about:blankხო ნამდვილად მისტიური სითხია.

დადასტურებული არ არის მაგრამ ვარაუდით ეგრეა მითუმეტეს ფილმში კუაი-გონს დედამისიც ხომ ეუბნება არ ვიცი როგორ ჩამესახაო. ისე რა ტყუილა ქონდა კუაი-გონს იმედი, რომ ძალათა თანაფარდობას შესძლებდა ენეკინი.

ეგ თუ მართლა პლეგასის შექმნილი გამოვა უკევა გასაკვირიც არ იქნება საბოლოოდ სითხი რატომ გახა.
* * *
რაკატა და მათი უსასრულო იმპერია

“საუკუნეების უკან რაკატა მართავდა მთელ გალაქტიკას და ყველა რასა გვემორჩილებოდა ჩვენ”-მცველი ორსაა
რაკატელები(ასევე ცნობილი როგორც მშენებლები)-ამფიბიების რასა, რომლებიც ლეხონის(Rakata Prime) სისტემაში ცხვორბოდნენ. რაკატელების სხეულის აგებულება ადამიანისას ჰგავდა, გარკვეული ამფიბიური თავისებურებებით. რაკატელები გენშეცვლილი შოლიანცები იყვნენ. ისინი პირველი მაღალგანვითარებული რასა იყო გალაქტიკის ისტორიაში. დიდი ხნის განმავლობაში ბნელი მხარის გავლენის გამო მათი საზოგადოება გარყვნილ იქნა და გადაქცეული იყვნენ დაუნდობელ მეომრებად. რაკატელები იყენებდნენ ტექნოლოგიას, რომელიც ძალაზე იყო დაფუძნებული, რათა დაემონებინათ სხვა რასები გალაქტიკაში. მათი “უსასრულო იმპერიის” მართველობის განმავლობაში ახასიათებდნენ როგორც მკაცრ და ამპარტავან რასას. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ისინი მთლიანად იღებდნენ პლანეტებიდან რესურსებს, ტერაფორმინგის ზემოქმედების ქვეშ აქცევდნენ, კლავდნენ დიდი რაოდენობით მონებს, ჭამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დახოცილ მტერს.
უსასრულო იმპერია(Infinite Empire)
5000 წლით ადრე გალაქტიკური რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, რაკატას ცივილიზაცია განვითარების უმაღლეს მწვერვალზე იყო. ბნელი მხარის ძალის შესაძლებლობების გამოყენებით, მშენებლებმა შექმნეს უსასრულო იმპერია, რომელიც დომინირებდა გალაქტიკაში 1000 წლის განმავლობაში, იმონებდა სხვა რასებს. იმპერია შედგებოდა დაახლოებით 500 ვარსკვლავური სისტემისგან, სადაც დაახლოებით 10 მილიარდზე მეტი რაკატელი და ტრილიონი მონა სახლობდა. მათ შორის იყვნენ: სელკატები-მანაანიდან, ვუკები-კაშიკიიდან, კუმუმგახები-ტატუინიდან, ნოგრები-ხონოგრადან, აგრეთვე კორელიის სექტორის მკვიდრნიც. რაკატელებმა ძალის სიძლიერის გამოყენებით შეძლეს გადაეადგილებინათ ყველაზე განვითარებული სახეობა იმ დროისათვის, კილიკები-ალდერაანიდან და შარუები-სისტემა რაფადან. საომარი კამპანიის დროს რაკატა შეხვდა სითხების რასას კორიბანზე. თავიდან რაკატელები ფრთხილად ურთიერთოდნენ მათთან, მათ სითხების მთავარსარდალ ადასას ისიც აჩვენეს თუ როგორ უნდა შეექმნათ პირამიდული ჰოლოკორნი. თუმცა ადასი დროულად მიხვდა, რომ უცხოტომელები დასპყრობად იყვნენ მოსულები და გაყარა ისინი კორიბანიდან რაც საკუთარი სიცოხლის ფასად დაუჯდა. რამოდენიმე წლის მართველობის შემდეგ გალაქტიკაზე, უსასრულო იმპერიამ რღვევა დაიწყო. ჩინოვნიკებსა და მთავარსარდლებს შორის გაჩაღებული შიდა ომი ძალაუფლებისთვის გადაიქცა გამანადგურებელ სამოქალაქო ომში ვარსკვლავური სამჭედლოს ფლობისთვის. