M-A-S-E-R-A-T-Iამ ეტაპზე ნამდვილად სითხების შემოსევააა.
M_Schumacherეჰ იმედია მართლა Star Wars გადაიღებენ და არა რაღაც სისულელეს სითხების და ჯედაების გარეშე.

ვერც წარმომიდგენია მაგათ გარეშე ეს ყველაფერი.
* * *
აი ჩვენი იდუმალებით მოცული დარტ პლეგასი.

დარტ პლეგას ბრძენი

დარტ პლეგასი ბნელი სითხები ლორდი, ასევე ცნობილი როგორც დარტ პლეგას ბრძენი მუუნი იყო. ლეგენდის თანახმად მან იპოვა მიდიხლორიანებით მანიპულაციის გზა, რითაც სიკვდილის არიდება და სიცოცხლის შექმნა შეეძლო.
“დარტ პლეგასი ბნელი სითხების ლორდი იყო, იმდენად ძლიერი და ბრძენი, რომ შეეძლო ეკონტროლებინა მიდიხლორიანები და შეექმნა სიცოცხლე. მან ისე ღრმად შეიცნო ბნელი მხარე, რომ შეეძლო ეშველა სიკვდილისგან მათთვის ვინც მისთვის ძვირფასი იყო”-პალპატინი
მან ითამაშა დიდი როლი გალაქტიკურ მოვლენებში, წააქეზა თავისი მოსწავლე დარტ სიდიუსი აეღო კონტროლის ქვეშ გალაქტიკა და დაებრუნებინა სითხები მართველობაში. სიდიუსმა იმის სურვილით, რომ გამხდარიყო ოსტატი მუუნი ძილის დროს მოკლა. ლეგენდა პლეგასზე მოგვიანებით გამოადგა სიდიუს იმის გულისთვის, რომ ენეკინ სკაიუოკერი გადაეხარა ბნელი მხარისკენ, თუმცა პლეგასი რჩებოდა მისტიკურ ფიგურედ ყველა ჯედაისთვის და მათი კავშირისთვის გალაქტიკური ალიანსის დროს.
ბიოგრაფია
პლეგასი მუუნი იყო, მიმდევარი დარტ ბეინის სითხების სწავლების და ცხოვრობდა მიახლოებით 60 წელს იავინის ბრძოლამდე. გალაქტიკური ალიანსის დროს არაფერი იყო ცნობილი პლეგასის წარმოშობაზე და არავინ იცოდა ზუსტად როგორ ასწავლიდა ის პალპატინს. მან პალპატინი მიიღო როგორც ნიჭიერი მოსწავლე და მისცა დარტ სიდიუსის სახელი. პლეგასმა მთელი თავისი ცხოვრება სიკვდილზე მბრძანებლობისთვის ძებნაში გაატარა. პლეგასი სიდიუსს 10 წლეულის განმავლობაში ასწავლიდა. ამ დროის განმავლობაში მან ყველაფერი ასწავლა რაც თვითონ იცოდა და რაც შეიძლება სამუდამოდ დაკარგული ყოფილიყო. სწავლების პერიოდში პალპატინმა მიიღო დაშვება სითხების ჰოლოკორნებთან. პლეგასის გაკვეთილებმა იძულებული გახადა სიდიუსი შეჯახებოდა საკუთარ შიშს, უარეყო სიამოვნება და მოეკლო ის რაც უყვარდა. ის ასწავლიდა მას, რომ ისეთი ემოციები როგორიც სიძულვილი და შურია იყო აუცილებელი რომ გამკლავებოდა ბნელ მხარეს, უარყოფდნენ ჩვეულებრივ გაგებას ეთიკის დიდი მიზნების მიღწევისთვის. პლეგასი აგრეთვე უყვებოდა თავის მოსწავლეს იმის შესახებ თუ როგორი გზით უნდა მიეღო გალაქტიკაზე კონტროლი. სიდიუსი ამ პერიოდში მასწავლებლის საიდუმლოდ ასწავლიდა საკუთარ მოსწავლეს დარტ მოლს. შესაძლოა მოლი სიდიუსის პირველი მოსწავლე არც იყო. სიდიუსი არ ჩქარობდა თავისი ოსტატის მოკვლას, სანამ არ გადმოიღო მისი სწავლება სრულად და გახდა ისეთი ძლიერი, რომ შეეძლო მასზე გამარჯვება.
