My Life to Live , გოდარი;
Good Morning , ოზუ;
After Life , კუროსავა,
ამჟამინდელი სინემატიკური თარო. გუშინ ვნახე ცოლ-ქმარი სმიტები, ბრედ პიტის ხათრით.
მანამდე, კი დავპოსტე, ვნახე 'Avventura, კაი ფილმი ნამდვილად. პირველსავე კადრებში ორი ქალი ერთმანეთის პოზიტივ-ნეგატივად არის შემოთავაზებული. მე თავად მქონდა სურვილი ორივე ერთ გმირად განმეხილა. შესაბამისად, ერთის (ანას) გაუჩინარება მხოლოდ მათი (პოზიტივ-ნეგატივის) გაცნობიერებას ნიშნავს და ამ მომენტიდან დაწყებული მზერა (რომელიც მანამდე, ჩმჭ უავტორო იყო [?]) გაუჩინარებულს ეკუთვნის (და რამდენიმე სუსპენსსაც გთავაზობს, პა ხოდუ დეტექტიური ინტერესიც გიჩნდება და გაბავს).
ფილმი იწყება ამგვარი, სრული, არადიფერენცირებული, ორმაგი ფიგურით და იწყება მამასთან (მოგვიანებიტ მამასთან ასოცირებულია რელიგია). მთავრდება ბიძურად: კლაუდია (გამოკვეთილი, კონტურ შემოხაზული) შეძლებს თანაგრძნობას, რაც ჩემთვის ასრულებს მის გზას მამიდან -> მეუღლემდე.
ამ ფილმში მგონი უკვე ვხედავ თემას, რომელიც ანტონიონისათვის როგორც ჩანს საინტერესოა (rokapოვნას ძველი რეფერენსები Blow-Upზე): დამკვირვებელი vs მოთამაშე. თავიდან კლაუდია რამდენიჯერ ხაზგასმულია როგორც დამკვირვებელი. დასასრულს იგი ხდება მონაწილე. მისი თანაგრძნობა, ქალური საწყისი გაარღვევს (არქიტექტურაში) უნაყოფობის წრეს, რომელშიც მისი მეორე (მამაკაცი) ნახევარია ჩაკეტილი.
დასასრულს კლაუდიას გაუჩინარებული ნეგატივის ადგილს კი სხვა, სანდრო (კაცი) იკავებს. შესაბამისად (ეს უკვე წიაღსვლებია

), ერთი სრული, რომელიც თავდაპირველად, მამასთან მხოლოდ ერთი მე იყო (ანა-კლაუდიას პოზიტივ-ნეგატივი) ხდება მეტი ვიდრე ერთი მე. ერთი ადამიანი ხდება უფრო მეტი ვიდრე მისი საკუთარი მე.
ხელოვნებაში უნაყოფობის თემა სანდროსათვის (მეუღლისათვის) გადაბმულია შედეგთან უნებობისა, უსურველობისა და ირაციონალურობისა. ამის დაძლევას მხოლოდ ერთად ახერხებენ.
საინტერესოა რომ ამ ფილმში ქალი ყავს არჩეული დამკვირვებლიდან მოთამაშედ ტრანსფორმაციისათვის. Blow-Upში ეს მისია მამაკაც-პერსონაჟს ეკისრება.
მომეწონა სასტუმროს ნომერში ორი ოთახით, სივრცით დემონტრირებული ქალისა და მამაკაცის ბუნება. მომეწონა ეპიზოდი, როდესაც კლაუდია (ძილღვიძლში, [=ქვეცნობიერში]) გადადის მამაკაცის ნახევარში და ძვრება მის სამოსში. ამასთან სარკეში თამაშობს საკუთარ გამოსახულებასთან. ეს ეპიზოდი გადაღებულია დაახლოებით ისევე, როგორც ტარკოვსკის "სარკის" შავთეთრი კადრები (აი, ჩვენი ბრაზიანი თანაფორუმელის ამაღლებიდან

) და ჩემთვის არის ჩახედვა ირაციონალურში, ჯერ დაუნახავში, მოკლედ - კაია.
სხვა ამბებიც არის: მაღალი საზოგადოება vs მეთევზე, ამერიკა პოპ-კულტურით და აშ. რამდენჯერმე ახერხებენ ფანჯრების გაღებას შიგნიდან და რამდენჯერმე ვერ ახერხებენ - გარედან.
გარდა ამისა, მომეწონა პეჩენიები, რომლებიც ფილმის მსვლელობისას დაგვირიგეს

.