LucasArtარა მაგდენს ვიცი, რომ ვერ შევძლებ და ტყუილა ფიქრიც არ მინდა.
M-A-S-E-R-A-T-Iრა მაგარი სურათებია.
* * *
ადრეული წლები
რესპუბლიკას წლების განმავლობაში რაინდი ჯედაები, ძველი ჯარი და ფლოტი იცავდა ძალადობისგან. დაახლოებით 24 500 წელს ი.ბ მოხდა პირველი დიდი გარდატეხა, რის შემდეგაც განდგომილმა ჯედაებმა, რომლებიც თვლიდნენ რომ ნამდვილი ძალა მიიღწეოდა არა პასიური ფიქრით, როგორც ასწავლიდნენ ჯედაი მასტერები, არამედ ნამდვილი ძალა მიიღწეოდა ემოციით, რის შემდეგაც ჩამოყლიბებული იყო ლეტოუს ლეგიონი. ჯედაებს ამ კონფლიქტში მეთაურობდა ქსენდრომი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ არდენ ლინი. ჯედაებმა შეძლეს ჩაეხშოთ აჯანყება მიახლოებით 24 400 წელს იავინის ბრძოლამდე. რესპუბლიკა 24 000 წელს იავინის ბრძოლამდე შევიდა ომით კავშირთან დესერვოსთან და ტიონთან. ომი გავრცელდა მთელ პერლიამინზე და დედაქალაქები კორუსანტი და დერესვო მოჰყვა დაბომბვის ქვეშ. რესპუბლიკამ რასაკვირველია მოიგო ომი, მიმართა ჰატები ტიონისების წინააღმდეგ. საუკუნეების განმავლობაში, ბევრი ტიონსის ჯგუფი ეფიცებოდა ერთგულებას კორუსანტს, მხოლოდ დესერვოს გარდა, რომელიც ამჯობინებდა დამოუკიდებლობას.
რესპუბლიკა დიდი დეკლარაციის პერიოდში (20 000-17 000 იავინის ბრძოლამდე) ფართოვდებოდა გალაქტიკის აღმოსავლეთ მიმართულებით. ამის მიუხედავად პლასტინა რჩებოდა სანაოსნო კოსმოსის გულად. რესპუბლიკა კი ფართოვდებოდა პლასტინის გალაქტიკური საზღვრების ჩრდილოეთით და სამხრეთით, თუმცა ბევრი გალაქტიკა ჯერ კიდევ რჩებოდა უცნობი, მსგავსად ორდ მენტალას (12 000 წელი იავინის ბრძოლამდე) და მალასტარას(8 000 წელი იავინის ბრძოლამდე) კარიბჭის გამორიცხვით. კოსმოსი კორუსანტის დასავლეთით წინანდებურად რჩებოდა გამოუძიებელი, რადგან პერლიამინის სავაჭრო მარშუტი და კორელიანის გარბენი არ იკვლეოდა ამ მიმართულებით. აგრეთვე გადაადგილება შეზღუდული იყო ამოფრქვევით ჰიპერსივრცეში ერთ ან ორი სინათლის წლებს შორის ანომალიით. ამავე პერიოდში იყო შექმნილი ექსპანსიის ოლქი. მაგრამ ეს ოლქი მძიმედ იტანჯებოდა ალსაკანას მცდელობით დაემყარებინა კონტროლი რესპუბლიკაზე კორუსანტიდან. ამან გამოიწვია ე.წ ალსაკანის 17 კონფლიქტი, რომელმაც მოიცვა პერიოდი 17 000 წლიდან იავინის ბრძოლამდე 3000 წლამდე. ბევრი წინააღმდეგობა ხდებოდა ჰოლდინგებს შორის ექსპანსიის ოლქში, და არა უშუალოდ ბირთვში, რასაკვირველია კორუსანტმა გაიმარჯვა ყველა ამ კონფლიქტში. ამავე დროს მოხდა პირველი არკანიანური კონფლიქტი. არკანიანელმა გენეტიკებმა ჩაატარეს გენეტიკური ექსპერიმენტების სერია სხვადასხვა გონებრივ არსებებზე, განსაკუთრებით ექვსრუკიან ქსეკსტებზე ტროიკენადან და გარდაქმნეს ახალ ნაირსახეობად, ცნობილად როგორც კუერმიანსი.
15 500 წელს იავინის ბრძოლამდე საშინელი პირველი კონტაქტის შემდეგ, კორუსნატზე იერიში მიიტანეს ვარსკვლავურმა დრაკონებმა კონფლიქტ დუინუოგვუინში. კონფლიქტი მშვიდობიანი გზით იყო გადაწყვეტილი უმაღლესი კანცლერის ფილორეანის და ვარსკვლავური დრაკონების ფილოსოფ ბორზ’მატ’ოხომის მიერ, მათ ერთობლივად დაარსეს კორუსანტის უნივერსიტეტი. ცოტა ადრე 12 000 წელს იავინის ბრძოლამდე კორუსნატზე დაარსებული იქნა გალაქტიკური მუზეუმი.