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ისედაც ომისგან დაშავებულებს, შეეყარათ სასიკვდილო ვირუსი. მოგვიანებით, მათ ივარაუდეს, რომ ვირუსი მონების შექმნილი იყო, რამდენადაც ის მხოლოდ მშენებლებს აავადებდა. ამ ჭირმა პრაქტიკულად მოსპო ისინი, უსასრულო იმპერია აღმოჩნდა მთლიანი განადგურების ზღვარზე, თუმცა უფრო საშინელება წინ ელოდათ. რაკატელებმა დაკარგეს ძალასთან კავშირი. ამაზე საშინელების წარმოდგენა მათ არ შეეძლოთ, რატო დაკარგეს ძალასთან კავშირი? მათი მეცნიერები აყენებდნენ ბევრ ჰიპოტეზას, თუმცა არც ერთ მათგანს არ შეეძლო აეხსნა რაში იყო გართულების მიზეზი, საბოლოოდ ყველა თეორია უარყოფილ იქნა. მშენებლები საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ძალის დაკარგვის მიზეზი მუტაცია და ორგანიზმის მიერ დაავადების წინააღმდეგ შექმნილი იმუნიტეტი იყო. ძალასთან კავშირის დაკარგვამ კარდინალურად შეცვალა მათი ცხოვრება, რაკატელებს უკვე აღარ შეეძლოთ ემართათ თავისი ტექნოლოგიები. მალე ისინი იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ უფრო მარტივი მოწყობილობები. საბოლოო კრახი უსასრულო იმპერიის 25 200 წელს დადგა იავინის ბრძოლამდე. ოდესღაც დიდებული რასა დამარცხებული იხევდა თავის მშობლიურ პლანეტა ლეხონზე. სისტემა ლეხონს გარს ეკრა უცნაური დამცავი ფარი, რომელიც აზიანებდა ყველა არარაკატული ხომალდის ძრავას და აფუჭებდა სანავიგაციო სისტემას. ამ ფარის სამართავი პულტი ძველების ტაძრის სახურავზე მდებარეობდა, რომელიც განლაგებული იყო ლეხონის ზედაპირზე. თავიდან ტაძარი აშენებული იყო ვარსკვლავური სამჭედლოს დასაცავად ახლა კი ის თავად რაკატელებს იცავდა. იზლორირებულები საკუთარ პლანეტაზე ჩაფლული იყვნენ ქაოსში, დავიწყებაში და ქურდობაში. ბევრ მათგანს მოუწია მიწის ქვეშ გაქცევა, მხოლოდ მოხუცების ტომი დარჩა ზედაპირზე. ეს იყო ერთადერთი ტომი, რომელსაც შემონახული ჰქონდა ცნობები საკუთარ სახეობაზე. მომდევნო ასწლეულში ყოფილმა მონებმა გულმოდგინედ წაშალეს ნებისმიერი მოგონება მშენებლებზე და მათ უსასრულო იმპერიაზე.
ჯედაების სამოქალაქო ომი
უსასრულო იმპერიის დაცემიდან 20 000 წლის გასვლის შემდეგ, რაკატელებმა კვლავ დაიწყეს ზედაპირზე ამოსვლა, როდესაც მოხუცების ტომი აგრძელებდა განვითარებას. ისინი ოცნებობდენ გაენადგურებინათ თავისი “სიძლიერის სიმბოლო”, რომ საბოლოოდ დაევიწყებინათ სისხლიანი წარსული. თუმცა იყო პრობლემა, რადგან რაკატელებს წართმეული ჰქონდათ ძალასთან კავშირი, მათ არ შეეძლოთ საკუთარ ძველების ტაძარში შესულიყვნენ, სადაც ინახებოდა ცოდნა და დაშვება ვარსკვლავურ სამჭედლოსთან. რევანი და მალაკი ვარსკვლავური რუკის დახმარებით დროულად მივიდნენ ლეხონზე, რადგან მათ მიეცათ საშუალება აესრულებინათ თავიანთი გეგმები. რევანმა მოხუცების დარწმუნებით და დახმარებით, რომ ის გაანადგურებდა ვარსკვლავურ სამჭედლოს შევიდა ტაძარში, იმის მაგივრად რომ, შეესრულებინა დანაპირები მან უღალატა მათ და აიღო კოსმოსური სუპერქარხანა თავისი კონტროლის ქვეშ. მიახლოებით 3 959 წელს იავინის ბრძოლამდე გამოიყენა მისი შესაძლებლობები გალაქტიკურ რესპუბლიკაზე მასირებული თავდასხმისთვის, რომელიც ჯედაების სამოქალაქო ომში იყო ჩაფლული. ამ დროს, მოხუცები იძულებული იყვნენ დაკვირვებოდნენ თუ როგორ უშვებდა რევანი იგივე შეცდომებს როგორსაც ისინი ოდესღაც, რაკატელები უძლურები იყვნენ რამე გაეკეთებინათ. რევანი მოულოდნელად დაბრუნდა ლეხონზე სამი წლის შემდეგ რათა გამოესწორებინა თავისი დანაშაული. მან გაანთავისუფლა ტაძარი სითხებისგან გამორთო დამცავი ფარი, რათა მიეცა საშუალება რესპუბლიკის სამხედრო ფლოტისთვის გაენადგურებინათ ვარსკვლავური სამჭედლო. მან რაკატელებს იმედი მისცა ძალასთან კავშირის აღსადგენად დახმარებაში.
