მისტიკა/ ჰორორებში ვერაფერი ახალი და საინტერესო ვერ ვიპოვე

გადავედი ისევ კრიმინალურ თრილერებზე

No Mercy (2010)
დასასრული

მთელი ფილმი ესეთ ტემპში გაეკეთებინათ ხომ შეიძლებოდა დასაწყისი რამოდენიმე წუთის მერე ლამის ყურება გადავიფიქრე და მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებლის ხათრით გავაგრძელე... რაღაცეები ძალიან ლაფსუსად მომეჩვენა თუმცა დასასრულს კარგი მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა ...
ნუ ამ თემაში ძირითადად საკუთარ თავს ვესაუბრები ხოლმე მაგრამ მაინც თო ვინმე შემოიხედავთ და ფილმი ნანახი არ გაქვთ ნუ გახსნით სპოილერ ტაგს თორე სერიოზულად ჩაიქაქავთ ფილმის დასასრულით მისაღებ სიამოვნებაში...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შე მამაცხონებულო კორეაში საუკეთესო პათანატომი ხარ და რამე და იმას რა პონტში ვერ ხვდები რომ ტანი და თავი სხვადასხვა ადამიანისაა ... დავიჯერო ესე იდეალურად გადახერხა იმ ტიპმა სხეულის ყველა ნაწილი რომ იდეალურად ჩაჯდა? ნუ რავი არ ვარ ამ სფეროში დიდად გარკვეული მაგრამ რატომღაც ვთვლი რომ ესეთი რამ არ უნდა გამოეპაროს ექსპერტს მითუმეტეს ერთ-ერთ საუკეთესოს
This post has been edited by E madame on 2 Dec 2013, 17:59