
აი ეს ფილმი ვნახე ძმისგულებო. წინა კვირას ვნახე დიდ ეკრანზე. მომავალ კვირას კიდე ნოსფერატუს აჩვენებენ, ჰერზოგისას, ჰოდა გამახსენდა.
წიკი: ამდენი ხანია მინდა ალექსას მაშდამე, რას შვება კაცო, ზარი, მეილი. არ ვშვები. რატო? იმიტომ რომ მინდა რაღაც გავაკეთე მხოლოდ ისე როგორც მინდა, ამას კი ამდენი ხანია თავი ვერ მოვაბი. რა ქვია ეხლა ამას?
ალექსა კიდე იმიტომ გამახსენდა რომ მისი ერთ ერთი ბოლო ჩაწერილი მჭმუნვარება ამ ფილმზე იყო - ხელახლა ვნახეო.
მეც ხელახლა ვნახე, რვაწლიანი ინტერვალით.
ეს ფილმი ეკრანიდან ამაზონის გაშლილი დინებასავით დაგეტაკება და წაგლეკავს, სანამ ფართხალს თავს არ დაანებებ და მისი პროტაგონისტივით ოკეანის შესართავისაკენ არ გაიხედავ.
ადრე როცა ვნახე, მახსოვს ყველაზე მეტად შთამბეჭდა კლაუსტროფობიის გარემომ, რომელიც ტივზე ვიგრძენი, და ეს გაშლილ მდინარეში. და გრძელი პროცესი კვდომის და დეგრადაციის. ჯუნგლების მრავალფეროვნებისაგან, კორტესის ექსპედიციიდან, ყველასა და ყველაფრისაგან იზოლირებული, როგორც ჩერდება ცვლილება, უნარი ცვლილების, როგორ იყინება ყველაფერი უძრაობაში. მაშინ ამისგან მქონდა ემოცია, სიკვდილი და ამისთანები.
მაგრამ ეხლა, პიტიახშის დავთრებს შეყვარებულს, ეხლა აგირემ, ამან მომცა სრულიად სხვა მგზავრობის კვალი და სურვილი.
Aguirre, the Wrath of God - ღმერთების რისხვა.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აქ დავტოვო კვალი" - და ტივის უკან წყალში ნაკვალევზე მიუთითებს.
პირველი, მოკლე შეჩერებისას იღუპება ესპანეთის სამეფოს ძალაუფლების, რაციონალიზმისა და მორალური სამყაროს მატარებელი ურსა (უნდა აკონტროლოს ყველაფერი, ხალხი კი თვითდინების საქმიანობს). მისი სიკვდილს კი მიჰყვება მეუღლე. მისი სიკვდილი (ესპანურ რობებსა და სამკაულებში სრულად გამოწყობილი, უადგილო და შესაბამო ბინძური პირველყოფილი სოფლისათვის, უხმოდ შეაბიჯებს და იკარგება ჯუნგლებში) მახსენებს კამო-გრიადეშის ფინალს: "მათთან ერთად იღუპებოდა უკანასკნელი რაც რჩებოდა ძველ სამყაროს: პოეზია და სილამაზე".
ამის შემდეგ იწყება რასაც ესპანელები უწოდებდნენ კოშმარს, ოსვენციმს, აგირესათვის კი ეს დინებას მიყოლაა. მაგრამ არა ფულისთვის, ელდორადოსათვის, ოცნებისათვის, იგი მხოლოდ იყენებს სხვათა მანკიერებებს. "მათთვის მნიშვნელოვანია ფული და კეთილდღეობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია კვალი და ძალაუფლება".
აგირეს ცდილობს რაღაც მაინც შეინარჩუნოს ესპანეთიდან - მისი ქალიშვილი, რომელიც ბოლო წვეთია ესპანეთამდელი, თავდაპირველი უმანკოების, ამ ქვეყანას არაა - როგორც ფორუმზე იტყვიან, მაკონდოელი რემედიოსია. აპირებს მასთან შექმნას ახალი დინასტია. არ გამოდის, ვერაფერს წაიღებს ესპანეთის სამეფოდან გარდა... გარდა ჩანაწერებისა, დღიურისა. ჩანაწერები, მხოლოდ მოგონებები, მეხსიერება დააკავშირებენ ძველ და ახალ სამყაროს, ძველ და ახალ ცნობიერებას.
მთელი ფილმის მტანჯველი პროცესი კი სიკვდილია, და თუ ერთი, წარსულის მხრიდან, ამაზონის აღმიდან შეხედავ - მხოლოდ სიკვდილი და არაფერი ამის გარდა. მაგრამ აგირემ უკეთ იცის. არაფერი არ არის მისთვის, გარდა მიყვეს დინებას. გასაკვირია, ასეთი უდრეკი ნების კაცი, საჭის და ნიჩბის გარეშე მიყვება დინებას. რისი იმედი აქვს, რა ძალაუფლება უნდა მოიხვეჭოს დინებას მიყოლის, რა სასახლეებს ააგებს წყალში დატოვებული ნაკვალებით? როგორ უნდა შეაერთოდ საკუტარი ნება დინების მიყოლის ნება-სურვილთან?
გული მწყდება ვერ ვიპოვე ბოლო კადრი (360გრადუსიანი ფრაგმენტი): პრიმატები გაჩანაგებულ ტივზე და აგირე, რომელიც ამაყად ელოდება ოკეანის შესართავის გამოჩენას.
***
წავალ, ვნახავ ნოსფერატუს. ან მაგას ვნახავ, ან იო სტელლინგის "ჰოლანდიელს". "ჰოლანდიელი" კედელზე მინდა გავუშვა, მაინტერესებს თუ შემოვლენ მოჩვენებები ბნელ სახლში. კაია.
Nobody will expel us from paradise which Cantor created for us.
მე და ჯასტიმ ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ.
http://www.artchive.com/graphics/prodigal_son.jpg
http://images.amazon.com/images/P/B00006L92F.01.LZZZZZZZ.jpg