ეხლა რაზეც უნდა დავწერო მართალია თემის შინაარსს არ ეხება მაგრამ არის კავშირში მაინც, თან GT აინტერესებდა და იქნებ სხვა დროს სხვასაც დააინტერსოს იდოს აქ ეს ტექსტი. აი m-sky-ც დაინტერესებულია და..
ტორენტ კომუნითი არც ისე ახალი მოვლენაა ინტერნეტ სივრცეში, დღესდღეობით მილიონობით ადამიანი იყენებს უკვე და პოპულარული ხდება. გამოიყენება ნებისმიერი სახის ფაილის გადმოსაწერად, დაწყებული 10კბ-იანი დამთავრებული ფილმებით . წიგნები, მუსიკა , ფილმები, პროგრამები, თამაშები და ა.შ.
ორიოდე სიტყვით რომ ავხსნა როგორ მუშაობს ეს ტორენტ სისტემა.
არის პროგრამები რომლებსაც ეწოდებათ ტორენტ კლიენტები, ანუ არსებობს სხვადასხვა პროგრამები და რომელი გექნება არა აქვს მნიშვნელობა, ყველათი შეგიძლია გადმოწერო ფაილები. ქვემოთ შევეხები ყველაზე პოპულარულ ტორენტ კლიენტს (ანუ ამ ტორენტ პროგრამას).
ჩემი რეკომენდაცია რა თქმა უნდა Azureus , ტექნიკურად ყველაზე მოქნილ კლიენტს. ამ პროგრამით შეგიძლია გადმოწერის დროს შენ თვითონ შეარჩიო ფაილები რა გადმოწერო და რა არა, დავუშვათ, გინდა ტიტრები რომელიმე ფილმის, ის გამოჩნდა ტრაკერზე(ანუ სადაც არის ლინკები რომელზე დაკლიკების შემთხვევაში შენ კომპში დაინსტალირებულ ტორენტ კლიენტში იხსნება ფაილი და იწყებ დაქაჩვას) და შენ არ გინდა ფილმი , გინდა მხოლოდ ტიტრები ამ ფილმის არადა ერთ პაპკაშია, შეგიძლია მხოლოდ ტიტრები გადმოწერო და 700 მბ ტყუილად არ ქაჩო 100 კბ-იანი ტიტრის გულიზე. იგივე დავუშვათ კონცერტიდან გინდა მხოლოდ მე-5,10, 15 სიმღერები, შეგიძლია მხოლოდ ესენი გადმოწერო და არა მთლიანი კონცერტი, სხვა კლიენტებს რამდენადაც მე ვიცი ამის შესაძლებლობა არა აქვს. და სხვა ბევრი ფიჩები აქვს მოკლედ.
არსებობს სხვებიც, ეიბისი, ბიტტორნატო და ა.შ.
Azureus არის java ბიტტორენტ კლიენტი, ანუ გჭირდება ჯავაც რომ ეს პროგრამა ამუშაო.
ქვემოთ არის ლინკები საიდანაც შეგიძლია დაქაჩო ჯავაც და Azureus-იც
Azureus -ის პირდაპირ დაუნლოუდი თუ არ იმუშავა აქ მირორშიაJava ს დაქაჩავთ აქედანთავად Azureus-ის საიტი თუ რამე გაუგებრობა იქნებაორივეს იწერ და ინსტალაციას უკეთებ შემდეგ უკვე უნდა საიტები სადაც ფილმები დევს. ჰო თითქმის ყველა ტორენტ საიტებს აქვს თავის ფორუმები, სადაც დადებული ფაილების (ფილმები იქნება ეს თუ სხვა რამე) იქნება ტქნიკური და სხვა საინტერესო მასალა დართული
http://www.demonoid.com/ერთერთი ძველი ტორენტ საიტი, რეგისტრაცია უნდა. და შემდეგ ან tracker გვერდი ან ლინკს ერქმევა პირდაპირ torrents საიდანაც გადახვალთ უკვე ფილმების თუ სხვა რამის ლინკებთან.
http://www.torrentspy.com/directory.asp?mo...id=4&cat=Moviesკიდევ ერთი საიტი
ერთი თუ გაერკვევით მერე ყველა ერთი პრინციპია და სხვა საიტებზეც არ გაგიჭირდებათ
ეს ორი საიტი საკმარისია, რომ გაერკვევით, მერე თავად შეგიძლიათ მოძებნოთ გუგლში ტორენტ საიტები.
მთავარი წესი
1. რასაც გადმოიწერ დავუშვატ 700მბ იმდენივე უნდა ატვირთონ შენგან, ანუ აპლოადი 700მბ უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა არავის აქვს დაუნლოადზე სწრაფი აპლოადი ამიტომ საჭირროა როცა ფაილის გადმოწერას მორჩები კომპი დატოვო ჩართული სანამ შენი რაციო - დაუნლოად/აპლოადისა 1-1 ზე არ შესრულდება. ამ წესებს თუ არ დაემორჩილები უმეტეს საიტებზე არის ავტობანები, რაციო ტუ ჩამოვა რარაც ზღვარს დავუშვათ 0.80ს (დაუნლოუდე 1000მბ და აპლუდე 700 ან ცოტა) მაშინ დაიბანები ავტომატურად. ამიტომ არის საჭირო დატოვო კომპი ცართული სანამ რაციოს გამოასწორებ. რა ტქმა უნდა რაციოს გამოსასწორებლად დრო გეძლევა (ყველა საიტზე სხვა ვადებია)
ეს იმიტომაა მოგონილი რომ შენ რომ გადმოწერ სხვამაც გადაწეროს და სხვამაც ისარგებლოს.როგორ მუშაობს.
მე ვიღებ 700მბიან ვიდეო ფაილს და ამ ფაილისგან ვამზადებ ტორენტს (ტორენტის დამზადება ხდება ამ ტორენტის პროგრამით) რომელიც არის საშუალოდ 40კბ და ჭირდება სულ რამოდენიმე წუთი.
მერე ვიღებ ამ 40კბ ფაილს და აპლოადს ვუკეტებ tracker-ზე , რაც ირებს ლინკის სახეს, შემდეგ სხვა როცა აკლიკებს ამ ლიკს იწყებს გადაწერას ფილმისას. ანუ შენ დგები როგორც სერვერი სხვებისთვის ცერეზ ამ ტრეკერით, ფილმს იწერენ პირდაპირ შენი კომპიდან სანამ შენ სიდერი(seeder) იქნები. აი დაახლოებიტ ასეთი სისტემა აქვს ტორენტ სამყაროს.
ახალი დამწყებებისთვის ცოტა შეიძლება ძნელი იყოს ტავიდან, მე სანამ ბოლომდე გავერკვიე სიდერებს, ლიჩერებს , როგორ გამეგო ფაილი რატო იწერება ნელა და ა.შ. ატასი ნიუანსი 1 თვე დამჭირდა .
მოკლედ თუ რამე კითხვებია აბა ჰე.
p.s. GT სინ სიტი რამოდენიმე ვარიანტი დევს იმ მეორე ტორენტ საიტის ლინკზე , შეეშვი მღოღავ ემულს