ჩემი აზრით, კარგ ფილმს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი "კომპონენტები":
1 დამაინტრიგებელი ამბავი, ("პლოტი")
2 არანაკლებ საინტერესო მეორადი ამბავი ("საბ-პლოტი")
3 საოცარი პერსონაჟები, (პროტაგონისტი/ები და ანტაგონისტი/ები ნიჭიერი მსახიობებით)
4 დასამახსოვრებელი დიალოგები,
5 კონფლიქტი/ები
6 მომხიბლავი სცენები,
7 გულშიჩამწვდომი მუსიკა და ასე შემდეგ...
თუმცა, არსებობს გამონაკლისები...
შესაძლოა ფილმს აკლდეს რომელიმე ზემოთხსენებული "კომპონენტი/ები" და მაინც იყოს კარგი, საინტერესო საყურებელი ფილმი...
მაგალითად: "იყო შაშვი მგალობელი"
არაჩვეულებრივი ფილმია რომლის გმირსაც არავითარი "საინტერესო" მიზანი არ ამოძრავებს... სიუჟეტი თითქოს უბრალოა და დიალოგი და მუსიკაც ფილმში "ბანალურია", მაგრამ მაგარი ფილმია, ნამდვილი "სინემა"...
ეხლა რაც შეეხება მეორე წინადადებას...
რა თქმა უნდა, რაც უფრო კარგია ფილმი, მით უფრო მეტი მნახველი/დამფასებელი ჰყავს მას.
მთავარია ფილმები ჟანრების მიხედვით დავაწყოთ. "შერეკილები" გაცილებით მეტ ქართველს აქვს ნანახი ვიდრე "იყო შაშვი მგალობელი"- არა იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ცუდი ფილმია - უბრალოდ, კარგი კომედია უფრო გვიყვარს ვიდრე კარგი დრამა.
თუ ავიღებთ მაგალითად იგივე "იყო შაშვი მგალობელს" და შევადარებთ მას "ორფეოსის სიკვდილს" ყველაფერი ნათელი გახდება: დარწმუნებული ვარ თქვენს უმეტესობას არც სმენია ამ უკანასკნელზე ("ორფეოსის სიკვდილი" არ მქონდა გუშინდლამდე ნანახი და... ნეტავ გუშინაც არ მენახა)
ცუდ ფილმს ვერანაირად ვერ ექნება ბევრი "ნახვა".
ეხლა მავანი მაგალითისთვის მოიყვანს "ცნობილ" ამერიკულ ფილმს "ოთახი", მაგრამ მსგავსი გამონაკლისები ხდება: ზოგი ფილმი იმდენად ცუდია რომ ხალხს აინტერესებს მისი ნახვა.
"შარკნადო"-ს თუ მნახველი ეყოლებოდა არ მეგონა, მაგრამ კი იღებენ უკვე მეხუთეს...