ძალიან რთულია ასე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა... უნდა ვიცოდეთ რა კრიტერიუმებით ვაფასებთ...
რას ნიშნავს ყველაზე მაგარი მსახიობი... თუ მის მიერ განსახიერებული როლების მნიშვნელობით ვიმსჯელებთ შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ, თუ მის მიერ განსახიერებულ როლებს გავარჩევთ დეტალებში, როგორ შეასრულეს ესა თუ ის როლი, მაშინ სხვას...
შვარცნეგერმა და სტალონემ მთელი ეპოქა შექმნეს ამერიკულ კინემატოგრაფიაში, მაგრამ კარგი მსახიობები არიან? არა მგონია... პოპულარულები? - მეტი რომ არ შეიძლება...
ამიტომ ასე განსაზღვრა ძნელია...
მაინც შევეცდები რამდენიმე ჩამოვწერო (ვინც პირველი გამახსენდება, ქრონოლოგია დაცული არ არის)...
მალკოლმ მაკდოუელი - გენიალური მსახიობი, "იღბლიანი", "მექანიკური ფორთოხალი", "კალიგულა" - არცერთი როლი არ გავს ერთმანეთს სამაგიეროდ ყველაში განუმეორებელი და გენიალურია.
ჟერარ დეპარდიე - კაცი რომელსაც აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის ფილმებში ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში
ჯონ მალკოვიჩი - ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი მსახიობი... ისეთ დეგენერატ და ყოვლად უნიჭო მსახიობსაც კი, როგორიც ჯულია რობერტსია, მასთან ერთად ფილმში თამაშისას ცოტაოდენი ეშხი და მსახიობური ოსტატობაც კი ეტყობა...
სერგო ზაქარიაძე - ბევრჯერ მითქვამს და ასი წელი ვიტყვი ყველგან, რომ ჩვენ რომ საბჭოთა კავშირს დაპყრობილი არ ვყოლოდით, ჩვენი კინო სერიოზულ ადგილს დაიკავებდა ევროპულ კინობაზარზე, ზაქარიაძე კი ევროპული კინოს ვარსკვლავი იქნებოდა
ალ პაჩინო - მართალია ძირითადად სახასიათო როლებშია, თუმცა რბილად რომ ვთქვა არც განსხვავებული როლების თამაში უჭირს... მიუხედავად იმისა რომ ალ პაჩინო მაინც ყოველთვის მაფიასთან ასოცირდება, ეს ნიჭის ნაკლებობაზე არ მეტყველებს... უფრო პირიქით...
რობერტ დე ნირო - არაჩვეულებრივი გარდაქმნის უნარი აქვს, მხოლოდ სხვადასხვა ფილმებში კი არა, თვით ერთი ფილმის მსვლელობის დროსაც კი ისე რომ როლიდან არ გამოვიდეს საოცრად შეუძლია შეიცვალოს ხოლმე
ჯეკ ნიკოლსონი - საოცარი დამაჯერებლობით შეუძლია ითამაშოს ჩვეულებრივი ადამიანი... მსახიობისათვის ეს ყველაზე ძნელია... როგორც წესი, მსახიობები ფილმებში არიან ან "კარგი ტიპები" ან "ცუდი ტიპები" ნიკოლსონი არის ხოლმე ის, ვინც ნებისმიერი ჩვენთაგანი სეიძლება იყოს... ის არც კაი ტიპია და არც ცუდი... ადამიანია, ისეთი მხარეებით რომლებიც ერთის მხრივ გიზიდავს მასში, მეორეს მხრივ კი საშინელ ზიზღს იწვევენ
ვივიენ ლი - სიმართლე გითხრათ იმიტომ ჩავსვი, რომ ერთი ქალიც მინდოდა ყოფილიყო სიაში... შეიძლება მასზე ნიჭიერი ქალი მსახიობები არსებობდნენ, მაგრამ მასზე ლამაზი მსახიობი კი არა ადამიანი არ შემხვედრია დედამიწის ზურგზე, ამ ქალზე შეყვარებული ვარ და რაციონალურ ახსნას ნუ მომთხოვთ... თუმცა თუნდაც მისი სკარლეტ ო'ჰარა, მიუხედავად თავად ფილმის საშუალო მხატვრული ღირებულებისა მაინც ნამდვილი კლასიკაა...
ჟან გაბენი - ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი ევროპული სამსახიობო სკოლის... კაცი რომელსაც შეეძლო არაფერი ეთქვა და ამით ეთქვა ყველაფერი...
დასტინ ჰოფმანი - აბსოლუტურად და ბოლომდე წვდება როლს რომელსაც თამაშობს... ასეთი აბსოლუტური დამაჯერებლობა ძალიან იშვიათია... თან მისი როლებიც სულ სხვადასხვანაირია... "ჩალის ძაღლები" ვისაც ნანახი გაქვთ, დამეტანხმებით რომ მეტი არსად რომ არ ეთამაშა, ეს ერთი როლიც საკმარისი იქნებოდა რომ უკვდავ მსახიობად შეგვერაცხა, მაგრამ ამის გარდა "წვიმის კაცი", "ტუტცი", "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" და უამრავი სხვა როლი აქვს ნათამაშევი...
ოდრი ჰეპბერნი - ესეც მეორე ქალი... სიმართლე გითხრათ სულ 2 ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით "რომაული არდადაგები" და მეორის სახელი არ მახსოვს, პიტერ ოტულთან ერთად თამაშობს... მაგრამ დედაჩემს უყვარს ძალიან და გარეგნულად მეც მაგრად მომწონს... ამიტომ ჩავსვი
ლუი დე ფიუნესი - კომედიაც კინემატოგრაფიის ჟანრია და რატომაც არ უნდა გავიხსენოთ ამ ჟანრის ლეგენდა, მითუმეტეს თუ მის ფილმებზე გაზრდილები ვართ

და ბოლოს...
ჩარლი ჩაპლინი - აქ ჩემი კომენტარი ზედმეტია...
პ.ს. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება... მაგრამ ახლა მეტი მეზარება... სხვა დროს დავამატებ
This post has been edited by Allan-Poe on 15 Jul 2007, 08:27