George_Best
ძაან პარაზიტირება გამოუვა,ისტორია დასრულებულია,რაღა უნდა მოყვეს? გაიზრდება გოგო,მოვა,შურს იძიებს და ვსიო? თუ ჩაეხუტებიან ერთმანეთს და ატირდებიან,შურისძიება ცუდიაო და მშვიდობით ვიცხოვროთო? მეჰ.
ეგრე მაგას სტარ ტრეკის და ჯეიმს ბონდის ფილმების გადაღებაც უნდოდა,მაგრამ აჰა,ზის ჩვენი კვენტინა და წავიდა ფილოსოფიაში და ნოსტალგიაში,თუ გადაიღებს მოკალი ბილი 3-ს,დაგენიძლავები თუ გინდა,მთელი ფილმი დიალოგი იქნება,როგორც უმას და ბილის ბოლო დიალოგი მეორე ნაწილში,სიტყვების ექშენი - ეგრე იქნება მთელი ფილმი.მეეჭვება ისევ ისეთი ხმლების ჩახაჩუხობა დადოს.
დაბერდა.
რამე ბებრული უნდა გადაიღოს,თუ მეათე ფილმზე უნდა კინოდან წასვლა,გადაიღოს რაღაც სუპერორიგინალური,ისეთი ჟანრის,რასაც არ შეხებია.
ვესტერნი გადაიღო(ჯანგო და რვიანი),ისტორიული გადაიღო(ნაძირლები),70-იანები გადაიღო(ჰოლივუდი),კრიმინალიც გადაიღო(ძაღლები და მაკულატურა),კომედიაც გადაიღო(death proof-ზოგისთვის თრეშ-ჰორორია,ჩემთვის კომედიაა

),ეკრანიზაციაც სცადა(ზანგი სტიუარდესას თავგადასავალი),იაპონური თემატიკაც აჰა-მოკალი ბილი

რაღა დარჩა,ყველაფერი გადაიღო და ყველას პატივი სცა,ყველა ჟანრის ელემენტებია მის ფილმებში))
თუ გავითვალისწინებთ რო "მკვლელებად დაბადებულების" და "ნამდვილი სიყვარულის" სცენარები ამისია,ჩავთვალოთ რო მელოდრამა და რომანტიკაც დადებული აქვს) დაჟე კომიქსი(ცოდვების ქალაქი) და სუფთა კომედიაც(ოთხი ოთახი).მგონი აღარაფერი დარჩა)
რეჟისორი საერთოდ,რო ბერდება მეორდება ხოლმე,"უსახელო ნაძირლებში" ისტორია შეცვალა,-როგორც "ჰოლივუდში";
"საზიზღარ რვიანში" ჩაკეტილი ლოკაცია და პერსონაჟების ურთიერთქმედება-როგორც "რეზერვუარის ძაღლებში".
ჯანგოს მერე რაღაც ახალს ვერ დებს მგონია,ბაზარი არაა,კარგი ფილმებია და რაც გამოდის ბევრს სჯობია,მაგრამ ადრე ტარანტინოს ყოველ ახალ ფილმში ახალი "ფიშკები" იყო,რაც ვაფშე არ იყო საერთოდ კინემატოგრაფიაში,არასდროს არავის გაუკეთებია და გადაუღია ისე,როგორც ტარანტინო იღებდა.მისი ყოველი ფილმი კინემატოგრაფს ცვლიდა,ახლა კი ბოლო ორი ფილმი საკუთარი თავის გამეორებაა.
ხარისხიანი გამეორება,მაგრამ მაინც.
ტარანტინო არაა ისეთი რეჟისორი,რომ უბრალოდ ხარისხიანი ფილმები გადაიღოს,მისი ყოველი ფილმი უნიკალურია და ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს არც ერთი წამით,როგორც მხატვარი რო დახატავს შედევრს და მერე ფუნჯს ამტვრევს და მიდის,სხვა ფუნჯს ყიდულობს და სხვა რამეს ხატავს.
ჰოდა ეგეთი რამე გლეჯავოი მინდა დადოს,რაღაც ეპიკური,რაღაც პიზდეცი,ყველამ რო ჩაი*ვას და ხალხი თავპირს ამტვრევდეს ერთმანეთს მაგ ფილმისთვის.
ყველაზე მეტად მინდა რო რაიმე კაი წიგნის ეკრანიზაცია დადოს.
სტარ ტრეკზე და ჯეიმს ბონდზე რომ ვფიქრობ,ტარანტინოს შესრულებით,ასე მგონია "მაკულატურის" მსგავსი ცეცხლი დიალოგები და სისხლები იქნება,გიჟი სასტავები,განწყობაც არასერიოზული და რავი რა,უკვე გეცოდინება რასაც ნახავ,განწყობაც დამუღამებული გექნება.იმედია არ გადაიღებს.რაღაც ახალი მინდა.უნიკალური.
რამე კაი წიგნი კი გაასწორებდა,მაგალითად "ოტელო"

-დეზდემონა,სად არის ჩემი დანა?
-ჩემს გულში არჭვია,ოტელო

-ფაკ იუ

ვიცი რო "ოტელო" ოპერაა და არა წიგნი.
სერიოზულად კი,მინდა მარკ ტვენის "ტომ სოიერი" გადაიღოს.პროსტა მინდა და ვსიო,არ განმსაჯოთ))