“ის გახდა იმდენად ძლიერი, რომ ერთადერთი რისიც ეშინოდა ძალაუფლების დაკარგვა იყო, რაც ბუნებრივად კიდეც მოხდა. თუმცა მან მოასწრო ესწავლებინა ყველაფერი თავისი მოსწავლისთვის რაც კი იცოდა და მოსწავლემ მოკლა მაშინ, როცა მას ეძინა” პალპატინი და ენაკინ სკაიოუკერი.
პლეგასმა აღმოაჩინა შესაძლებლობა აერიდებინა სიკვდილი და ისწვალა არაფრისგან სიცოხლის შექმნა, ძალის გამოყენებით, რომ ემართა მიდიხლორიანები. როცა ბნელმა ლორდმა თავისი გეგმების შესახებ განუცხადა სიდიუსს, მოსწავლე ამით ძალიან დაინტერესდა. პლეგასმა უთხრა იმის შესახებ, რომ ძალის საშუალებით შექმნილი ბავშვი ძალის ცოცხალი განსახიერება იქნებოდა, სიდიუსი მიხვდა რომ, ოსტატს უნდოდა შემცვლელის შექმნა და გადაწყვიტა მოეკლა ის სანამ ეს მოხდება. პლეგასს ეჭვიც არ ჰქონდა მოსწავლის გეგმებზე. სადღაც 52 და 46 წლებში იავინის ბრძოლამდე სიდიუსი კლავს თავის ოსტატს ძილში.
“როდესმე მოგისმენია დარტ პლეგას ბრძენის ტრაგედია”-პალპატინი
პლეგასის ექსპერიმენტები სიცოხლის შესაქმნელად, სავარაუდოდ წარმატებული იყო. შესაძლებელია, ექსპერიმენტები თავისი სიკვდილის წინ დაამთავრა სითხების ლორდების ცოდნის მიმდევრობის თანახმად. შესაძლებელია სწორედ პლეგასსმა მოახდინა გავლენა ენეკინ სკაიუოკერის შექმნაზე. თუმცა პლეგასმა მთელი თავისი ცოდნა გადასცა სიდიუსს, თუმცა თვითონ პალპატინს არ შეეძლო გამოეყენებინა პლეგასის სწავლება, რომ მოეტყებინა სიკვდილი ძალის საშუალებით და იყო იძულებული გადასახლებულიყო კლონის სხეულში რათა დაეჭირა თავისი სული ჯანმრთელ სხეულში. სიდიუსი უყვებოდა ცოტას პლეგასის შესახებ თავის მოსწავლეს დარტ ტირანუსს, ხოლო დარტ ვეიდერს მხოლოდ გადაკრულ სიტყვებს ეუბნებოდა. მაგრამ სიდიუსმა ეს ისტორია გამოიყენა იმისთვის რომ, გადაებირებინა ენეკინ სკაიუოკერი ძალის ბნელი მხარისკენ. პალპატინის მიერ ენეკინისთვის მოყოლილი ლეგენდის თანახმად დარტ პლეგას ბრძენზე საუბარი იყო მის შესაძლებლობებზე, რისი საშუალებითაც მას შეეძლო შეექმნა და დახმარებოდა სიცოცხლეს. ირონია იმაში მდგომარეობდა რომ, პლეგას შეეძლო აერიდებინა სხვების სიკვდილი მაგრამ ვერ შეძლო საკუთარი სიცოხლის დაცვა. ენაკინის იმედი ქონდა პლეგასის ცოდნას გამოიყენებდა პადმეს სიკვდილისგან არიდებისთვის და ამის გამო ის პალპატინის მოსწავლე გახდა.
