ათეულს ნამდვილად ვერ დავწერ, შემიძლია დავწერო ჩემი სუბიექტური N 1: "უდაბნოს ცის ქვეშ" - ბერტოლუჩი.
კიდევ: "ლუდვიგი", "უდანაშაულო", "სიკვდილი ვენეციაში"- "უდანაშაულო" რომ ვნახე შოკში ვიყავი, ჩემზე არც ერთი მსახიობის თამაშს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ჯანკარლო ჯანინის ამ ფილმში.
"მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი"
"სურვილის კანონი" და "მაღალი ქუსლები" - ალმადოვარის ადრეული ფილმები უფრო მომწონს.
"მკვდარი" - ჯიმ ჯარმუში
"მოგზაურობა ტოკიოში" - რეჟისორის გვარი არ მახსოვს

და კიდევ ერთი იაპონური ფილმი "ონიბაბა" -რეჟისორი კანეტო შინდო
"გამოკვებე ყვავი" - კარლოს საურა
"ვირიდიანა"
"მედეა"
ეს რაც ეხლა გამახსენდა.
ბოლოდროინდელებიდან "მეცხრე კარიბჭე" პოლანსკის. შეიძლება ისეთი გადასარევი არ არის და თავისი სუსტი წერტილები აქვს, მაგრამ მე თითქმის თითოეულ კადრზე ვკაიფობ, თან რა მუსიკაა, რა ირონია + დაძაბული სიუჟეტი.
და "სხვები" ალეხანდრო ამენაბარის. ძალიან მაგარი ფილმია, ყოველ შემთხვევაში, მე რაც ვნახე ბოლო წლების განმავლობაში, ყველას ჯობია. შეიძლება ეს ორივე ჩემი საყვარელი ჟანრის ფილმია და ესე ძაან იმიტომ მომწონს, არ ვიცი, მაგრამ "სხვები" მაინც დავიჩემებ, რომ ძლიერი ფილმია.
This post has been edited by Nix on 6 Oct 2003, 00:28
All religion, my friend, is simply evolved out of fraud, fear, greed, imagination, and poetry.
Edgar Allan Poe