რესპუბლიკის დაცემა
რესპუბლიკა რაც უფრო ძლიერდებოდა, ბევრი მთავრობის წევრი და სენატორი რომლიც მთავრობას ტოვებდა, ხდებოდა უფრო კორუმპირებულები და ჩაფლული სიამოვნებაში. ბიუროკრატია, რომელიც ათასწლეულის განმავლობაში კვებავდა ხელისუფლებას ახრჩობდა ნებისმიერ მცდელობას წესიერი მართველობის. გარდა ამისა, პორტექციის პოლიტიკა აფერხებდა ეფექტურ მართველობას. ამავე პერიოდში( დაახლოებით 968 წლის შემდეგ რუსაანის დამამთავრებელი ომიდან) სენატორი ნაბუდან იყო პალპატინი. მისი სამშობლო სავაჭრო ფედერაციის ალყაში იყო. პლანეტაზე ფართომაშტაბიანი შეჭრის მიუხედავად მოთხოვნა განეხილათ სენატში ეს მოქმედება გახლართული იყო ბიუროკრატიულ ქსელში. როდესაც სენატის წინაშე სიტყვით დამოუკიდებელი სისტემის ნაბუს არჩეული დედოფალი ამიდალა გამოვიდა მოთხოვნით სწრაფად ემოქმედა სენატს, სენატორ პალპატინის დარწმუნებით აგრეთვე მოითხოვა გამოეცხადებინათ უნდობლობა რესპუბლიკის ლიდერებისადმი და კანცლერი ფინის ვალორუმი გადაყენებულ იქნა. ამის შემდეგ უმაღლეს კანცლერად არჩეულ იქნა უკვე პოპულარობა მოპოვებული პალპატინი.
კლონების ომი

“ასეთი ფართომაშტაბიანი ომი რესპუბლიკის დაარსების დღიდან არ ყოფილა”-საიო ბიბლი
კანცლერის არჩევა ჩვეულებრივად 2 ვადით თითო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა პალპატინი ხელისუფლებაში უფრო დიდხანს დარჩა, იმის გამო რომ გრძელდებოდა სეპარატისტული კრიზისი. Kრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც რამოდენიმე ვარსკვალავური სისტემა რესპუბლიკის და კომერციული ორგანიზაციები გაერთიანდნენ რადგან გამოყოფოდნენ რესპუბლიკას. ეს გაერთიანება ცნობილი გახდა, როგორც კონფედერაცია დამოუკიდებელი სისტემების. რესპუბლიკას და სეპარატისტებს შორის დაძაბული ურთიერთობა საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა და ასე დაიწყო კლონების ომი. სენატმა პალპატინს საგანგები უფლებამოსილებები მიანიჭა სეპარატისტულ კონფედერაციასთან ურთიერთობისთვის წარმომადგენლის ნაბუდან ჯარ ჯარ ბინკსის სახით. Pალპატინის პირველი ნაბიჯი იმ პერიოდისთვის ფართოდ მხარდაჭერილი, კლონების უზარმაზარი არმიის შექმნა იყო, რომლესაც რესპუბლიკა კონფედერაციის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ადრე რესპუბლიკას არ ჭირდებოდა არმია, სანამ ნებისმიერი უმნიშვნელო კონფლიქტი რესპუბლიკის გარეთ წყდებოდა ჯედაების დახმარებით როგორც მშვიდობის მცველებისადმი ან ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რესპუბლიკას სეპარატისტებთან საბრძოლველად ბევრად უფრო ორგანიზებული ფედერალური სამხედრო ძალა ჭირდებოდა, რადგან კონფედერაციას უზარმაზარი დროიდების არმია გააჩნდა. მომდევნო წლები სენატი უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევდა პალპატინს, რომელიც სამხედრო და პოლიტიკური მთავარსარდალი გახდა. ეს მოქმედება უსაფრთხოების სახელით მართლდებოდა და საბოლოოდ პალპატინი უკვე ბევრ თავის მოქმედებაში სენატის თანხმობას. კანცლერს ბევრი მომხრე ყავდა სენატში, რომელტაც მიაჩნდათ, რომ მისთვის ძალაუფლების ასეთ დონემდე მინიჭება უფრო ეფექტური იყო სამხედრო მართველობისთვის.
რეფორმაცია
დემოკრატიის დასასრული
“აი როგორ კვდება თავისუფლება, ტაშის ქუხილით”-სენატორი პადმე ამიდალა
პალპატინსა და ჯედაებს შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობდა რადგან ომი ისევ გრძელდებოდა. ჯედაების საბჭოს ბევრი წევრი ეჭვიანად უყურებდა პალპატინის ძალაუფლების ზრდას, განსაკუთრებით სენატის საშუალებით, ერთადერთი ორგანოსი რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ. საბოლოოდ, ჯედაებმა ენეკინ სკაუოკერის დახმარებით აღმოაჩინეს, რომ პალპატინი მოუხელთებელი დარტ სიდიუსი-სითხების ბნელი ლორდი იყო, რის შემდეგაც მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. პალპატინმა მის დასაჭერად გაგაზავნილი ოთხივე მასტერ ჯედაი მოკლა, მათ შორის მეის ვინდუ. ამის საპასუხოდ, მან გამოსცა დეკრეტი

სადაც ყველა ჯედაი გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკის მტრად, როგორც ანტიდემოკრატიული მკვლელები.
კლონების ომის დამთავრებისთანავე, პალპატინმა მიმართა სენატს და განაცხადა, რომ გალაქტიკური რესპუბლიკა გახდა გალაქტიკური იმპერიაა ისეთი ძლიერი, რომ მის შიგნიდან დანგრევას ვერავინ შეძლებდა. მან საკუთარი თავი გალაქტიკური იმპერიის პირველ იმპერატორად დაასახელა. პალპატინის მიმზიდველი შესავალით და ბნელი ძალის დარწმუნების უნარით, ბევრა სენატორმა მისი გადაწყვეტილება ტაშის ქუხილით მოიწონა. 25 000 წლის შემდეგ გალაქტიკურმა რესპუბლიკამ თავისი არსებობა შეწყვიტა. მხოლოდ უუფლებო იმპერიული სენატი აგრძელებდა ფუნქციონირებას და ისიც 10 წლის გასვლის შემდეგ ცოტა ადრე იავინის ბრძოლამდე, პალპატინმა სენატი საბოლოოდ დაითხოვა და რესპუბლიკის საბოლოო ნარჩენი გაფანტა. იმპერიის დაცემის შემდეგ გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, გალაქტიკური რესპუბლიკა იქნა აღდგენილი როგორც ახალი რესპუბლიკა. ახალი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ გალაქტიკური რესპუბლიკა მოიხსენებოდა როგორც ძველი რესპუბლიკა.