vidua rarikolahttp://forum.ge/?showtopic=33555971&view=findpost&p=1029184rokapihttp://forum.ge/?showtopic=33555971&view=findpost&p=1037506vidua rarikolahttp://forum.ge/?showtopic=33555971&view=findpost&p=1037793ახლა ვუყურე და ისეთი ტკივილი დამრჩა, რომ ცხოვრება, როგორიც არის ისეთი, არავის არ სჭირდება.
მაგიჟებს კულტები-პოლის დამოკიდებულება როზასადმი, ჟანას დამოკიდებულება პოლისადმი ურთიერთობის დასაწყისში, ტომის დამოკიდებულება ჟანასადმი, როზას მეგობარი ქალის ქმრის დამოკიდებულება ცოლისადმი ახალგაზრდობაში. ზუსტად ისე გავურბივართ ცხოვრებას როგორც ის კაცი გაურბის თავის დაუშნოებულ ცოლს. ტიპური გარემოა-უიმედო, ნახევრადშეშლილი და ცხოვრებაარეული ადამიანებით.
ცხოვრებაში არ არსებობს კულტივით შეუბღალავი ურთიერთობები და მაინც ჯიუტად ვებღაუჭებით ილუზიებს და ღირსეულად ვერ ვხვდებით ტკივილს და ვნებას. ''სიყვარული პოპი არ არის'' ამბობს ჟანა, და ფილმის განმავლობაში გაჩენილ ეჭვებს ბოლო სცენა აგვირგვინებს-ჟანა ტყუის. ბოლო სცენა ჟანას გადარჩენის ერთადერთი გზაა და ამიტომ ეს ალბათ სწორი გზაა, მაგრამ მანამდე, სულ ერთი წამით, ორივეს ერთად გადარჩენის სულ მცირე, ძალიან პატარა შანსიც რომ არის?
"მომიყევი შენს ცოლზე" ეუბნება ჟანა, რომელიც ფიქრობს რომ პოლი უყვარს და ეჭვიანობს, სავსებით სამართლიანადაც. მიუხედავად იმისა, რომ ჟანა პოლის ჯიბეებში იქექება ის მაინც ფიქრობს, რომ პოლმა და მან სამყაროს გამოკეტვა მოახერხეს ძველ ოთახში რომლის კონსიერჟსაც ისტერიკა აქვს რადგან აქ ''სულ მოდიან...და მიდიან...მე რა ვიცი ვინ....მოდიან და მიდიან...''. ეს ოთახი არის იმ ხალხისთვის ვინც ყოფას ებრძვის ყველგან და ყველაფერში, მერე ამ ოთახში მოდიან, ყოფა გათელავთ და ისევ მიდიან. ამიტომ არ უნდა ტომს ამ სახლში ცხოვრება. ''უფროსები ასე არ იქცევიან'' ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ტომი ფილმს იღებს მას რეალურად აქვს სურვილი გაიზარდოს და იცხოვროს რეალური ცხოვრებით მაშინ როდესაც მიუხედავად მთელი სიმძაფრისა ჟანა დამალობანას თამაშობს. მას არ მოსწონს ტომის ფილმი, მაგრამ თავდავიწყებით ეშვება პოლის შეთავაზებულ ურთიერთობაში რადგან აქ ის თავს ფილმის გმირად გრძნობს. ჟანას ჩაცმულობა პირველ სცენაში, მისი ჟესტები და მანერები იმას მიუთითებს, რომ ის ცხოვრებაში კინოს თამაშობს.
პოლიც თამაშობს. მაგრამ ეს მისთვის გართობა კი არა გადარჩენის ერთადერთი გზაა. ამიტომ არის ის ბევრად ნამდვილი ვიდრე ჟანა და ამიტომაც კვდება. პოლის მიერ როზას დატირების სცენა ბევრად უფრო ნამდვილია ვიდრე ჟანას მიერ პოლისთვის სიყვარულის ახსნა და საერთოდ, ვგიჟდები, ასე გენიალურად როგორ უნდა გაშალო ქალის და კაცის ხასიათები. უნივერსალური ფილმია.
თუმცა ჟანაც უბრალოდ ადამიანია. უბრალოდ ქალია და მასაც ისევე სჭირდება გაგება, როგორც პოლს. მასაც ტკივა, ეშინია და ეჭვიანობს. გარშემო კი ხალხია, რომელიც მხოლოდ გაგებას ითხოვენ და საკუთარი ცხოვრების იქით ვერ იხედებიან.
და მაინც...ბოლოს მაინც პოლი მეტკინა და პოლი ვიტირე. ალბათ იმიტომ რომ მიუხედავად უდიდესი ტკივილისა მას ყველაზე მეტად უყვარს სიცოცხლე (როზაზე და ჟანაზე მეტად) და ეს მისი რამე სახით გაგრძელების, თუნდაც ისტერიულ, მაგრამ მაინც სურვილში გამოიხატება. "ჩვენი შვილები..." ამბობს პოლი. მე მიყვარს პოლი. მაგრამ პოლს მე არ ვჭირდები. პოლს სჭირდება როზა ან უარეს შემთხვევაში ჟანა და ეს ნორმალურია.
vidua rarikola
rokapi
ახლა თავიდან წავიკითხე თქვენი კომენტარები. საინტერესოა ძალიან : ) ჭკვიანი კაცის და ჭკვიანი ქალის აზრი ამ ფილმზე. : )))
მაგრამ ფაქტობრივად შეუძლებელია მთლიანად განმარტო ეს ფილმი, არ ვიცი ბერტოლუჩიმ როგორ ჩაიფიქრა, მაგრამ მე შედეგზე მაქვს საუბარი-ახსნა ეს ფილმი ძალიან ძნელია იმიტომ რომ უამრავი რამისგან შედგება.