საყვარელ ფილმებზე ძია თეოსთან ნელა უნდა ჩავუჯდე გაციებულ ჩაის.
ALEXAალან რენეს არ ვიცი არაფერი, შენ რაც ჩამოთვალე ადრე ჩავიწერე და ვნახავ, მაგრამ ამჟამად

...
რა განსხვავებაა მასა და გრინუეს შორის კიდევ?
მისტერ პიტერი ყველაზე საყვარელი იყო და ჯერაც არის, მაგრამ ნელ ნელა ეჭვები მღრღნის. მისი კრიტიკა რაც წავიკითხე ორი სასტავია: ერთი წერს რომ მისი ამბიციები მის ტალანტს აღემატება და pony სენსაციაა. მეორეები რომ რაღაც ავანგარდულ ნოვატორულ ძიებაშია. ეს მას რაც შეეხება. მის ფილმებზე ვერაფერი აზრიანი ვერ ვიპოვე (მე). კრიტიკოსები (განსაკუთრებით ამერიკულები) პირველ აბზაცში წერენ ფილმის სიუჟეტის პირველ 5 წუთს (მეტს იასნია ვერც გაქაჩავ რო მაგის ფილმების შინაარსი მოყვე) და მერე ასრულებენ რაიმე ცარიელი შეფასებით.
აი მაგალითად Drawning by numbers, ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი. ძალიან ლამაზია, ვიზუალურად, სილამაზეც ხომ ბევრი ღირს. მუსიკა ძალიან კარგია. კიდევ რა გამოვიტანე? სმათის ცდა გაიაროს ინფანტილიზმი, შიში იმპოტენციის და გაუპატიურების. ქალის სიყვარულ რომ ჭირდება ესთეთიკური სიამოვნება (ფეხები თუ ყარს და აყროლებულ წყალში ბანაობს კაცი შეიძლება შეგძულდეს და ესთეტიკა ღირს იმად რომ მოკლა ან აცოცხლო), სექსი (kiss me hard) და guts (ბელამი ძალიან უყვარდა პრემიერ მინისტრ პიტს, მაგრამ ცურვა ვერ ისწავლა). საზოგადოება რო უჟმური და ხანჟა სასტავია. თამაშები რომ კარგია. მიდჯეტი იქნებ იმიტომ იღუპება რომ ჯუჯა ინდივიდუალურობა ქონდა? ოცნების კოშკები გამოღვიძება/რეალურობასთან შეხებისას იშლება. მომწონს ჰარდის დახრჩობის მერე სისი რო ტირის, თან ძულდა თან უყვარდა, ხან რა ამოძრავდბდა ხან რა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და სასიამოვნო, მაგრამ ... რაღაც მგონია მისი ფილმები (ძალიან ცოტა კი ვიცი რომ მისი ფილმები შევაფასო) უფრო დიდი განათლებაა და სხვისი შედევრების ციტირება/კომპილაცია, ვიდრე მისი contribution, მისი ნააზრევი და მისი მონელებული. რასაც ვამბობ ალბათ კინოს გადაღების ტექნიკას, გადმოცემის ფორმებს არ ეხება.
ისე ზოგჯერ "დიდი კითხვებსაც" ღეჭავს. მაგალითად pillow book-ში იმდენი იეროგლიფია რო გაგიჩნდება კითხვა რა არის აზრი, მცნება, კატეგორია და რა არის მისი გამოხატვა (representation) საკუთარ გონებაშიც და კომუნიკაციაშიც.
eMeL წერდა ლატენტურ ცოდნაზე და მის გადაცემაზე. მოემის "გოგენშიც" ბოლოს ამბობს რომ გოგენის მიზანი იყო ეგ საშუალებები გაეფართოებინაო.
ZOO-ში სიცოცხლის ანტოლოგია. მაგრამ ორივე ამ ფილმში/საკითხზე უკიდურესად ნატურალისტური მიდგომა აქვს მე მგონი. უბრალოდ აღწერს ეს ფენომენი ფიზიკურ სამყაროში როგორ გამოვლინდება/მუშაობს. საინტერესოა, მაგრამ ... კარგი ნოტარიუსის მუშაობა გამოდის (იქნებ აღარ უნდა იყოს საყვარელი რეჟისორი?).
რაც მომწონს რომ სათქმელს ასოციაციით, ემოციებით გადმოცემს. 2+2=4 -ს არ გეუბნება. განწყობას გიქმნის, გაგრძნობინებს გმირის განწყობას და შენც იგივე სურვილები გიჩნდება. მე მაგალითად სისი კოლპიტ(ებ)თან მქონდა იდენტიფიკაცია და მაგათ ვბალეშიკობდი, მერე სმათს და მიდჯეტს. ამას ძირითადად აკეთებს სასიამოვნო და ლამაზი აჯაბსანდალით, ბევრი პატარა ფრაგმენტით. გასაკვირი არ არის რომ სიმბოლოების თემაში გაიჩითა. ზოგიერთს (თბილისში) საუბარი უყვარს ხოლმე ეგეთი, ხშირად სნობიზმი გამოდის. ჩაურთავენ სიტყვებში რაღაცისი ციტირებას, ნართაულს. თუმცა გრინუეისთან ეს ყველაფერი ძალიან კარგადაა. მაგრამ შეიძლება ეგეთი ხერხებით სერიოზული (ჰო, კაი, კაი) თემების განსჯა?
PANTALONE წერდა რო რაც შეგიძლია პირდაპირ უნდა თქვაო. მართლა ტყუილა ხომ არ შეუქმნია ცივილიზაციას კომუნიკაციის ეს საშუალება (სიტყვა, თუ მცნება თუ კატეგორია, თუ რაც არის). შეიძლება ასე ასოციაციებით, სიმბოლოებით ფრაგმენტული სცენების აღწერით და აშ რამე შენი ნააზრევი დასრულებულად გადმოცე?
ისე ერთ ჩინურ თამაშზე წავიკითხე. მოსწავლეს აძლევენ სრულიად უბრალო ფრაზას, მაგალითად როგორ ამოუყვანო ბატის ჭუკი ვიწროყელიანი ბოთლიდა. თავად ამოცანა აბსურდულია, მაგრამ გემო იმაშია რომ ამან პროვოცირება გაგიკეთოს და შენ თავად გააბა ფიქრი და მიხვიდე ისეთ კითხვებამდე რა არის სივრცე, მატერია და აშ. შეიძლება გრინუეის ხერხებით ესეთი პროვოცირება უფრო უკეთ ხერხდება? მე რაღაც ვერ გავქაჩე...
მაგრა მაინტერესებს რას ფიქრობთ მაგის ფილმებზე? განსაკუთრებით Drawning by Numbers. გადმოცემის ფორმებზე, ტექსტის მოსპობაზე და აშ, მაგრამ განსაკუთრებით "რაზეა" ფილმი (არ დამცინოთ, მაგ კითხვის გარეშე ფილმი არ მგონია)?
This post has been edited by პეპა on 11 May 2003, 02:17