემდეგ დაამუშავებს,საბოლოო ვერსიის დასასრულებლად.შემოდის სხვა ინსტრუმენტებიც.მუსიკალური ნაჭერი ნაწევრდება,რათა ისევ ერთიან მოზაიკაში დალაგდეს,ისევ გარდატეხილ და გადაიქცევა საბოლოო რეზულტატად...
ჩემს ფილმებში ხშირად მოდის წვიმა,ჩამოსწოლილია ნისლი,ზამთარი,ზამთარია,თოვს;ყოველთვის ზამთარია.რატომ?არ ვიცი.მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა,რომ პეიზაჟს,რომელსაც ხედავთ-ეს არაა რეალური პეიზაჟი,ესაა შინაგანი პეიზაჟი,და ეს ნისლიც ჩემს მიერაა შექმნილი,წვიმაც ხელოვნურია,და თოვლიც,როგორც წესია,სახლების ფერებიც შეცვლილია.გადაღების ადგილის არჩევას კავშირი არა აქვს რეალურ გეოგრაფიასთან,იმიტომ,რომ მე შინაგან პეიზაჟს ვქმნი.
ბერძნული მითები,ბერძნული მითოლოგია-ესაა ისტორია,რომელსაც ჩვენ სკოლაში გავდივართ,მასთან ერთად ვცხოვრობთ მთელი ცხოვრება,ის გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.საბერძნეთი ესაა ქვეყანა-უძველეს ქვათა,უძველეს სიმაგრეთა,და წარმავალი ცივილიზაციის,რომელიც შემოინახა ტექსტებში და დამსხვრეულ ლოდებში.ეს ისაა,რასაც ჩვენ ეგრევე ვცნობთ,როცა კი თვალს ვახელთ,იმ წუთასვე,როცა კი საკუთარ თავს ვათვითცნობიერებთ,რასთანაც ერთად ვიზრდებით.ჩვენ ვისწავლეთ ამ უძველესი ქვებისა და მითების სიყვარული,რის მიღმა მიდოდა და მიდის ჩვენი საკუთარი ისტორია...
რაც შეეხება ჩემს ასაკს და გამოცდილებას,მე გამოვედი საბერძნეთიდან მეორე მსოფლიო ომის დროს და ასევე ჩემი თაობის იდეოლოგიური წინააღმდეგობიდან.ყველაფერ ამას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა ჩემზე.ისტორიული მოვლენები განუყოფელია ჩვენგან,ისინი ხდება ჩვენს შიგნით,ჩვენს ცხოვრებას და ფიქრებს ფორმას აძლევენ,განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს.როგორ ვგრძნობ თავს საბერძნეთში?უცნაურად.დროდადრო ის ძალიან ახლოა ჩემთან,მაგრამ ის ჩემი საკუთარი საბერძნეთია,რომელიც ჩემში ცოცხლობს და სინამდვილეში არ არსებობს,მაგრამ მხოლოდ მას შეუძია მე მიმიღოს თანამედროვე საბერძნეთიდან,რომელიც წარმოუდგენლად გულს მიკლავს.
მე თავს ვთვლი მოაზროვნე ადამიანად.მაგრამ რამდენადაც იგივე პრობლემებია ახლაც,რაც სამყაროს გაჩენიდან,კითხვებიც,რომლებსაც ადამიანები სვამენ,რჩება იგივე,რომლებსაც პასუხები არა აქვთ.ამიტომ მეჩვენება,რომ ყველა კითხვა,აზრი,სამყაროს ფილოსოფიური ხედვა,რომელიც ჩემს ფილმებს თან ახლავს,-სხვა არაფერია,თუ არა განმეორებითი გამოვლინება ძველისა ქვეყანა კითხვების სიკვდლიზე,დაბადებაზე,ეროსზე,ოცნებებზე,მომავალი ახალ სამყაროში,ახალგაზრდობაზე,სიბერეზე,სიყვარულზე...La condition humaine, ადამიანების ხვდერი.
მე მსურს,რომ მსოფლიო იხსენებდეს ჩემს ნამუშევრებს,როგორც მელოდიის ამონაგლეჯს,როგორც ჰაერში გამოკიდებულ მუსიკალურ ფრაზას,რომელიც შეიძლება ვინმემ გაიგონოს ოდესმე.ყველაზე მთავაი ჩემს ცხოვრებაში-ისაა,რასაც მე ვაკეთებ,სამუშაო,ის,რასაც მე ვხედავ,ვგრძნობ,რაზეც ვოცნებობ.
ახლა ჩემი ფიქრები-გაურკვეველი ანარეკლია სარკეში.ოდესმე,შემდეგ-ხვალ ან დღით გვიან,როცა ჩრდილები კონტურს მიიღებენ,როცა ცრემლები მდინარეში ჩაედინებიან,შეიძლება დაიბადოს კიდევ ერთი ისტორია,კიდევ ერთი ისტორია კაცობრიობისა.ტონინო გუერამ ერთხელ ჩემზე თქვა,რომე მე-ხეობა ვარ,რომელიც ბალახს ნამს აპკურებს,ნამი ცურდება,გროვდება,ხდება ნაკადი და მიდის სადღაც შორს,რომ შეერწყას და გახდეს ნაწილი დიდი მდინარისა.
არ შეიძლებოდა ისე მოხდარიყო,რომ გზა,რომელიც მე ავირჩიე,დასკვნები,რომლითაც ვხელმძღვანელობდი,ჩემი ფიქრებიც ყველაფერი ამით არ ყოფილიყო შთაგონებული.როგორც ერთხელ პოეტმა თქვა, „ისინი მოვიდნენ ოცნებიდან,მე კი შევედი ოცნებაში.ჩვენი ცხოვრება შეერთდა,და ახლა კი უკვე ძნელი იქნება მათი გაცალკევება“.