ჯედაების სამოქალაქო ომის შემდეგ
ჯედაების სამოქალაქო ომის შემდეგ, რაკატელების რასა მიღებულ იქნა გალაქტიკურ საზოგადოებაში. რადგან უსასრულო იმპერიაზე ყველა ინფორმაცია წაშლილი იყო, ბევრს არ ეჯერა, რომ ასეთი პრიმიტიული რასა, ოდესღაც მართავდა ასობით პლანეტას და დომინირებდა გალაქტიკაში. ბევრმა რაკატანელმა დატოვა ლეხონი, ისინი ვინც დარჩნენ თანდათანობით იხოცებოდნენ გენოფონდის ნაკლებობით მათ იზოლირებულ სამყაროში. როდესაც დარტ ბეინი მივიდა ლეხონზე, რევანის ჰოლოკორნის ძებნისას, პლანეტაზე აღარ იყო დარჩენილი გონიერი სიცოცხლის ფორმა.
ტექნოლოგია
რაკატელები მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს იყენებდნენ, ენერგიეს წყარო თვით ძალა იყო. ჭორების თანახმად სწორედ მშენებლებმა გამოიგონეს პირველი ენერგეტიკული ფარები. ასევე მიიჩნევა, რომ მათ შექმნეს პირველი ვარსკვლავთშორისო ჰიპერძრავა. რაკატელების ძრავები საკმაოდ შეძღუდულები იყვნენ თავიან შესაძლებლობებში, რადგან დამოკიდებული იყვნენ ძალაზე. მათ შეეძლოთ მხოლოდ ისეთ სამყაროებში ემოგზაურად სადაც საკმარისი სიცოცხლის ფორმა იყო. ამის გამო, დამონებული პლანეტების რაოდენობა ცოტა იყო, თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი სიცოცხლის ფორმებით. ბევრ ძველ ისტორიკოსი ვარაუდობდა, რომ რაკატელები ჰიპერძრავის გამომგონებლები არ იყვნენ, რომ ჰიპერძრავა შექმნეს არქიტექტორებმა(იგივე სელესტიანელები Celestials), რომლებიც მშენებლებამდე 1000 წლით ადრე ცხოვრობდნენ. ვარსკვალური რუკები რომელებიც უჩვენებდნენ რაკატის სამშობლოს ადგილმდებარეობას, მოთავსებული იყო დაპყრობილ პლანეტებზე, როგორც ძეგლი ძალაუფლების და სიძლიერის უსასრულო იმპერიის. როგორც ბევრი მათი ტექნოლოგია, რუკებსაც შეეძლოთ დროთა განმავლობაში თავისით განახლებულიყვნენ. კიდევ ერთი მათი ტექნოლოგიიდან ტერაფორმინგი იყო. ტერაფორმინგის საშუალებით მშენებლები ცვლიდნენ კლიმატს, ფლორას, ფაუნას და გეოლოგიას პლანეტების მათი საჭიროებისთვის ან ცდებისთვის და ექსპერიმენტებისთვის. ყველაზე ცნობილი მაგალითები ტერაფორმინგის გამოყენების იყო ტატუინის გადაქცევა უდაბნოდ და კაშიიკის დაფარვა კილომეტრიანი ხეებით. ყველაზე უფრო საინტერესო გამოგონება “მენტალური ციხე” იყო, არც ისე დიდი ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ტყვის გონება. ერთადერთი გზა მისი დატოვების ადგილების გაცვლა იყო მასთან ვინც დაუფიქრებლად გააღებდა ყუთს.
ვარსკვლავური სამჭედლო
რაკატელები ერთადერთი ცნობილი რასა იყო, რომელთაც შეეძლოთ აეშენებინათ მანქანები ძალის გამოყენებით. სავარაუდოდ, რაკატელები ოდესღაც მადლიერი რასა იყო, თუმცა შეიცვალენ საკუთარი ტექნოლოგიის გავლენით. მათ იმპერიის დასასრული მაშინ დადგა, როცა რაკატანელების რასამ კავშირი დაკარგა ძალასთან. ამან მათი ყველა ტექნოლოგია გამოუყენებელი გახადა და დატოვა მიჯაჭვული საკუთარ პლანეტაზე, რაკატა პრაიმზე. მათი ქმნილება ვარსკვლავური სამჭედლო შთანთქავდა ბნელი მხარის ენერგიას. სწავლულები და ინჟინრები უდარდელად ექცეოდნენ, იმას რომ ვარსკვლავურ სამჭედლოს დაშვებული იყო პრაქტიკულად შეუზღუდავ ენერგიეს წყაროსთან. ისინი ფიქრობნენ, რომ შეეძლოთ ემართათ ეს პროცესი. თვითონ სამჭედლო ნახევრად ცოცხალი ქმნილება იყო, ის შთანთქამდა ბნელი მხარის ენერგიის, შემდეგ კი იყენებდა შესაძლებლობას ძალის მართვის, რათა იძულებული გაეხადა რაკატელები ჩაფლულიყვნენ საშინელ სამოქალაქო ომში. შემდეგ რაკატელების მდგომარეობა გაუარესდა, იფეთქა სასიკვდილო ჭირის ეპიდემიამ, რომელიც მხოლოდ მათ რასას აავადებდა(არსებობს თეორია, რომ ჭირის ვირუსი შექმნილი იყო ერთ-ერთი რასის, რომელიც რაკატის მონობის ქვეშ იმყოფებოდა.) rolleyes.gif