მიახლოებით 12 000 წელს იავინის ბრძოლამდე უმაღლესი კანცლერი გახდა კონტიფექსი. ის და მისი შთამომავლები იყვნენ მიმდევრები თეოკრატიული კულტის “პიუს დეა”, მართავდნენ რესპუბლიკას შემდგომი 1000 წლის განმავლობაში. ეს ფანატიკური უმაღლესი კანცლერები უშვებდნენ “ჯვაროსნულ ლაშქრობებს” კონკურენტ უცხომოდგმის სექტების წინააღმდეგ. კულტის ბედი 11 000 წლის შემდეგ იავინის ბრძოლამდე უცნობია, შესაძლებელია ის მთლიანად დაიშალა. ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგებმა გააღრმავა ბზარები ძირითადი სამყაროს და რგოლის სამყაროს ურთიერთობაში, რაც მოგვიანებით გამოიყენა იმპერატორმა პალპატინმა თავისი მართველობის დროს ათასწლეულის შემდეგ.
მიახლოებით 9000 წელს იავინის ბრძოლამდე უმაღლესი კანცლერი გახდა ბლოტუს ჰატი, რომელიც მართავდა გალაქტიკურ რესპუბლიკას 275 წლის განმავლობაში, რიანიტასის პერიოდში. ბლოტას ჰატი ბევრი სხვა ჰატებისგან განსხვავებით სამართლიანი და თავდაჭერილი მართველი იყო. 7308 წელს იავინის ბრძოლამდე დაწესდა სტანდარტული გალაქტიკური კალენდარი.
განდგომილა ჯედაებმა 7000 წელს იავინის ბრძოლამდე, აღმოაჩინეს ძალის ტექნიკა, რომელსაც შეეძლო შეეცვალა სიცოცხლის ფორმები ამ პერიოდში მოხდა მეორე დიდი გარდატეხა, ამან დაუდო დასაწყისი ასწლიან სიბნელეს რომელიც გაგრძელდა საუკუნეები და შექმნა საშინელი არსებები, როგორიცაა გველისებური ლევიაფანები, რომლებსაც შეეძლოთ შეეწოვათ სასიცოცხლო ძალები თავის ბურთულა ხაფანგებში თავიანთ ზურგზე. კორბოსთან ბრძოლის დროს ჯედაებმა გაანადგურეს აჯანყება და გაყარეს განდგომილი ჯედაები ნაცნობი კოსმოსიდან. თუმცა, განდგომილებმა აღმოაჩინეს ზიოსტი უდაბნო სამყარო, დასახლებული შედარებით პრიმიტიული მაგრამ არაჩვეულებრივად მგრძნობიარე ძალისადმი სითხებით.
განდგომილმა ჯედაებმა გამოიყენეს თავიანთი ძალის ცოდნა, გააოცეს სითხები და აიმაღლეს თავი ღმერთისმსგავს მდგომარეობამდე ახლომდებარე კორიბანზე და გახდნენ სითხების მართველები. წლების განმავლობაში ნათესაურმა ურთიერთობამ განდგომილ ჯედაებსა და სითხებს შორის ხელი შეუწყო იმას, რომ ტერმინმა “სითხმა” აღნიშნა არამარტო პირვანდელი მცხოვრებლები კორიბანის და ზიოსტის, არამედ განდგომილ მასტერ ჯედაებიც.
ჯედაები და სითხების იმპერია 5000 წელს იავინის ბრძოლამდე შეეჯახენ ერთმანეთს დიდ ჰიპერკოსმოსურ ომში. ბევრი სამყარო სამუდამოდ იქნა დაშავებული ამ შებრძოლებით, მაგრამ ჯედაებმა შეძლეს დამპყრობლების მოგერიება. ამის შემდეგ რესპუბლიკამ ჯედაებს უბოძა მიწა ფორსუს ნეკსუსი: წმინდა მთა კორუსანტზე.
4 250 წელს იავინის ბრძოლამდე მოხდა მესამე დიდი გარდატეხა, რომლემაც გავლენა მოახდინა კორუსანტისთვის ბრძოლაზე. გადარჩენილი ბნელი ჯედაები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ სიტემა ვულტარში, სადაც მათ აღმოაჩინეს ძველის-ძველი ტექნოლოგია, რომლიც აჩვენებდა რომელი პლანეტები იყო შექმნილი ხელოვნურად, სავარაუდოდ იყო იდუმალი სელესტიანელების ქმნილება, რომლებმაც შექმნეს კორელიის სისტემა. ბნელმა ჯედაებმა მიითვისეს ეს მანქანები, კოსმოსური ტურბინის ჩათვლით, მაგრამ ვერ შეძლეს მათი მართვა და მალე გაანადგურეს მთელი სისტემა და რასაც ის მოიცავდა, ვულტარის კატაკლიზმის დროს. ოთხმა მასტერმა ჯედაიმ (ორმა ომის ოსტატმა და ორმა სიბრძნის ოსტატმა) 4019 წელს იავინის ბრძოლამდე დააყენა ზიქურათი

ჯედაების ტაძრის, რომელიც 4000 წელი იდგა.