ვაჰ! ჩემი გემოვნების ხალხს გაუმარჯოს!

ძალიან მომწონს ამ ქვეყნის კინემატოგრაფი... ჩემი აზრით ყველა ჟანრში აქვთ საკმაოდ ძლიერი ნამუშევრები, მაგრამ განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თრილერები და ჰორორები გამოსდით... ძალიან ნიჭიერი რეჟისორები და მსახიობები ყავთ და სცენარების 80% ძალიან ძლიერია

მოკლედ მე პირადად, რაც მომწონს ფილმებში და რასაც მოვითხოვ მათგან, ყველაფრის მოცემა შეუძლია კორეულ ფილმს და მეტი არც არაფერი მინდა

აქვე:
საყვარელი რეჟისორი: : როგორც იტყვიან ძნელია ვინმე, ასე ადგე და თქვა.. ჩან ვუკ პარკი, კიმ კი დუკი, ბონგ ჯუნ ჰო, კიმ ჯი ვუნი. ესენი ეღტნაირად მიყვარს სუყველა... მარა პარკი მაინც ოდნავ უფრო მიყვარს

ასევე დიდი იმედი მაქვს ჰონგ ჯი ნასი... ჩეისერით აღფრთოვანდი და ტიპის პირველი ფილმი იყო!...
საყვარელი მსახიობი : მინ სიკ ჩოი და კან ჰო სონგი... ორივე თითქმის ერთნაირად მაგარია! მარა ჩოი ვერ ასცდა ფსიქოფატ მანიაკებს და მეწამულ ოლდბოი ბიჭუნებს

სონგი ბევრნაირ ტიპებს ირგებს და მაგიტომ მომწონს
საყვარელი ფილმი : (რაც უცებ გამახსენდება)
ტრილერი: მთლიანად ვენგანს ტრილოგია... სამი ექსტრიმი, პარკის ნაწილი...
კომედია: the show must go on.
დრამა: 35-ე პარალელი. ცარიელი სახლი.
რომანტიკული: my sassy girl
ჰორორი: tale of two sisters.
ბოლოს ნანახი ფილმებიდან: I saw the devil. ძალიან მკვლელი ფილმია... აი, აი... ასეთი ტრილერები ნეტავ ყოველ წელს იღებოდეს :|
მოკლედ კიდევ. ამ ფილმს ხო არ მიაგენით ვინმემ?
http://www.imdb.com/title/tt1230385/