ვნახე სუბებით..
თავიდან ისე იწყება, როგორც დრამების უმეტესობა. მაგრამ ასე 5–10 წუთის მერე, უფრო სწორად იმ პრეზიდენტის სიკვდილიდან, იწყება თუ იწყება რაა.. ექშენ, დრამა, თრილერ, დეტექტივი – მთელი ბუკეტი...
ცოტა ოპერატორის ნამუშევარს გავაკრიტიკებდი უარყოფითად. კადრები ისე ხტის, რომ თვალები დამეღალა. მესმის, რომ სიმძაფრეს ჰმატებს, მაგრამ ისეც ნუ გააკეთებენ, გული ამერიოს.
გონ იო მაგრად თამაშობს

მოუხდა ეს როლი. სხვებიც კარგები არიან.
სიუჟეტიც კარგია, ჩამთრევი და დამაინტრიგებელი.
ჩემი აზრით, კარგი ფილმია ჯამში. გახმოვანებით რომ დაიდება, მეორეჯერაც ვნახავ