ისტორიკოსები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ ინფორმაცია პლეგასის შესახებ ეჭვოდბნენ, რომ პალპატინმა გაანადგურა ყველა ინფორმაცია თავის მასწავლებელზე. რუკოპის ინგო ვავულდმა-ერთ-ერთმა წყარომ არც ისე ბევრი მცოდნედან ჯედაების და სითხების შესახებ- ინფორმაცია მისცა პლეგასზე გალაქტიკურ ალიანსს და ჯედაების ახალ ორდენს.
“დასაწყისში შენ უნდა დაიპყრო ძალაუფლება საკუთარ თავზე, შემდეგ ადამიანების ჯგუფზე, ორდენზე, მსოფლიოზე, რასებზე, შემდეგ რასების ჯგუფზე..... და ბოლოს მთელ გალაქტიკაზე...”-დარტ პლეგასი
დარტ პლეგასი მისტიკი იყო, მიმდევარი ბნელი მხარის და მოყვარული ყველაფერი საიდუმლოს და იმქვეყნიურის. გატაცებული სამუდამო სიცოცხლის პერსპექტივით და იდეით სპონტანური გენერაციის, რჩებოდა ერთგული მატერიალური სამყაროსი. წლების განმავლობაში დარტ ვეიდერი ფიქრობდა, რომ პლეგასს აგრეთვე სურვილი ჰქონდა ეპოვა საშუალება სიცოცხლის გაგრძელების ფიზიკური სიკვდილის შემდეგ. პლეგასი ბრძენი იყო და პალპატინი ამას არ უარყოფდა, ძალაუფლებას რასაც მან მიაღწია იყო შედეგი პლეგასისგან მიღებული ცოდნისა. ოსტატი მიიჩნევდა, რომ ძალა იწყებოდა საკუთარ თავზე სრული კონტროლით და მიჰყავდა გალაქტიკის მთლიან კონტროლამდე. იმ დროისთვის, როცა მისი ძალა საკმარისად გაიზარდა, მან შეწყვიტა ყვლეფარისადმი შიში, ძალაუფლების დაკარგვის გარდა. ოსტატის სიკვდილი მოსწავლის ხელით მოულოდნელი იყო პლეგასისთვის და მან ვერ შეძლო ამის არიდება.
“ირონია, მას შეეძლო სხვების ხსნა სიკვდილისგან, მაგრამ საკუთარი თავის გადარჩენა ვერ შეძლო”-პალპატინი
პლეგასი საიდუმლო და არაბუნებრივი ძალის ოსტატი იყო. ამის საშუალებით მას შეეძლო ეკონტროლებინა სიცოცხლის ყველა ციკლი. ძალაუფლება, რომელიც მოგვიანებით პალპატინის მემკვიდრეობა გახდა უზარმაზარი იყო. პლეგასს შეეძლო სხვების ხსნა სიკვდილისგან და როცა მოინდომებდა შეეძლო შეექმნა ახალი სიცოცხლე მიდიხლორიანებისგან, რომელიც ყველა ცოცხალ არსებაში იყო. აგრეთვე მან აღმოაჩინა შესაძლებლობა საკუთარი პიროვნების ძალაში შენახვის, მასთან გაერთიანებით, მაგრამ მას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია, რადგან მატერიალური სამყაროს ერთგული იყო.
პლეგასიის სახელი “სითხების შურისძიების” გამოსვლამდე მოიგონეს. მისი სახელი ინგლისური სიტყვა “პლაგუე”-ჭირიდან, მოდის. ჯეიმს ლუსენოს უნდა დაეწერა ნოველა დარტ პლეგასზე. წიგნი ვარსკვალავური ომების ოფიციალურ საიტზეც კი იყო ანონსირებული და იძლეოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პლეგასი მუუნი იყო. თუმცა 2007 წლის მარტში წიგნი პუბლიკაციების სიიდან გაქრა. როგორც სუე რესტონიმ განმარტა, ოფიციალური მიზეზი წიგნის დაქენსელების ლუკასის განმარტება იყო.(ჯერ კიდევ ადრეა გავხსნათ მთელი ისტორია პალპატინზე და პლეგასზე).